Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ფარისევლები არ ცნობდნენ ქრისტეს ძალაუფლებას, 26 აგვისტო

    „ფარისევლები კი ამბობდნენ: ეშმაკთა მთავრით დევნის ეშმაკებსო” (მათ. 9:34).ქიმ 241.1

    რწმენისათვის საკმაო საფუძველს წარმოადგენდა ქრისტეს უდიდესი საქმიანობა, მაგრამ ფარისევლებს არ სჭირდებოდათ ჭეშმარიტება. მათ არ შეეძლოთ ქრისტეს სასწაულებრივი საქმეების უარყოფა და ამავე დროს განსჯიდნენ მას. ისინი იძულებული იყვნენ ეღიარებინათ, რომ ქრისტე ფლობდა ზებუნებრივ ძალას, მაგრამ აცხადებდნენ, რომ იგი მას ღებულობდა სატანისაგან. მართლაც ასე თვლიდნენ ფარისევლები? არა, მათ იმდენად არ სურდათ თავის გულებში ჭეშმარიტების შეშვება და ბოროტი საქმეებისაგან განთავისუფლება, რომ სულიწმიდის მოქმედება მიაწერეს ეშმაკს...ქიმ 241.2

    ო, ჩვენი გამომსყიდველის უსაზღვრო თანაგრძნობა! როგორ შეუდარებელ სიყვარულს ავლენდა! ისრაელის გამოჩენილი კაცები ბრალს სდებდნენ იმაში, რომ მისი გულმოწყალება თავად ეშმაკის ძალით იყო გამოვლენილი. შეძულებული და შეურაცხყოფილი, მაგრამ მაინც იმ ადამიანის მსგავსი, რომელიც ვერ ხედავს და რომელსაც არ ესმის. საქმე, რის გამოც ის ზეციდან მოგვევლინა, გაუკეთებელი არ უნდა დარჩენილიყო. მან იცოდა, რომ ხალხისთვის ჭეშმარიტება უნდა აეხსნა. წუთისოფლის ნათელს თავისი სხივებით უნდა გაენათებინა ცოდვისა და ცრურწმენის წყვდიადი, ჭეშმარიტების მეშვეობით ემხილა სიცრუე...ქიმ 241.3

    ქრისტე იძულებით არავის იხმობს. მაგრამ როცა ჭეშმარიტებას აცხადებდა, ღმერთის შვილებად წოდებულმა ადამიანებმა ეს ჭეშმარიტება არ შეუშვეს თავის გულებში, ხოლო ისინი, ვისაც არ გააჩნდა ასეთი უპირატესობა და არ ჰქონდა თავისი სიმართლის იმედი, ქრისტეს მიეკვრნენ. ისინი გონებაში დარწმუნებული იყვნენ და დაიწყეს მოქმედება, რის შედეგადაც ნათელი და ჭეშმარიტება გავრცელდა მთელ სამყაროში...ქიმ 241.4

    სატანა შეეცადა ქვეყნისათვის დაემალა გამომსყიდველი მსხვერპლი, რომელიც აცხადებს ღმერთის კანონს მთელი თავისი წმინდა ღირსებით და გულებში ამკვიდრებს იმ მოთხოვნათა ძალას, რომელთა შესრულებაც აუცილებელია. სატანა იბრძოდა ქრისტეს საქმის წინააღმდეგ და თავისი ბოროტი ანგელოზები შეუერთა იმ ადამიანებს, რომლებიც იარაღად გამოიყენა, რათა გაუწიოს წინააღმდეგობა. ვიდრე ის თავის დამანგრეველ საქმიანობას ეწეოდა, ზეცის ბინადრები ადამიანებთან ერთად იყვნენ დაკავებული აღმდგენი სამუშაოებით...ქიმ 241.5

    ჩვენს წინ ორი უძლიერესი ძალაა: ჭეშმარიტებისა და სიმართლის ძალა და სატანის ქმედებანი, რომელთა მიზანია ღვთის კანონის განადგურება. სატანის ძალით მოხიბლული ადამიანი სატანის შუამავალია და მისსავე საქმეებს აკეთებს. მხსნელი იყენებს თავის ადამიანურ საშუალებებს, რათა ხალხი ღმერთის თანამშრომლებად აქციოს... ვისაც სურს იყოს ღმერთის შვილი, არა აქვს უფლება იოლ ცხოვრებაზე... მაგრამ ჩვენ განწირულები არა ვართ, მარტო ვიბრძოლოთ. იესო ქრისტე ჩვენი გადარჩენის წინამძღვარია.ქიმ 241.6