Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    აირჩევთ თუ არა იესოს?, 24 სექტემბერი

    „ხომ გაქვთ ჩვეულება, რომ პასექზე ერთი გაგითავისუფლოთ. გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ იუდეველთა მეფე?” (იოან. 18:39).ქიმ 270.1

    დიდი ბრძოლა სიცოცხლის მთავარსა და ბნელეთის მთავარს შორის ოდნავადაც კი არ ნელდებოდა...ქიმ 270.2

    ქრისტე ჩვენი სახელით დაუპირისპირდა სატანის მზაკვრულ ცდუნებებს და დაგვიტოვა მაგალითი, თუ როგორ დავამარცხოთ ამ ბრძოლაში სატანა. იგი მოძღვრავს თავის მიმდევრებს: „გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს.” სატანა ძალზე ოსტატურად ცდილობდა ცოდვის უკვდავყოფას. მან მოუხმო ყველა თავის ბოროტ ძალას იესო ქრისტესთან თავგანწირული, გააფთრებული ბრძოლისათვის, რათა შეელახა მისი უსასრულოდ მოსიყვარულე გული. მან აცდუნა ადამიანები, აიძულა ქედი მოეხარათ კერპებისათვის და ამგვარად მიაღწია მიწიერ სამეფოთა მეუფებას. იგი თვლიდა, იყო ღმერთი ამა სოფლისა - ეს არის ყველაზე მიმზიდველი მიზანი ცაში ღმერთის ტახტის დაუფლების შემდეგ. მან წარმატებით განახორციელა თავისი გეგმების დიდი ნაწილი. დედამიწაზე იესოს ყოფნის დროს მან შეაგულიანა ადამიანები უარეყოთ ღვთის ძე და აერჩიათ ბარაბა, რომლის ხასიათი შეესაბამებოდა სატანის - წუთისოფლის ღმერთის ხასიათს.ქიმ 270.3

    უფალი იესო ქრისტე მოვიდა, რათა სადავო გაეხადა სატანისაგან წუთისოფლის სამეფოთა დაპყრობა. ბრძოლა არ დასრულებულა და რადგან ვუახლოვდებით აღსასრულის ჟამს, შეტაკება სულ უფრო მძაფრდება. უფალ იესო ქრისტეს მოვლინების მოახლოებასთან ერთად სატანური ძალები უკიდურესად მძლავრ იმპულსებს იღებენ ქვესკნელიდან. სატანა მხოლოდ ადამიანად კი არ მოგვევლინება, არამედ იესო ქრისტეს განასახიერებს და ჭეშმარიტების უარმყოფელი წუთისოფელი მიიღებს მას, ვით უფალთ უფალს და მეფეთ მეფეს. იგი წარმოაჩენს თავის ძალას და განაგრძობს ზემოქმედებას ადამიანთა წარმოსახვაზე. იგი გარყვნის ადამიანთა სულსა და ხორცს და ეცდება იმუშაოს დაპირისპირების ძეთა მეშვეობით, მოხიბლოს და აცდუნოს ისინი, ვითარცა გველმა. რა სანახავი იქნება წუთისოფელი ზეცის ბინადართათვის! რა სანახაობა გადაეშლება თვალწინ წუთისოფლის შემოქმედ ღმერთს!ქიმ 270.4

    იერი, რომელიც სატანამ მიიღო სამოთხეში ადამ და ევას ცდუნებისას, გათვლილი იყო ჩვენი წინაპრების დასაბნევად. ასე ოსტატურად და დახვეწილად იმოქმედებს იგი დედამიწის არსებობის უკანასკნელ დღეებშიც. ადამიანის შესაცდენად და მოსატყუებლად იგი გამოიყენებს მთელ თავის მომხიბვლელობას. მისი მოქმედება იმდენად მაცდუნებელი იქნება, რომ ადამიანები მოიქცევიან ისე, ვით ქრისტეს დღეებში იქცეოდნენ. შეკითხვას: „ვინ გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო?” ისინი თითქმის ერთსულოვნად უპასუხებენ: „ბარაბა, ბარაბა!” ხოლო როცა შეეკითხებიან: „იესოს რაღა ვუყო, ქრისტედ წოდებულს?” პასუხად ისევ შესძახებენ: „ჯვარს ეცვას!”ქიმ 270.5