Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ოქტომბერი

    ტაძრის მსახურება მაშინ დასრულდა, როდესაც ქრისტე მოკვდა, 1 ოქტომბერი

    „და აჰა, ტაძრის კრეტსაბმელი გაიხა ორად მაღლიდან დაბლამდე, და შეიძრა მიწა, და კედლები დასკდა” (მათ. 27:51).ქიმ 277.1

    მეორე დღეს ტაძრის ეზო გაივსო თაყვანისმცემლებით... მაგრამ ჯერ არც ერთი მსახურება არ ჩატარებულა ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობათა ღელვით. საყვირთა, საკრავთა და მგალობელთა ხმები, ჩვეულებრივ, ხმამაღლა და გარკვევით ისმოდა, მაგრამ ყველგან იგრძნობოდა რაღაც გაურკვევლობა. ხალხს აინტერესებდა უცნაური შემთხვევა, რომელიც აქ მოხდა. ამ წუთამდე წმიდათა წმიდას რუდუნებით იცავდნენ ყოველგვარი ხელყოფისაგან...ქიმ 277.2

    მხოლოდ წელიწადში ერთხელ შედიოდა აქ მღვდელმთავარი. მაგრამ ახლა მრავალთა სახეზე აღბეჭდილიყო შეძრწუნებული ცნობისწადილი, რადგან ეს იდუმალი განყოფილება ყველა დამსწრემ იხილა. როგორც კი ქრისტემ სული განუტევა, წმინდა სელისაგან მოქსოვილი და წითელი და ძოწისფერი ძაფით ლამაზად დაქარგული კრეტსაბმელი გაიხა მთელ სიგრძეზე. ის ადგილი, სადაც იეღოვა ხვდებოდა მღვდელს და ამჟღავნებდა თავის დიდებას, სადაც იყო ღმერთთან შეხვედრის წმინდა ადგილი, ყველა იქ მყოფისათვის ხილული გახდა. ეს ნიშნავდა, რომ უფალი ამ ადგილს აღარ აღიარებდა.ქიმ 277.3

    ხალხმა ჩვეულებისამებრ მოიყვანა სნეულები და დატანჯულები ტაძრის ეზოებში. ისინი კითხულობდნენ: ვინ მოგვითხრობს იესო ნაზარეველზე, განმკურნებელზე? ზოგი შორიდან მოვიდა მის სანახავად და მოსასმენად... ისინი უარს არ ელოდნენ, მაგრამ ტაძრის ეზოებიდან გააძევეს და იერუსალიმის მცხოვრებთ არ გამოეპარათ განსხვავება ამ სცენასა და ქრისტეს მოღვაწეობას შორის.ქიმ 277.4

    ყველა მხრიდან ისმოდა ძახილი: „ჩვენ გვჭირდება ქრისტე, მკურნალი!” ქრისტეს გარეშე წუთისოფელში უკუნეთი ჩამოწვა - არა მარტო მოწაფეთათვის, სნეულთა და ტანჯულთათვის, არამედ მღვდელთა და მთავართათვისაც. იუდეველ ბელადებსა და რომის ხელისუფლებას მკვდარ ქრისტესთან ჭიდილი უფრო გაუძნელდათ, ვიდრე ცოცხალთან. ხალხმა გაიგო, რომ მღვდლებმა გაწირეს იესო სასიკვდილოდ. მათ სურდათ შეეტყოთ, როგორ მოკვდა იგი. ქრისტეს გასამართლების დეტალები შეძლებისდაგვარად საიდუმლოდ ინახებოდა, მაგრამ, როცა იგი სამარხში იწვა, ათასობით ადამიანი წარმოთქვამდა მის სახელს და დადიოდა ხმები, თუ როგორ გაასამართლეს, რა არაადამიანურად მოეპყრნენ მას მღვდლები და მთავრები.ქიმ 277.5