Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ქრისტე ჩვენს ნაცვლად დაიჭრა და დასნეულდა, 12 ოქტომბერი

    „რომელმაც ჩვენი ცოდვები თვითონვე აზიდა ძელზე თავისი სხეულით, რათა ცოდვისათვის მკვდრებმა სიმართლისათვის ვიცოცხლოთ; ვისი ჭრილობებითაც თქვენ განიკურნეთ” (1 პეტრ. 2:24).ქიმ 288.1

    მთელ ზეცას ჰქონდა სარწმუნო საბუთი გაკვირვებოდა წუთისოფლის მიერ საყვარელი მეუფის ამგვარი მიღება! მათ უკვირდათ, რომ ხალხი, ვისაც სიტყვით სწამდა წინასწარმეტყველების, განუდგა მას და, რომ ეს ხალხი, წინასწარმეტყველებისა და გაფრთხილების მიუხედავად, ჯიუტად მიდიოდა თავისი გზით. მათ დახუჭეს თვალები, რათა სინათლე არ ეხილათ და ისე მოტყუვდნენ სულთა მტრისაგან, რომ ეგონათ ამით ღმერთს ემსახურებოდნენ! და რა განსაცვიფრებელია, რომ წუთისოფელმა უარყო იგი!..ქიმ 288.2

    მისი ხელები ლურსმნებით იყო განგმირული, წმინდა შუბლს ეკალი ჩასობოდა. იგი ნამდვილად სატანის მიერ იყო დაჭრილი, აქეზებდა რა თავის დამქაშებს, მოპყრობოდნენ მას უკიდურესი სისასტიკით... ჩვენი ხსნა ღვთის ძეს გაუსაძლისი ტანჯვის ფასად დაუჯდა... ქრისტეს ქუსლები დაუწყლულდა, იტანჯებოდა მისი ადამიანური სხეული და სულს უმძიმებდა მწუხარება იმაზე დიდი, რაც ოდესმე გამოუცდიათ მის მიერ შექმნილ არსებებს. იგი იხდიდა უზარმაზარ ვალს, რომელიც ცოდვილთ უნდა გადაეხადათ ღმერთისათვის, რადგან თავად ვერასოდეს ვერ შეძლებდნენ ამის გაკეთებას და მონობიდან თავის გამოსყიდვას. მას დაეკისრა ყველა ჩვენგანის ურჯულოება და მწუხარება...ქიმ 288.3

    შეძლებენ თუ არა ადამიანები, ვის გამოც მოკვდა ქრისტე, ბოლომდე გააცნობიერონ ძვირფასი ღვთის ძის ტანჯვა - მან ხომ მისაწვდომი გახადა ხსნა, რათა დაებრუნებინა ადამის შვილები სამოთხეში?..ქიმ 288.4

    ბრძოლა ისეთი სასტიკი და დაუნდობელი იყო, რომ იგი სხეულით დასუსტდა და კვდებოდა ბრძოლის ველზე. მაშინ ნათელი სამყაროს ანგელოზები მივიდნენ ტანჯულ მეუფესთან, ემსახურნენ მას და დააპურეს იგი.ქიმ 288.5

    ქრისტე ამაღლდა ბრძოლის ველიდან, სხეულზე ჰქონდა ჭრილობები და იარები, როგორც მოწმობა. მისმა გამარჯვებამ უნდა დაამხოს ხელმწიფება პირველი მეამბოხისა, რომელიც (სანამ ამბოხდებოდა) სახელოვანი წინამძღოლი, ამაღლებული ზეციური ანგელოზი იყო. ცაში გამეფდა სიხარული და სამყაროებს ეცნობა, რომ დაღუპული კაცობრიობა გამოსყიდულია. ზეცის კარიბჭე ფართოდ გაიღო მომნანიებელი ადამიანებისათვის, ვინც შეწყვიტა ამბოხი და ღვთის რჯულის ერთგულად შესრულებას დაუბრუნდა...ქიმ 288.6

    ეკლესიის დიადმა მეთაურმა თავის სანდო მსახურებს დაავალა მის მიერ დაწყებული საქმის გაგრძელება სახელითა მისითა... ქრისტეს მიმდევრები მიტოვებულნი არ არიან, რათა სატანას თავიანთი შეზღუდული ძალებით ებრძოლონ; ჩვენი გადარჩენის წინამძღვარი, ადამიანთაგან უხილავი, უდგათ სათავეში. რწმენის თვალი ხედავს წინამძღვარს და ერთგულნი ასრულებენ მის ბრძანებებს.ქიმ 288.7