Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    სწავლა იესოსთან, 30 აგვისტო

    „იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს” (მათ. 11:29).ქიმ 245.1

    დიადი ბრძოლა სინათლის მეუფესა და ბნელეთის მეუფეს შორის დროთა განმავლობაში სულაც არ შესუსტებულა და კვლავაც მძვინვარებს. სინათლისა და ბნელეთის, ჭეშმარიტებისა და სიცრუის მკაცრი ორთაბრძოლა სულ უფრო ძლიერდება. სატანური თავყრილობა სათანადოდ აგრესიულია და დღეს მტრის მაცდუნებელი ძალაც განსაკუთრებით მკაცრია და გამოირჩევა განსაკუთრებული ვერაგობით. ხალხის გონება, რომელიც არ ემორჩილება ღმერთს და არ იმყოფება ღვთიური სულის გავლენის ქვეშ, გაირყვნა სატანური ძალებით.ქიმ 245.2

    მტერი ცდილობს ადამიანის გულიდან განდევნოს იესო ქრისტე და ღვთიური თვისებები მის ადამიანურ ხასიათში შეცვალოს სატანური თვისებებით. თავისი ძლიერი ცდუნებით ის მოქმედებს ადამიანის გონებაზე, რათა მოიპოვოს მასზე ძალაუფლება. ის ჭეშმარიტების განადგურებას, სიკეთისა და სიმართლის ჭეშმარიტი ნიმუშის გაუქმებას ცდილობდა, რათა ე. წ. ქრისტიანული სამყარო ღმერთს გამოყოფოდა და საკუთარი დაღუპვისკენ აეღო გეზი. იგი ცდილობდა, რომ ეგოიზმს მოეცვა მთელი ქვეყანა, რათა ამ სახით ქრისტეს მუშაობა და მისია დაეყვანა ნულამდე.ქიმ 245.3

    ქრისტე მოვიდა ამ ქვეყნად, რათა დაუბრუნოს კაცობრიობას ღმერთის ხასიათი და აღადგინოს ადამიანთა გულებში ღვთიური ხატება. ქრისტე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში თავდაუზოგავად ცდილობდა, სამყაროს ყურადღება მიეპყრო ღმერთისა და მისი წმინდა მოთხოვნებისაკენ, რათა ხალხი აღვსილიყო ღვთიური სულით, სიყვარული მათ ცხოვრებაში მამოძრავებელი ძალა გამხდარიყო და საკუთარ ცხოვრებასა და ხასიათში გამოევლინათ ღვთიური თვისებები.ქიმ 245.4

    ქრისტეს ხასიათში გაერთიანდა დიდება და მორჩილება. თავშეკავება და თავგანწირვა მისი ცხოვრების თითოეულ ქმედებაში ჩანდა. მაგრამ მის მანერებში ფანატიზმისა და ცივი ასკეტიზმის ჩრდილსაც კი აჰქონდა ადგილი, რაც შეამცირებდა მის გავლენას მათზე, ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონდა. ქვეყნის გამომსყიდველის ბუნება აღემატებოდა ანგელოზების ბუნებას, მაგრამ მისი ღვთიური დიდება ორგანულად იყო დაკავშირებული თავმდაბლობასა და მორჩილებასთან, რაც იზიდავდა ხალხს...ქიმ 245.5

    ჩვენმა გამომსყიდველმა ქრისტემ იცოდა ის, რაც სჭირდებოდა კაცობრიობას. მან ჩამოაყალიბა უდიდესი გეგმები, რათა დაცემული ადამიანები უფსკრულიდან აღმდგარიყვნენ და ცოდვებისაგან განწმენდილიყვნენ. ნებისმიერ, თუნდაც ბანალურ ვითარებაში, ის ღირესულად წარმოადგენდა თავის მამას. მთელი წუთისოფლის თავისი სიტყვის ძალიათ განმკარგავი, ის დაჭრილი ფრინველისთვისაც კი ცდილობდა როგორმე ტანჯვის შემსუბუქებას.ქიმ 245.6