Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ახლა დათმობის დრო არ არის, 6 დეკემბერი

    „თქვა მცველმა: მოვიდა დილა, მაგრამ ღამეა ჯერ; თუ გინდათ კითხვა, იკითხეთ, დაბრუნდით ისევ” (ეს. 21:12).ქიმ 343.1

    ჩვენ დაჟინებით მივიწევთ დასკვნითი შეტაკებისაკენ. და ახლა დათმობის დრო არ არის. როცა ბრძოლა მძიმე და მტანჯველი გახდება, დაე, ჩვენ შორის ნუ აღმოჩნდება მოღალატე. ახლა იმის დრო არ არის, რომ გადავდოთ ან დავმალოთ იარაღი და სატანას მივანიჭოთ უპირატესობა ბრძოლაში. მაგრამ თუ არ იფხიზლებთ და სამოსლის სიწმინდეს არ შეინარჩუნებთ, მაშინ ვერ უერთგულებთ წინამძღოლს... მოუწოდეთ თანამებრძოლ მოძმეთ და უთხარით: „მოვიდა დილა, მაგრამ ღამეა ჯერ”.ქიმ 343.2

    ახლა იმის დრო არ არის, რომ შევასუსტოთ ძალისხმევა, დავღონდეთ და სულით დავეცეთ, დავფაროთ ნათელი, წარმოვთქვათ საამო და სასიამოვნო სიტყვები და ვიწინასწარმეტყველოთ სიცრუე. ყოველი ნიჭი ღვთის სადიდებლად უნდა გამოვიყენოთ. თქვენი დანიშნულებაა ღვთის საქმის ერთგულება, ღმერთისა და ჭეშმარიტების დამოწმება. დაე, არავითარმა ამქვეყნიურმა რჩევებმა არ შეგაცვლევინოთ მიზანი. არ გვაქვს დათმობების უფლება, მეტიც, უნდა დავიცვათ საკითხი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ექნება ღვთის ნარჩომის ხალხისთვის დედამიწის აღსასრულამდე, რადგან მასზეა დამოკიდებული ჩვენი მარადიული ინტერესები. კრიზისის წინ მზაკვარი, მოღალატე, ცოცხალი ღმერთიდან განდგომილი გული არას გვარგებს.ქიმ 343.3

    დასაბამიდან განდგომილება იწყებოდა უნდობლობიდან და ჭეშმარიტების უარყოფიდან, მაგრამ თუ გამარჯვება გვსურს, რწმენით უნდა მივაპყროთ თვალი იესოს, ჩვენს მხსნელს. უნდა მივდიოთ ქრისტეს მაგალითს. თავის მიწიერ საქმეებში ქრისტე მზერას აპყრობდა ღვთის დიდებას... ქრისტეში შეერთდა ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება, სწორედ ეს აძლევდა საშუალებას გაემხილა ღვთის განზრახვა და დაგვხმარებოდა მასთან მჭიდრო კავშირის დამყარებაში. ეს კავშირი გაგვამარჯვებინებს მტერზე, რამეთუ ქრისტეს რწმენით შევიძენთ ღვთიურ ძალას.ქიმ 343.4

    ჩვენ ვმრავლდებით, იზრდება ჩვენი საშუალებებიც და ჩვენი მდგომარეობა მოითხოვს მუშაკთა ერთიანობას, სრულ თავგანწირვას და ღვთის საქმის ნამდვილ ერთგულებას. ღვთის საქმეში არ გამოდგება გულგრილი მუშაკი, რომელიც არც ცხელია და არც ცივი.ქიმ 343.5

    მცველები სიონის გალავნებზე დღედაღამ უნდა ფხიზლობდნენ. თუ ისინი არ მიიღებენ უწყებებს ქრისტეს ბაგეთაგან, მათი საყვირი ისე არ ახმოვანდება. ძმებო და დებო, ღმერთი მოგიხმობთ თქვენ, მსახურებს და რიგით წევრებს, ყური მიუგდოთ მის ხმას, იგი მოგმართავთ სიტყვით. ჩაიბეჭდეთ გულში მისი სიტყვა და აღფრთოვანდით მისი ცოცხალი, განმწმენდი ძალით. დაე, ყოველი მცველი სიონის გალავნებზე გვამცნობდეს ნათელ და მკაფიო უწყებას.ქიმ 343.6