Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მთელი ქმნილება ჩართულია დიად ბრძოლაში, 10 ოქტომბერი

    „აღსრულდა!” (იოან. 19:30).ქიმ 286.1

    სატანა დევნიდა ღვთის ძეს ყრმობიდან ჯვარცმამდე. ცდუნებები ქარიშხალივით ატყდებოდა ქრისტეს. მაგრამ რაც უფრო სასტიკი იყო ბრძოლა, მით უკეთ ეცნობოდა იმ ცდუნებებს, ადამიანებს რომ სტანჯავდა და უფრო მეტად სურდა ცდუნებულთა მხარდაჭერა. ქრისტეზე დატეხილი განსაცდელის სიმკაცრე პირდაპირპროპორციული იყო იმ მიზნისა, რის მიღწევაც სურდა წარმატების შემთხვევაში. ბრძოლის შედეგზე მარტო ჩვენი წუთისოფლის ბედი არ იყო დამოკიდებული. ეს წუთისოფელი იყო ბრძოლის ველი, მაგრამ ბრძოლის შედეგი იმოქმედებდა ღვთის შექმნილ სხვა სამყაროებზეც.ქიმ 286.2

    სატანამ სცადა ქრისტეს დამარცხება, რათა გამხდარიყო უმაღლესი მმართველი და ერთპიროვნულად ემეფა. მან ჩაიფიქრა და განახორციელა ქრისტეს მკვლელობა მხოლოდ იმიტომ, რომ უკანასკნელ წამამდე იმედოვნებდა - ძე ღვთისა ვერ გაუძლებდა ისეთ საშინელ სიკვდილს, რისი გამოგონებაც მხოლოდ მის ჯოჯოხეთურ სიბრძნეს შეეძლო. მტერი ცდილობდა, დაემტკიცებინა მართებულობა მოსაზრებისა, რომ ქრისტე არ არის თავგანწირული პიროვნება.ქიმ 286.3

    სატანისაგან აღტყინებული ბრბო მოითხოვდა ქრისტეს ჯვარცმას. მთელი ცა აკვირდებოდა დამცირების გზაზე მიმავალი ქრისტეს ყოველ ნაბიჯს - გასამართლებას, უარყოფას და სიკვდილს. როდესაც მან ჯვარზე წამოიძახა: „აღსრულდა”, ბრძოლა დასრულდა. უდანაშაულოს სისხლი დაიღვარა დამნაშავეთა გამო. მისმა შეწირულმა სიცოცხლემ გამოისყიდა ადამიანთა მოდგმა მარადიული სიკვდილისაგან და განაპირობა სიკვდილის მპყრობელის, იგივე სატანის ბედი.ქიმ 286.4

    სატანა ცდილობდა მოჩვენებითობის შექმნას, თითქოს იღვწოდა სამყაროს განთავისუფლებისათვის. მაშინაც კი, როცა ქრისტე ჯვარზე იტანჯებოდა, მტერი ცდილობდა, მისი არგუმენტები ყოფილიყო უფრო მრავალფეროვანი, მაცდუნებელი და მზაკვრული, რათა ყველა დაერწმუნებინა ღვთის რჯულის სისასტიკეში. იგი დაუღალავად ხლართავდა ინტრიგებს, გეგმავდა ყოველგვარ ბოროტებას, აღაგზნებდა გონებას ქრისტეს წინააღმდეგ, რათა მისთვის ტანჯვა მიეყენებინა. იგი აზვიადებდა ცრუბრალდებებს სიკეთის მქნელის წინააღმდეგ. მტერი შთააგონებდა ადამიანებს სისასტიკეს, რომელიც გაუძლიერებდა ტანჯვას ღვთის ძეს - წმინდას და უმწიკვლოს.ქიმ 286.5

    ამგვარი საქციელით სატანამ თვით გამოიჭედა თავისი შესაბორკი ჯაჭვი. ზეციური სამყარო დაამოწმებს, რომ ღმერთი სამართლიანი იქნება, როცა დასჯის სატანას. მთელმა ცამ დაინახა, როგორი იქნებოდა ზეციური ატმოსფერო, სატანას რომ უმაღლეს სავანეებში დაევანა. ზეციური სამყაროს ყველა ბინადარმა გულში ერთხმად აღიარა ღვთის რჯულის ურყევობა. ყველამ მხარი დაუჭირა იმის მმართველობას, ვინც არ დაინდო საკუთარი ძე, არამედ ურჯულოთა ცოდვის გამომსყიდველი სასჯელის მიღების უფლება მისცა.ქიმ 286.6

    ქრისტემ თავისი მსახურებით, სიტყვით და საქმით გაამართლა ღვთის რჯულის ღირსება. ამისათვის მოვიდა იგი წუთისოფელში.ქიმ 286.7