Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ცოცხალი რწმენის ღირებულება, 17 თებერვალი

    „ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, მეტადრე ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს” (ლუკ. 11:13).ქიმ 50.1

    ჩვენ გაგვაჩნია აღთქმა, რომ არ წაგვერთმევა ყველაზე დიდი იმ ნიჭთა შორის, რომელიც კი შეიძლება მიეცეს ადამიანს. ქრისტე ამბობს: „ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, მეტადრე ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს”. მაგრამ სთხოვეთ რწმენით, სულ მცირე ეჭვის გარეშე. სწორედ ურწმუნოების გამოა ჩვენს ეკლესიაში ამდენი სუსტი ადამიანი. ქრისტემ უთხრა მართას ლაზარეს სამარხთან: „თუ ირწმუნებ, ღვთის დიდებას იხილავ”.ქიმ 50.2

    აწორედ ესაა უდიდესი კურთხევა, რომელიც შეიძლება მიეცეს უფლის მორწმუნე შვილებს. მაგრამ ბევრს არ გააჩნია ცოცხალი რწმენის სათნოება. ისინი თვლიან, რომ აქვთ რწმენა, მაგრამ მათ ეს მხოლოდ ეჩვენებათ, ეს მხოლოდ წუთიერი აღმაფრენაა. ისინი დაჟინებით არ აკაკუნებენ კარზე და არ აღავლენენ უფლისადმი თავის თხოვნებს. ღმერთს ჩვენი წარმავალი აზრები არ აინტერესებს; ჩვენი ლოცვები მხურვალე და გულმოდგინე უნდა იყოს, ისევე როგორც შეჭირვებული მეგობრისა, რომელიც შუაღამეს თავის მეზობელს პურს სთხოვდა. რაც უფრო მეტს ითხოვთ უფლისაგან, მით უფრო მტკიცე იქნება თქვენი სულიერი კავშირი ღმერთთან. თქვენ შეგიძლიათ ისეთ მდგომარეობას მიაღწიოთ, როცა თქვენი გამრავლებული რწმენით გაგიმრავლდებათ კურთხევაც.ქიმ 50.3

    ვიდრე იმის იმედი გაქვთ, რომ ზეციერი მამა ყველა საჭირო დახმარებას გაგიწევთ, ის არ მიგატოვებთ. მთელი ზეცა ღმერთის კურთხევითაა სავსე და მას სურს ეს კურთხევები იმ ადამიანებს გაუნაწილოს, ვინც გულმოდგინედ ეძებს დახმარებას, რომელიც მხოლოდ ღმერთს ძალუძს. სწორედ ასე, ქრისტესკენ რწმენით მომზირალი, თხოვნითა და მუდარით, იმის ცოდნით, რომ ყოველ სიტყვაზე პასუხი უნდა გასცე, დადიოდა ხანოქი ღმერთთან. ყოველთვის ღმერთის გვერდით იყო, მის ყოველ სიტყვას ასრულებდა. და საუკუნეების შემდეგ ჩვენამდე მოაღწია ბიბლიურმა მატიანემ: „და დადიოდა ხანოქი ღმერთის წინაშე”. მისი ცხოვრება გასაოცრად მიზანმიმართული იყო. ქრისტე იყო მისი თანამგზავრი და ისიც ძალზე ახლოდ ურთიერთობდა ღმერთთან.ქიმ 50.4

    ხანოქი წინასწარმეტყველებდა ბოლო დღეების შესახებ, როცა ამბობდა: „აჰა, მოდის უფალი თავის ათეულ ათასობით წმიდასთან ერთად. რათა ყველა განიკითხოს და ამხილოს უღვთოთა ყოველგვარი საქმე, რაც მათ უღვთობით ჩაუდენიათ, და ყველა სასტიკი სიტყვა, მის მიმართ რომ უთქვამთ იმ უღვთო ცოდვილთ”.ქიმ 50.5