Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    დავითის მონანიება ისეთივე ძლიერი იყო, როგორც მისი დანაშაული, 22 მაისი

    „მაღალ და წმიდა მთაზე ვდგავარ მე, მაგრამ შემუსვრილთან და სულით თვინიერთან, რათა გამოაცოცხლოს თვინიერთა სული, და გამოაცოცხლოს შემუსვრილთა გული” (ეს. 57:15).ქიმ 145.1

    ცოდვილნი იშვიათად განიცდიან მართებულ გრძნობებს, როცა მათ მამხილებელ სიტყვებს ისმენენ... რაოდენ მცირეა მათი თანაგრძნობა იმათ მიმართ, ვინც უფლის მიერ დაკისრებულ მძიმე ტვირთს ატარებს. ისინი მოწამეთა როლში გვევლინებიან და ფიქრობენ, რომ დიდი თანაგრძნობა დაიმსახურეს, ვინაიდან მათ ამხელენ და ისეთ რჩევებს აძლევენ, რომლებიც მათ პირად წარმოდგენებსა და გრძნობებს ეწინააღმდეგება. მათ შეიძლება რაიმე აღიარონ კიდეც, მაგრამ ჯიუტად ეჭიდებიან თავის შეცდომებს და საკუთარ იდეებს. „რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა. ერთი ცოდვაა კერპთაყვანისმცემლობა და სიჯიუტე”. ფაქტობრივად უფლის სიტყვა უარყოფილია...ქიმ 145.2

    მაგრამ რარიგ განსხვავდებოდა თავისი ხასიათით დავითი სხვა ადამიანებისაგან! თუმცა იგი სცოდავდა, მაგრამ როდესაც ღმერთი ამხილებდა მას, იგი ყოველთვის თავს ხრიდა და მორჩილად იღებდა სასჯელს უფლისაგან. ღმერთს დავითი იმიტომ კი არ უყვარდა, რომ მეფე სრულყოფილი იყო, არამედ იმიტომ, რომ იგი ღიად არ უწევდა ჯიუტ წინააღმდეგობას ღვთის ნებას. მისი სული წინ არ აღუდგებოდა მხილებას...ქიმ 145.3

    დავითი ღრმად ცდებოდა, მაგრამ ასევე ბოლომდე ავლენდა მორჩილებას. და მისი მონანიება ისევე ღრმა იყო, როგორც მისი დანაშაული. დავითის ძალა ვლინდებოდა არა მის წარმატებულ წინააღმდეგობაში ცდუნების დასაძლევად, არამედ მის გულწრფელ მონანიებაში. ის არასოდეს კარგავდა ღმერთისადმი ნდობას, რომელმაც მკაცრი მხილება ჩადო თავისი წინასწარმეტყველის ბაგეში. დავითი არ გრძნობდა სიძულვილს უფლის წინასწარმეტყველისადმი. ის უყვარდათ იმიტომ, რომ ღმერთის წყალობის იმედი ჰქონდა. ღმერთისა, რომელიც თავად უყვარდა და ადიდებდა, რომელსაც ემსახურებოდა. ქიმ 145.4

    ვისაც ბევრი მიეტევა, ის ბევრს შეიყვარებს. დავითი არ იღებდა იმ ამხანაგთა რჩევებს, ვინც ღმერთის წინააღმდეგ შესცოდეს. ამაში ბევრი მარცხს განიცდის. ისინი წყვდიადში რჩებიან, რადგან უპირატესობას აძლევენ იმათ რჩევებს, ვინც უფალთან თანხმობაში არ იმყოფება. ცოდვილნი ამართლებენ ცოდვილს მის მოუნანიებელ ცოდვაში და თვალს ხუჭავენ იმ დანაშაულზე, რომელსაც ღმერთი არ პატიობს. დავითი ღმერთს ენდობოდა უფრო მეტად, ვიდრე ადამიანებს. აღიარებდა ღმერთის გადაწყვეტილებებს, როგორც სამართლიანსა და მოწყალეს. ო, რამდენი კაცი დადის ბრმად და სხვებიც მიჰყავს იგივე ბილიკით დაღუპვისაკენ, რადგან ყურად არ იღებს უფლის სულიწმიდის მხილებას!ქიმ 145.5