Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    პირველი მოწინააღმდეგენი დასცინოდნენ ადვენტისტებს, 25 ნოემბერი

    „ვინ ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ჭირი თუ შევიწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი?” (რომ. 8:35).ქიმ 332.1

    ბიბლიური დასაბუთებების მაგიერ ადვენტისტური რწმენის მოწინააღმდეგეებმა აირჩიეს დაცინვა და აბუჩად აგდება. თავქარიანმა და უღმერთო ადამიანებმა რელიგიურ მოძღვართა წაქეზებით მიმართეს შეურაცხმყოფელ გამოთქმებს, იაფფასიან და ღვთისმგმობელ ხუმრობებს და ცდილობდნენ დაემცირებინათ უილიამ მილერი და მისი საქმიანობა. გაჭაღარავებულმა მოღვაწემ დატოვა მყუდრო სახლი, რომ თავის ხარჯზე ევლო ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში და ემცნო წუთისოფლისთვის დიდებული გაფრთხილება მოახლოებული სამსჯავროს შესახებ და ასეთი კაცი გაასამართლეს როგორც ფანატიკოსი, მატყუარა და თაღლითი.ქიმ 332.2

    დიდი დრო, სახსრები და ნიჭი მოხმარდა ადვენტისტთა ცილისწამებას, მათი საქმიანობის არასწორად წარმოჩენას, მათ წინააღმდეგ ცრურწმენების გავრცელებას და საზოგადოებისათვის შეძულებას. მუშაკები აგროვებდნენ ცილისმწამებლურ შეტყობინებებს, უაზრო და ბოროტ მონაგონებს და კათედრიდან ავრცელებდნენ ყოველივე ამას. ძალიან ცდილობდნენ მეორედ მოსვლაზე ლაპარაკის არიდებას. ადვენტიზმის მოსპობის მცდელობით პოპულარულმა სამღვდელოებამ შეარყია ღვთის სიტყვის რწმენა. ქრისტეს მოსვლისა და სამყაროს დასასრულის შესახებ წინასწარმეტყველებათა კვლევა ითვლებოდა სამარცხვინო ცოდვად. ამგვარმა მოძღვრებამ ზოგიერთი ადამიანი გააუღმერთოვა, ხოლო მრავალი შევიდა შეცდომაში ქვენა სურვილების კარნახით. მაშინ ამ ბოროტების ავტორებმა მთლიანად დაადანაშაულეს ადვენტისტები.ქიმ 332.3

    ძმები უესლებიც აწყდებოდნენ ამგვარ ბრალდებებს, რომლებსაც იგონებდნენ თავქარიანი, უღმერთო მღვდელმსახურები, რომლებიც გამუდმებით ეღობებოდნენ წინ და ცდილობდნენ მათი გავლენის შესუსტებას. ძმებს უწოდეს სასტიკი და შეუბრალებელი. დააბრალეს ამპარტავნობა და პატივმოყვარეობა, რადგან გუნდრუკს არ უკმევდნენ თავისი დროის ცნობილ მოძღვრებს. მათ დააბრალეს სკეპტიციზმი, არეულობისკენ სწრაფვა და ხელისუფლების სიძულვილი. ჯონ უესლიმ უშიშრად შეუბრუნა ეს ბრალდებები მათ ავტორებს, დაუმტკიცა, რომ ბრალმდებლები თავად ატარებენ იმ ნაკლს, რაც მეთოდისტებს დააბრალეს... დიადი ბრძოლა ჭეშმარიტებასა და ცდომილებას შორის მიმდინარეობდა საუკუნეთა განმავლობაში ადამიანის ცოდვაში შესვლის დროიდან. ღმერთი, ანგელოზები, მათ მხარეს გადასული ადამიანები მოუწოდებდნენ ცოდვილთ მონანიების, სიწმინდისა და მარადისობისაკენ, ხოლო სატანა, მისი ანგელოზები და გადაბირებული ადამიანები ეწინააღმდეგებოდნენ ყოველივეს, რაც მიმართული იყო დაცემული კაცობრიობის კეთილდღეობისა და ხსნისათვის.ქიმ 332.4