Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღმერთი სასწაულებს განსაზღვრული მიზნით ახდენს, 5 მაისი

    „და იდგნენ მღვდლები, მტარებლები უფლის აღთქმის კიდობნისა, მშრალზე, შუაგულ იორდანეში მყარად. და მთელი ისრაელი გადადიოდა მშრალზე, ვიდრე არ დაასრულა მთელმა ერმა იორდანეს გადალახვა” (იესო 3:17).ქიმ 128.1

    წელიწადის ამ დროს, გაზაფხულზე, როცა მთებში თოვლი დნობას იწყებდა, მდინარე დიდდებოდა, ნაპირებზე გადმოდიოდა და მისი გადაცურვა შეუძლებელი იყო. ღმერთს სურდა, რომ ისრაელიანთა გადასვლა სასწაულად ქცეულიყო...ქიმ 128.2

    დათქმულ დროს აღდგა მთელი ხალხი მღვდელთა ხელმძღვანელობით, რომელთაც ხელში აღთქმის კიდობანი ეპყრათ და გზას გაუდგა. მთელი ყურადღების დაძაბვით ადევნებდა თვალს ხალხი, თუ როგორ დაეშვნენ მღვდლები იორდანეს ნაპირისაკენ; საკუთარი თვალით იხილეს, თუ როგორ გაბედულად შევიდნენ მღვდლები, კიდობნით ხელში, აქაფებულ, მღელვარე ტალღებში, როგორ დაუსველა ფეხები ძლიერმა ტალღამ. მაგრამ უცბად წყალი დინების საწინააღმდეგოდ მაღლა აიწია და უკან დაიხია, დაბლა კი კვლავ ჩვეულებრივად განაგრძო დინება. შუაში კი მდინარის ფსკერი გამოჩნდა...ქიმ 128.3

    გავიდა ხალხი მდინარის დასავლეთ ნაპირზე და გაიტანა კიდობანიც. როგორც კი გადასვლა დამთავრდა და მღვდელმსახურებმა მიწაზე ფეხი დადგეს, ისევ თავის ადგილას მოიქცა იორდანეს წყლები და იწყეს დინება თავის კალაპოტში.ქიმ 128.4

    ყველა მომავალ თაობას კარგად უნდა დამახსოვრებოდა ეს უდიდესი სასწაული. როდესაც მღვდლები, რომელთაც კიდობანი ეჭირათ, იორდანეს შუაგულში შეჩერდნენ, ადრე არჩეულმა თორმეტმა თავკაცმა, თითომ ისრაელის თორმეტი შტოდან, მდინარის ფსკერიდან, იმ ადგილიდან, სადაც მღვდლები იდგნენ, თითო ქვა აიღო და მის დასავლეთ ნაპირზე გაიტანა. ძეგლად უნდა აეგოთ ეს ქვები იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მათი პირველად დაბანაკების ნიშნად...ქიმ 128.5

    უდიდესი ზემოქმედება მოახდინა ამ სასწაულმა ებრაელებზეც და მათ მტრებზეც. იმის მტკიცებად მოევლინა იგი ისრაელს, რომ უფალი ღმერთი ყოველთვის მათ შორისაა, მუდამ დაიცავს მათ და, ისევე იმოქმედებს იესო ნავეს ძის მეშვეობით, როგორც ამას მოსეს მეოხებით აკეთებდა...ქიმ 128.6

    მეზობელ ხალხებსაც უნდა ჰქონოდათ ღვთიური ძლიერების შიში, რათა უფრო ადვილად მოეპოვებინათ ისრაელიანთ მტერზე სრული გამარჯვება... ქანაანელებმა, მთელმა ისრაელმა და თავად იესომაც კიდევ ერთხელ მიიღეს მტკიცე მოწმობა იმისა, რომ ცოცხალი ღმერთი, ცისა და დედამიწის ღმერთი კვლავ თავის ხალხთანაა; არასოდეს დატოვებს და დაივიწყებს მათ.ქიმ 128.7