Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღმერთისადმი ურჩობას გამართლება არა აქვს, 16 მაისი

    „განა ისევე ეამება უფალს სრულადდასაწველნი და საკლავები, როგორც მოსმენა უფლის სიტყვისა? მოსმენა უკეთესია საკლავზე, მორჩილება - ცხვრების ლურთებზე” (1 მეფ. 15:22).ქიმ 139.1

    უკანასკნელ დღეებს ვუახლოვდებით და სატანა მოუხმობს მთელს თავის ეშმაკისეულ ხელოვნებას, რათა აცდუნოს და დაღუპოს ადამიანები. თითქმის ყველგან შეიძლება შეხვდეთ მხილებულთ და გამოსწორების გზაზე მყოფთ, რომლებიც პირდაპირი მოწმობისას, ამბობენ: „მე მჯერა მოწმობების, მაგრამ ვერ ვიგებ მათ”. უფალი ასწორებდა ადამიანთა მრუდე გზებს, რათა უბედურებისაგან, მოტყუებისა და დაღუპვისაგან იხსნას ისინი, მაგრამ ისინი კვლავაც ძველებურადვე იქცევიან, თითქოსდა არავის გამოუგზავნია მათთვის ნათელი და გაფრთხილება. ღმერთთან თანხმობაში რომ ეცხოვრათ, ადამიანები არ დაშორდებოდნენ მას. სწორედ იმიტომ, რომ ასე შორდებიან ღმერთს, არ ესმით მისი ხმა, როცა ის მათ მიმართავს: „მოიქეცით ჩემსკენ, და მეც მოვიქცევი თქვენსკენ”, „მე განვკურნავ თქვენს განდგომას”.ქიმ 139.2

    როცა საულმა არ შეასრულა ბრძანება ყამალეკელთა განადგურების შესახებ, მივიდა სამუელთან და უთხრა: „კურთხეული ხარ უფლისაგან! მე აღვასრულე უფლის სიტყვა. და თქვა სამუელმა: რა არის, ცხვრისა და ძროხის ბღავილი რომ მესმის?” პასუხი იგივე იყო, როგორც სხვა მსგავს შემთხვევებში, ანუ თავის გამართლება, სიცრუე: „ლაშქარმა აიღო ნადავლიდან ცხვარი და ძროხა - დარისხებულის საუკეთესო ნაწილი, რომ უფლის, შენი ღმერთისათვის, შეეწირა მსხვერპლად გილგალში”. საულმა არ თქვა „ჩემი” ან „ჩვენი”, არამედ „შენი” ღმერთისათვის. ბევრი მათ შორის, ვინც მხოლოდ სიყტვებით ემსახურება ღმერთს, იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორშიც საული. ის ფარავს თავის პატივმოყვარე ზრახვებს და ახდენს საკუთარი მიღწევების ამპარტავნულ დემონსტრირებას მოჩვენებითი ღვთისმოსაობის სამოსელით...ქიმ 139.3

    სამუელმა გაოგნებული და ამასთანავე ღრმა მწუხარებისა და დაუფარავი მწუხარების გამომხატველი მზერია ესროლა საულს ცოდვილი ადამიანის ქცევის გამო, რომელიც მას გულწრფელად უყვარდა. მაგრამ ამ სიყვარულმა არ უნდა დაადუმოს იგი... და უთხრა სამუელმა საულს: „არ დავბრუნდები შენთან ერთად, რადგან შეიძულე უფლის სიტყვა და უფალმაც მოგიძულა ისრაელის მეფედ”...ქიმ 139.4

    ო, რარიგ მცირეა იმათი რიცხვი, ვინც მიხვდებოდა, რა მწუხარე გულით დაბრუნდა სამუელი რამას! ღმერთმა საულის ტვირთის ზიდვა მას დააკისრა, ესოდენ მძიმე შეტყობინების ტვირთისა, რომელიც მას მონარქისათვის უნდა გადაეცა.ქიმ 139.5

    ცოდვილნი ყოველთვის სწორად როდი აღიქვამენ მხილებას, ისინი ბრალს დებენ მამხილებელთ იმაში, რომ ისინი ამას თითქოსდა მათ მიმართ პირადი ზიზღის გამო აკეთებენ. სულიერად დაბრმავებულთ არ ესმით, რომ უფლის მაცნეთათვის წინააღმდეგობის გაწევით, ისინი უარყოფენ ნათლისა და წყალობის უკანასკნელ წინადადებას.ქიმ 139.6