Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    „დრო აღარ იქნება”, 3 დეკემბერი

    „ანგელოზმა კი, რომელიც ვიხილე ზღვასა და მიწაზე მდგომი, ცისკენ აღაპყრო თავისი მარჯვენა ხელი და დაიფიცა უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი... რომ დრო აღარ იქნება” (გამოცხ. 10:5, 6).ქიმ 340.1

    იოანეს დამმოძღვრავი ძლევამოსილი ანგელოზი, იესო ქრისტეს მსგავსად, მთავარი მოქმედი პირი იყო. ის, რომ მარჯვენა ფეხი ზღვაზე დადგა და მარცხენა მიწაზე, გვიჩვენებს მის დიდ მნიშვნელობას სატანასთან დიადი ბრძოლის უკანასკნელ მოვლენებში. ამით მტკიცდება მისი უმაღლესი ხელმწიფება და უფლებამოსილება დედამიწაზე. ბრძოლა საუკუნეთა განმავლობაში მძაფრდება. იგი გამძაფრდება ბოლო მოვლენებამდეც, როცა ბნელ ძალთა მზაკვრული მოქმედება მწვერვალს მიაღწევს...ქიმ 340.2

    შვიდი ქუხილის შემდეგ დანიელის მსგავსად იოანემაც მიიღო დამოძღვრა პატარა წიგნის შესახებ: „დაბეჭდე, რასაც ლაპარაკობდა შვიდი ქუხილი, და ნუ დაწერ ამას”. იოანე ხედავს, რომ პატარა წიგნი გახსნილია... ეს ნიშნავს, რომ დანიელის წინასწარმეტყველებანი შესაფერის ადგილს იკავებს ანგელოზთა პირველ, მეორე და მესამე უწყებებში, რომლებიც უნდა ეუწყოს წუთისოფელს. პატარა წიგნის გახსნა იყო უწყება, რომელიც ეხება დროებს და ვადებს.ქიმ 340.3

    დანიელისა და გამოცხადების წიგნები ერთი მთლიანობაა. ერთი შეიცავს წინასწარმეტყველებებს, მეორე - გამოცხადებას. პირველი წიგნი ბეჭდით არის დაბეჭდილი, მეორე - გახსნილი... იოანესთვის შვიდი ქუხილის ხმაში მიცემული განსაკუთრებული ნათელი იყო აღწერა მოვლენებისა, რომლებიც მოხდება ანგელოზთა პირველი და მეორე უწყების ქადაგების დროს... ღმერთმა განსაზღვრა, რომ ანგელოზთა პირველი და მეორე უწყება იქადაგება, მაგრამ არავითარი ახალი ნათელი არ გაცხადდება, სანამ ისინი თავის სამუშაოს არ შეასრულებენ...ქიმ 340.4

    მითითებული დრო, რომელსაც საზეიმო ფიცით გვამცნობს ანგელოზი არ არის წუთისოფლის ისტორიის ან გამოცდის ვადის დასასრული, არამედ არის დასასრული წინასწარმეტყველური დროისა, წინასწარმეტყველური პერიოდებისა, რომლებიც წინ უძღვის უფლის მოსვლას. ესე იგი ხალხს არ ეცოდინება სხვა, კონკრეტული დროისა და ვადების შემცველი უწყება. დროის იმ პერიოდის შემდეგ, რომელიც 1842 წლიდან 1844 წლამდე გრძელდება, არ შეიძლება მოცემული იყოს არავითარი კონკრეტული წინასწარმეტყველური პერიოდი. მათში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი დამთავრდა 1844 წლის შემოდგომაზე.ქიმ 340.5

    ანგელოზის ცალი ფეხის ზღვაზე და მეორე ფეხის მიწაზე დადგმა ნიშნავს მოცემული უწყების ქადაგების ფართო მასშტაბებს. იგი გადაივლის დიდ წყლებს და იქადაგება სხვა ქვეყნებში, მთელ წუთისოფელში. ჭეშმარიტების გაგება და უწყების სიხარულით მიღება სიმბოლურად ნაჩვენებია პატარა წიგნის შეჭმაში. ჩვენი უფლის მოსვლის დროსთან დაკავშირებული ჭეშმარიტება ჩვენთვის ძვირფასი უწყებაა.ქიმ 340.6