Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    გეთსიმანიასთან ედემის სასარგებლო შედარება, 18 იანვარი

    „ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი” (რომ. 5:19).ქიმ 20.1

    აუცილებლად ღრმად უნდა ჩავუფიქრდეთ ქრისტეს ცხოვრებას. მუდამ უნდა ვსწავლობდეთ მას, ვცდილობდეთ იმ მიზეზის გაცნობიერებას, რომლის გამოც ის ჩვენს წუთისოფელში მოვიდა. საკუთარი დასკვნების გაკეთებას მხოლოდ წმინდა წერილების გამოკვლევით შევძლებთ, როგორც ეს ქრისტემ გვიბრძანა, ვინაიდან ის ამბობს: „ისინი მოწმობენ ჩემს შესახებ”. უფლის სიტყვის გამოკვლევით ჩვენ შევძლებთ მორჩილების სათნოება ურჩობის ცოდვას შევადაროთ. „ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი” (რომ. 5:19).ქიმ 20.2

    მოდით, მაგალითისათვის მოვიყვანოთ ურჩობით შებილწული ედემის ბაღი და შევადაროთ იგი გეთსიმანიის ბაღს, სადაც წუთისოფლის გამომსყიდველმა არაადამიანური ტანჯვა იგემა, როდესაც მთელი ქვეყნიერების ცოდვა მას დააწვა. ყური მიუგდეთ ღვთის მხოლოდშობილი ძის ლოცვას: „მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი, მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ”. მეორედაც წავიდა, ლოცულობდა და ამბობდა: „მამაო ჩემო, თუ შეუძლებელია ამარიდო ეს სასმისი, რომ არ შევსვა, იყოს ნება შენი”.ქიმ 20.3

    მესამეჯერ იგივე სიტყვებით ილოცა. სწორედ აქ ეპყრა უფლის ძეს მთრთოლვარე თასი. ნუთუ მოიწმენდს სისხლიან ოფლს გატანჯული პირისახიდან და გაიმეტებს დასაღუპავად კაცთა მოდგმას? მას თვალწინ წარმოუდგა გზააბნეული წუთისოფლის გლოვის, ტირილისა და დაღუპვის საზარელი სურათი.ქიმ 20.4

    „ამ აგონიაში მყოფი უმხურვალესად ლოცულობდა. და გახდა მისი ოფლი, როგორც სისხლის მსხვილი წვეთები, რომლებიც მიწაზე ცვიოდა”. „ეჩვენა მას ციდან ანგელოზი და აძლიერებდა”. ბრძოლა დასრულდა; იესო თანახმაა პატივი მიაგოს თავის მამას, აღასრულოს მისი ნება და მიიღოს მისი წყევლა როგორც ადამიანთა ურჯულოების შედეგი. ქრისტე მორჩილი იყო სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე. აი, რა შედეგი მოჰყვა ადამის ურჩობას და აი, რას ნიშნავს ჩვენთვის უფლის ძის მორჩილება...ქიმ 20.5

    ადამიანთა ბედნიერება უფლის კანონებისადმი მორჩილებაშია. ღმერთის კანონის აღსრულება, მაღალი ალაყაფის მსგავსად შემოღობავს მათ და იცავს ბოროტისაგან. ვერავინ იქნება ბედნიერი, ვინც თავს აარიდებს ღმერთის კონკრეტულ მოთხოვნებს და დაადგენს საკუთარ სტანდარტებს, რომელთაც, თითქოსდა, უსაფრთხოდ შეიძლება მივდიო.ქიმ 20.6