Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღმერთი ჩვენთანაა ყველა განსაცდელის ჟამს, 20 ივნისი

    „შემოკრბენ სატრაპები, მთავარნი, მეფისნაცვალნი და მეფის მრჩეველნი და ნახეს, რომ ამ ვაჟების ტანზე ცეცხლს თავისი ძალა ვერ მიეტანა: თავზე თმებიც კი არ შეტრუსოდათ” (დან. 3:27).ქიმ 174.1

    მოულოდნელად მეფე შიშისაგან გაფითრდა. ის ყურადღებით ჩააცქერდა ცეცხლის ალს და თავისი მრჩეველებისაკენ მობრუნებულმა იკითხა: „ჩვენ სამი შეკრული კაცი არ ჩავაგდეთ ცეცხლში?” უპასუხეს: „ჭეშმარიტად, მეფეო!” მონარქმა ათრთოლებული ხმით წამოიძახა: „აჰა, ოთხ ხელფეხ გახსნილ კაცს ვხედავ, შუაგულ ცეცხლში მიმოდიან უვნებლად. მეოთხე შესახედაობით ღვთის ძესა ჰგავს”.ქიმ 174.2

    ებრაელი ტყვეები მოუთხრობდნენ ნაბუქოდონოსორს ქრისტეგამომსყიდველის მოსვლის შესახებ და ამიტომ მეფემ ღუმელში მოსიარულე მეოთხე კაცში ღვთის ძე შეიცნო. მაშინ მიუახლოვდა ნაბუქოდონოსორი გავარვარებული ღუმლის პირს, შესძახა და უთხრა: „მაღალი ღმერთის მსახურნო, აქ მოდით!” ახალგაზრდები დაემორჩილნენ მეფეს და მთელი ხალხის წინაშე უვნებლები გამოვიდნენ, კვამლის სუნიც კი არ ასდიოდა მათ სამოსს. ერთგული ყრმები ცეცხლგამძლე აღმოჩნდნენ. დაიწვა მხოლოდ მათი ბორკილები.ქიმ 174.3

    თითოეული ჩვენგანი გამოიცდება. ჩვენ არ ვიცით, ვინ აღმოჩნდება განსაკუთრებულ ვითარებაში და როდის მოგვეცემა უფლის განდიდების შესაძლებლობა. ჩვენ ჩვენი ზეციერი მამის ღირსება უნდა დავიცვათ...ქიმ 174.4

    ისტორია მეორდება. ჩვენს საუკუნეში ხალხი სერიოზულად გამოიცდება შაბათის დაცვის საკითხში... ბევრი აღიარებს ალტერნატიულ შაბათს, როგორც თავის დროზე ყველა ოქროს კერპს ეთაყვანებოდა. იმ ერების ბელადები, რომლებიც თავს ქრისტიანებს უწოდებენ, მოუწოდებენ მსოფლიოს ცრუ შაბათის დაცვისაკენ, რასაც დაადგენენ კანონმდებელი გზით. ყველა, ვინც უარს იტყვის, რეპრესიებს დაექვემდებარება. ეს ურჯულოების საიდუმლოა, სატანური ორგანიზაციების გამონაგონი და მას ცხოვრებაში ცოდვის ადამიანი გაატარებს...ქიმ 174.5

    ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ და დავიცვათ კაცები და ქალები მხეცისა და მისი ხატების თაყვანისცემისაგან და კერპთაყვანისმცემლური კვირადღის დაცვისაგან. მაგრამ ამ საქმის დაწყება ურწმუნოებთან ომის გამოცხადებით როდი შეიძლება. საჭიროა უბრალოდ უფლის სიტყვის თხრობა მთელი მისი სილამაზითა და სიწმინდით. უნდა დავიყვანოთ მისი ჭეშმარიტებანი უმეცართა ან მათ გონებამდე, ვინც გულგრილია მისი სწავლებისადმი... ნუ ეტყვით ხალხს, რომ ჯოჯოხეთში მოხვდებიან, თუ არ დაიცავენ შაბათს მეოთხე მცნების მიხედვით. სულიწმიდის ძალით მოწოდებული ჭეშმარიტება თავად დაარწმუნებს და მოაქცევს მათ გულებს.ქიმ 174.6