Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    უფლის ეკლესიას სხვადასხვა ნიჭისა და უნარის მქონე ხელმძღვანელები სჭირდება, 29 მაისი

    „დაიცავით და გამოიკითხეთ უფლის, თქვენი ღმერთის, ყველა მცნება, რათა დოვლათიან ქვეყანას დაეპატრონოთ და თქვენს შემდეგ თქვენს შვილებს დაუმკვიდროთ უკუნისამდე” (1 ნეშტ. 28:8).ქიმ 152.1

    თავის ოფიციალურ პოსტზე ყოფნისას, დავითმა უკანასკნელი მნიშვნელოვანი საქმის სახით კიდევ ერთხელ მიაპყრო ისრაელიანთა ყურადღება ჭეშმარიტებას იმის შესახებ, რომ სწორედ ისინი არიან ღვთიური თეოკრატიის ქვეშევრდომები...ქიმ 152.2

    ღმერთის მიერ აღთქმული კურთხევის მისაღებად, რომელიც მან აღუთქვა მისი დარიგებების დამცველთ, საჭირო იყო ერთგულების გამოვლენა. ყველას, ვისაც ღმერთის სამსახურში მიიღებენ, მისი მცნებების დაცვა მოეთხოვება. თუკი ისინი აღასრულებენ მის წმინდა ნებას მთელი სულითა და გულით და გონებით, მისი სამეფოს წარმომადგენლები გახდებიან.ქიმ 152.3

    დავითის საზეიმო აღთქმა უნდა ახსოვდეთ მათ, ვისაც დღეს საპასუხისმგებლო პოსტები უკავიათ, ვინაიდან ის ისევე აუცილებელია მათთვის, როგორც თავის დროზე სოლომონისათვის. დღეს, გამოცდის ჟამს უფლის ხალხი ისევე მოწმდება და გამოიცდება, როგორც გამოიცდებოდა სოლომონის დროს.ქიმ 152.4

    მთელი თავი (იხ. 1 ნეშტ. 28) ღვთის შვილთათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს ეპოქაში... ღმერთი ვერ მიანდობს თავის მსახურებას ერთი კაცის მსჯელობასა და არჩევანს, არამედ ანაწილებს პასუხისმგებლობას მათ შორის, ვინც მზადაა, იშრომოს ინტერესითა და თავდადებით. ამრიგად, ყველა ძმა და და, ღმერთისაგან მინიჭებული ნიჭისა და უნარის შესაბამისად, ასრულებს უფლის მიერ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. დიადი ხალხის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი ამოცანები მიენდო იმ ხელმძღვანელებს, რომელთა ნიჭიც განაპირობებდა ამ მოვალეობათა დაძლევას. ვიღაცას დაევალა საქმიანი საკითხების ხელმძღვანელობა, სხვებს - იმ სულიერ საკითხებზე ზრუნვა, რომლებიც დაკავშირებული იყო ღვთისმსახურებასთან. მთელ სულიერ მსახურებასა და ბიზნესის ყოველ დარგს ზეციური ნიშანი უნდა ჰქონოდა. „სიწმიდე უფლისა” - აი, ყველა განყოფილების მშენებელთა დევიზი. აუცილებლად ითვლებოდა ყველაფრის გაკეთება სისტემატურად და შეუფერხებლად, ღირსეულად, კეთილსინდისიერად და ოპერატიულად.ქიმ 152.5

    ყველას, ვინც მონაწილეობს ღმერთის მსახურებაში, უფალი სიბრძნეს აძლევს. საწმიდარი, რომელსაც უდაბნოში დაატარებდნენ და იერუსალიმის ტაძარიც ღმერთის კონკრეტული მითითებებით აიგო. დასაწყისშივე მან გასცა ზუსტი მითითებანი თავისი საქმის დაგეგმვისა და შესრულების თაობაზე. ჩვენს საუკუნეში მან უძღვნა თავის ხალხს დიდი ნათელი და დარიგებანი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ მისი საქმე: ღირსეულად, დახვეწილად და ამაღლებულად.ქიმ 152.6