Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღმერთის სასჯელი უპირატესია, ვიდრე მოკვდავთა სასჯელი?, 25 მაისი

    „და უთხრა დავითმა გადს: მეტისმეტად დამწუხრებული ვარ, მაგრამ მიჯობს უფლის ხელში ჩავვარდე, რადგან დიდია მისი მოწყალება, ოღონდ კაცის ხელში ნუ ჩავვარდები” (2 მეფ. 24:14).ქიმ 148.1

    დავითმა დაითვალა ისრაელი, რითაც ღმერთი შეურაცხყო. მან ჩათვალა, თითქოსდა ისრაელის ჯარის ძალაზე მსჯელობა მას ამ ჯარის მრავალრიცხოვნობით შეეძლო. ამით მეფე შეეცადა ღმერთს გატოლებოდა და ღმერთის უკმაყოფილება გამოიწვია. „ეს არის უფლის სიტყვა ზერუბაბელის მიმართ ნათქვამი: არა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულითო, - ამბობს ცაბაოთ უფალი”. უფლის საქმის წარმატება ისრაელის რაოდენობაზე არაა დამოკიდებული. უფლის მხედრობა უთვალავია. მისი ჯარისკაცები თანამშრომლობენ ადამიანებთან, კავშირს ამყარებენ ღმერთთან, რათა სინათლის გამტარებლები იყვნენ.ქიმ 148.2

    ჭეშმარიტი და პატიოსანი ზრახვების მქონე ადამიანს ნაკლებად ეშინია ღმერთის, ვიდრე გულქვა ადამიანებისა. შატანჯველგამოვლილი კაცი თავიდან იცილებს იმ ადამიანთა მცდარ აზრებსა და განკითხვას, რომელთაც არ შეუძლიათ გულის შეცნობა, თუმცა კი ბედავენ თანამოძმეთა გასამართლებას. ის მიმართავს მას, ვისაც არც ერთი მცდარი აზრი არ გააჩნია, ვინაც გულის ყველა საწადელი იცის და ცდუნების ყველა გარემოებას იცნობს. ღმერთმა იცის ყველა ჩვენი წარსული საქმე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, აფორიაქებული კაცი მზადაა თავისი თავი ღმერთს მიანდოს, რადგან იცის, რომ ისაა ღმერთი, მოწყალე და გულშემატკივარი.ქიმ 148.3

    როდესაც დავითს ებრძანა საკუთარი ცოდვებისათვის სასჯელის არჩევა, მან თქვა: „მიჯობს უფლის ხელში ჩავვარდე, რადგან დიდია მისი მოწყალება, ოღონდ კაცის ხელში ნუ ჩავვარდები”. ის ხვდებოდა, რომ ღმერთმა იცის მისი სულიერი ბრძოლის შესახებ. როდესაც ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეხედონ ღმერთის ხასიათს, ისინი ვერ აღმოაჩენენ იქ გულქვაობას და შურისგებას, რაც დამახასიათებელია ადამიანებისათვის, და ხვდებიან, რომ ტანჯვა და გამოცდა - ეს ღმერთის მიერ დანიშნული საშუალებაა მისი შვილების აღსაზრდელად და მისი გზების სასწავლებლად, რათა მათ მისი წყალობის მოპოვება შეძლონ... როდესაც საცოდავი, გზააბნეული სულები ღვთიური სიყვარულის მდინარეს მიადგებიან, წამოიძახებენ: გამომცადოს, ოქროსავით გამოვალ. მძიმე გარემოებებში მოხვედრილი ტანჯული ადამიანები უფრო მომთმენნი და ღმერთისადმი უფრო მეტად მიმნდობნი ხდებიან...ქიმ 148.4

    როდესაც მოკვდავი, გზააბნეული ადამიანები თვლიან, რომ ღმერთზე მნიშვნელოვანი თავად არიან, როცა დარწმუნებული არიან საკუთარ სიმართლეში, მაგრამ არ ავლენენ იმ თავმდაბლობასა და სინაზეს, რომელიც ახასიათებდა ჩვენს უფალ იესოს, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ, თუ ისინი არ მოინანიებენ, უახლოეს დროში მათი ლამპარი გადაადგილდება.ქიმ 148.5