Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მონანიების სურვილის უქონლობა საშიშია, 25 ოქტომბერი

    „ხოლო თუ ღვთისაგან არის, მაშინ თქვენ ვერ ჩაფუშავთ მას და, ვაითუ, ღვთის მოწინააღმდეგენი აღმოჩნდეთ” (საქმე. 5:39).ქიმ 301.1

    ჩვენ ვხედავთ, რა მოწმობები მიიღეს მღვდლებმა და განმგებლებმა და როგორ ეწინააღმდეგებოდნენ სულიწმიდას. უმაღლესი სიბრძნისა და დღვთისმოსაობის ადამიანებმა შეიძლება ჩაიდინონ ყველაზე საშინელი და საბედისწერო (მათთვის) შეცდომები, თუ სხვა ძალებს საშუალებას აძლევენ, ჩამოაყალიბოს მათი აზროვნება და სულიწმიდას ეწინააღმდეგებიან. უფალი იესო, რომელსაც სულიწმიდა წარმოადგენდა, ესწრებოდა მღვდლების მიერ მოციქულთა გასამართლებას, მაგრამ მათ იგი ვერ შენიშნეს. წამიერად იგრძნეს სულიწმიდის ქროლა, რომელიც არწმუნებდა, რომ ქრისტე ღვთის ძეა, მაგრამ მათ ჩაიხშეს სინდისის ხმა და წინანდელზე უფრო გამძვინვარდნენ. ქრისტეს ჯვარცმის შემდეგაც კი მოწყალე ღმერთმა გაუგზავნა მათ... კიდევ ერთი მოწოდება მონანიებისა და ამ მიზნით ბრალი დასდო მათ საშინელ დანაშაულში - სიცოცხლის მთავრის სიკვდილში. ეს ბრალდება მათ მოციქულებმა წაუყენეს.ქიმ 301.2

    ისინი ხსნას კარგავდნენ არა მარტო ღვთის ძის მოკვლის, არამედ ნათლისა და სულიწმიდის მხილების ჯიუტად უარყოფის გამო. მათში ტრიალებდა ურჩ შვილთა სული. ეს სული აიძულებდა სასტიკად მოქცეოდნენ მათ, ვისი სახითაც ღმერთმა გამოგზავნა მოწმობა. ამბოხის დამღუპველობა თანდათან გამომჟღავნდა ღვთის მონებისა და მათ მიერ გადმოცემული ღვთის სიტყვის მიუღებლობით.ქიმ 301.3

    წინააღმდეგობის ყოველი შემთხვევა უფრო აძნელებს მონანიებას. ხალხის ხელმძღვანელები - მღვდლები და მთავრები თავს ვალდებულად თვლიდნენ დაეცვათ არჩეული გზა და ემტკიცებინათ საკუთარი სიმართლე. მას შემდეგ, რაც ერთხელ შეეწინააღმდეგნენ ქრისტეს, ყოველი შემდეგი წინააღმდეგობა უბიძგებდა, იგივე გზით ევლოთ. ისინი ძვირფასი განძივით თავგამოდებით იცავდნენ ჭეშმარიტებასთან ბრძოლის წარსულ მოვლენებს. სიძულვილი და ბოროტება, რომლებიც მათ ამ მოქმედებისკენ უბიძგებდა, ამჟამად მოციქულებზე გადაიტანეს.ქიმ 301.4

    ღვთის სული მათ ეცხადებოდა, ვისაც საზოგადოებრივი აზრის არ ეშინოდა და აუწყებდა მისთვის მინდობილ ჭეშმარიტებას. იუდეველები ხედავდნენ სულიწმიდის ძალას, აღიარებდნენ დანაშაულს - ღვთის გამოგზავნილ მოწმობათა უარყოფას, მაგრამ არ სურდათ უწმინდური წინააღმდეგობის შეწყვეტა. მათი სიჯიუტე თანდათან უფრო გაბედული ხდებოდა და ღუპავდა მათ სულებს. განა არ შეეძლოთ მორჩილება? შეეძლოთ, მაგრამ არ სურდათ.ქიმ 301.5