Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მხურვალე, დაჟინებული ლოცვა უფლის დახმარების თავდებია, 15 ივლისი

    „იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო კარიდან, რადგან, გეუბნებით, მრავალი ეცდება შესვლას და ვერ შეძლებს” (ლუკ. 13:24).ქიმ 199.1

    ქრისტე სატანის მრავალ ცდუნებას შეეწინააღმდეგა ჩვენი სახელით. და მისი სახელით ჩვენც შეგვიძლია სატანის დამარცხება. როდესაც ცდუნების ტვირთი გვამძიმებს, როდესაც ხორციელი გულის გრძნობებსა და სურვილებს გამარჯვების პრეტენზია გააჩნიათ, უნდა აღვავლინოთ მხურვალე, დაჟინებული ლოცვა ჩვენი ზეციური მამისადმი ქრისტეს სახელით. მაშინ ქრისტე მოვა ჩვენს დასახმარებლად, რათა მისი ქმედითი და ძლევამოსილი სახელით გავიმარჯვოთ და მოვიშოროთ სატანა. მაგრამ ნუ დავიმშვიდებთ თავს იმით, თითქოს უსაფრთხოდ ვართ, თუკი ჩვენი მხრიდან ადგილი არ ექნება ენერგიულ ძალისხმევას...ქიმ 199.2

    ჩვენი საფრთხე წუთისოფლის მხრიდან წინააღმდეგობაში კი არ იფარება, არამედ წუთისოფელთან მეგობრობაში და იმათ მიბაძვაში, ვისაც ღმერთი და ჭეშმარიტება არ უყვარს. ჩვენ მაშინაც კი არ დავკარგავთ რწმენასა და იმედს, თუ დავკარგავთ მიწიერ უპირატესობებს ჭეშმარიტების დაცვის გამო და დიდ სიძნელეებს წავაწყდებით პრინციპისადმი ჩვენი ერთგულების შედეგად. მაგრამ სერიოზული დანაკარგი გველის, თუ სატანის ცდუნებანი მოგვატყუებს და გაიმარჯვებს. ყველა გამოცდა ჩვენს სასიკეთოდაა, თუ მათ უდრტვინველად გადავიტანთ. ისინი შეასუსტებს ჩვენს სიყვარულს წუთისოფლისადმი და მიგვიყვანს ღმერთის სრულ სასოებამდე.ქიმ 199.3

    მხოლოდ ღმერთთან ვიპოვით დახმარებას. ნუ მოვიხიბლებით იმით, რომ გვაქვს ძალა და სიბრძნე, ვინაიდან ჩვენი ძალა - ეს სისუსტეა, ხოლო ჩვენი მსჯელობა - უგუნურობა. ქრისტემ მტერი ჩვენი სახელით დაამარცხა, რადგან შეგვიბრალა ჩვენს დაუძლურებულ მდგომარეობაში, რადგან ხვდებოდა, რომ დავიღუპებით, თუ ის არ გამოეშურება ჩვენს დასახმარებლად...ქიმ 199.4

    ქრისტეს დამსახურება აღამაღლებს და აკეთილშობილებს კაცობრიობას. ქრისტეს სახელითა და წყალობით სულიერ გადაშენებას გადავურჩებით, რომელიც ცოდვით დაცემამ გამოიწვია და ქრისტეს ამაღლებული, ღვთაებრივი ბუნების წყალობით კავშირს დავამყარებთ უსაზღვრო ღმერთთან. სახიფათოა, ვიფიქროთ, თოთქოს მოვიპოვებთ საუკუნო ჯილდოს, თუ სერიოზულ, ენერგიულ ძალისხმევას არ მივმართავთ. დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა უღირდა ჩვენს მხსნელს ცდუნების უდაბნოში ჩვენთვის გამარჯვების მოპოვება ვერაგ, ბოროტ მტერთან ბრძოლაში. სატანამ იცოდა, რომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა იგი ქრისტეს დამარცხებას თავისი მრავალი ცდუნებით. სატანამ იცოდა, რომ ხსნის გეგმა ბოლომდე შესრულდება, რომ მას წაერთმევა ძალაუფლება და მისი დაღუპვაც გარდაუვალი იქნება, თუ ქრისტე იმ გამოცდას გაივლის, რომელიც ვერ გაიარა ადამმა.ქიმ 199.5