Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ქრისტიანის ცხოვრების გზა ყოველთვის როდია ფიანდაზებით მოფენილი, 15 აპრილი

    „და მე ვიდგები შენს წინ იქ, ხორების კლდეზე. და შენ დაჰკარი კლდეს და გადმოვა მისგან წყალი, და დალევს ხალხი” (გამ. 17:6).ქიმ 108.1

    თუმცა გზა შეიძლება წინააღმდეგობებით იყოს სავსე, მაინც უსიტყვოდ უნდა გვწამდეს უფლის ძალისა, რომელიც წინ მიგვიძღვება. ისრაელის ძეთა გამოცდილება, როდესაც ისინი უდაბნოში დადიოდნენ, ბევრ რამეს გვასწავლის ამ საკითხთან დაკავშირებით. „და აიყარა ისრაელის ძეთა მთელი თემი სინაის უდაბნოდან სამგზავროდ, უფლის ბრძანებისამებრ, და დაიბანაკეს რეფიდიმში. და არ აღმოჩნდა სასმელი წყალი ხალხისათვის”...ქიმ 108.2

    მათ წინ მიუძღოდა ის, ვინც ღრუბლის სვეტით შეიმოსა და სწორედ მისი ბრძანებით განლაგდნენ ამ ადგილზე ისინი ბანაკად. ზეციური მხედრობის მთავარსარდალმა იცოდა რეფიდიმში წყლის უკმარისობის შესახებ და აქ მოიყვანა თავისი ხალხი, რათა მათი რწმენა გამოეცადა. მაგრამ როგორ არ ჰგავდნენ ებრაელები იმ ხალხს, რომელზეც მას შეეძლო დაყრდნობა! კვლავ და კვლავ ევლინებოდა იგი რჩეულ ხალხს. მან გაანადგურა პირველშობილნი ყველა ეგვიპტურ ოჯახში, რათა ისრაელიანნი მონობიდან დაეხსნა და გამოეყვანა ისინი ეგვიპტიდან. ის კვებავდა მათ ანგელოზთა პურით და პირდებოდა აღთქმულ მიწაზე მათ შეყვანას. მაგრამ ახლა, როცა სიძნელეებს წააწყდნენ, ებრაელები აჯანყდნენ, გამოავლინეს უნდობლობა ღმერთისადმი, მათ შეურაცხყვეს ღმერთი და მისი წყალობა სათანადოდ არ დააფასეს.ქიმ 108.3

    დღეს ბევრი ფიქრობს, რომ დაიწყებს რა ქრისტიანულ ცხოვრებას, გათავისუფლდება ყველა სიძნელისა და წინაღობისაგან. მაგრამ ყველა, ვინც აიღებს რა თავის ჯვარს და გაჰყვება ქრისტეს, თავის ცხოვრებაში რეფიდიმამდე მიდის. მაგრამ ცხოვრებაში მხოლოდ ფიანდაზებით მოფენილი გზა და გრილი წყაროები როდი შეგვხვდება. გზადაგზა იმედგაცრუება გველის, გაჭირვებას ვაწყდებით და რთულ ვითარებაში ვხვდებით. მივდივართ რა ვიწრო გზით და, როგორც ჩვენ გვგონია, ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ჩვენ მაინც ვაწყდებით მწარე განსაცდელს. მაშინ ვხვდებით, რომ შესაძლებელია, ჩვენივე სიბრძნით ვხელმძღვანელობდით და დავშორდით ღმერთს. როდესაც სინდისი იღვიძებს, ვხვდებით, ღმერთთან რომ გვევლო, ასე დიდი არ იქნებოდა ჩვენი განსაცდელი...ქიმ 108.4

    მაგრამ უფალი უძველესი დროიდან ატარებდა თავის ხალხს რეფიდიმში; მას შეუძლია ჩვენც მიგვიყვანოს იქ, რათა გამოსცადოს ჩვენი რწმენა და მისდამი ერთგულება. თავისი მოწყალებით უფალი ზოგჯერ გვიგზავნის არასასიამოვნო გარემოებებს, რათა თვითდაჯერებულებმა არ დავივიწყოთ, რომ უფალია ჩვენი დამხმარე განსაცდელის ჟამს.ქიმ 108.5