Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    „როდის მოხდება ეს?”, 12 დეკემბერი

    „მიუახლოვდნენ მას მოწაფეები განმარტოებით და უთხრეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და საუკუნის აღსასრულის ნიშანი?” (მათ. 24:3).ქიმ 349.1

    ქრისტემ გააფრთხილა მოწაფეები, რომ დაინგრეოდა იერუსალიმი და ტაძარი. ეს მოვლენა იწინასწარმეტყველა დანიელმა. მსხვერპლშეწირვას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან განხორციელდა ერთ დიად მსხვერპლში...ქიმ 349.2

    როცა ქრისტემ იწინასწარმეტყველა იერუსალიმის დანგრევა, მისი სიტყვები გასცდა ამ მოვლენას და შეეხო დიდ ნგრევას, რომელიც მოხდება უფლის მოსვლის დღეს, როცა უფალი მოვა, რათა დასაჯოს წუთისოფელი ურჯულოებისთვის, როცა დედამიწა მისცემს მასში მყოფ მკვდრებს და აღარ დაფარავს მოკლულებს. ეს თავი გაფრთხილებაა მათთვის, ვინც იცხოვრებს დედამიწის ისტორიის დასკვნითი მოვლენების ჟამს.ქიმ 349.3

    ქრისტე მობრუნდა და მოწაფეებს უთხრა: „გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ. ვინაიდან ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ქრისტე ვარო! და მრავალს შეაცდენენ”. გამოჩნდება მრავალი ცრუ მესია, რომელიც დაიბრალებს სასწაულებრივ ძალას და განაცხადებს, რომ ებრაელი ხალხის შვების დრო მოვიდა. მრავალთ აცდუნებენ. ეს სიტყვები გამართლდა. ქრისტეს სიკვდილის და იერუსალიმის ალყის შუა პერიოდში გამოჩნდა მრავალი ცრუ მესია. მაგრამ ეს გაფრთხილება ეხება ამ საუკუნეში მცხოვრებ ადამიანებსაც. იერუსალიმის დანგრევამდე მოარული სიცრუე დღესაც მოქმედებს. იგივე მოხდება, რაც მოხდა იერუსალიმის დაცემის დროს...ქიმ 349.4

    სანამ იერუსალიმი დაინგრეოდა, ადამიანები ბატონობისთვის იბრძოდნენ, კლავდნენ მეფეებს და ტახტის მემკვიდრეებს...ქიმ 349.5

    მოციქულთა მეშვეობით უფალმა ებრაელ ხალხს მონანიების უკანასკნელი საშუალება მისცა. ღმერთი ცხადდებოდა თავისი მოწმეების საშუალებით, როცა მათ იჭერდნენ, ასამართლებდნენ და დილეგებში ყრიდნენ, ხოლო მსაჯულებს მათთვის სასიკვდილო განაჩენი გამოჰქონდათ...ქიმ 349.6

    იგივე კვლავ გამეორდება. მეშვიდე დღის ადვენტისტები იბრძოლებენ მეშვიდე დღე შაბათისთვის... ქრისტემ უთხრა მოწაფეებს, რომ ისინი გამგებლებისა და მეფეების წინაშე წარდგებიან მისი გულისთვის, მაგრამ უთხრა ისიც, რომ ნუ სწუხან ჭეშმარიტებაზე, რამეთუ მათ ბაგეებში ჩაუდებს სიტყვებს და უბოძებს სიბრძნეს, რომლის წინაშე მტრები უძლურნი იქნებიან...ქიმ 349.7

    ჯადოქართ და სასწაულმოქმედთ, ვითომდა ჯადოსნური ძალის მქონეთ, ადამიანები მიჰყავდათ მთებში განმარტოებისათვის. მაგრამ ეს წინასწარმეტყველება ასევე ბოლო ჟამზე მიუთითებდა. ეს არის მოახლოებული მეორედ მოსვლის ნიშანი. სატანა შექმნის ჯგუფებს, რათა აცდუნოს და მოატყუოს.ქიმ 349.8