Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ივნისი

    კეთილდღეობა ხშირად სულიერი დაქვეითების მიზეზი ხდება, 1 ივნისი

    „შედეგად დავაკვირდი ყველა ჩემს საქმეს, რომელიც ჩემმა ხელებმა გააკეთეს, და ნაშრომს, შრომით რომ გავაკეთე: და ყოველივე ამაოება და ქარის დევნა იყო და სარგებელი ვერაფერი ვიპოვე მზის ქვეშ” (ეკლ. 2:11).ქიმ 155.1

    სოლომონმა იგავთა წიგნი დაწერა, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი სიბრძნე ბზეს შეერია. რატომ მოხდა ასე? როდესაც სოლომონმა ზრდასრულ ასაკს მიაღწია და მიიღო ესოდენ დიდებული აღთქმა, მის ცხოვრებაში ცვლილებები მოხდა. მან უღალატა სიწმინდეს და ღმერთისადმი ერთგულებას, დაანგრია უფლის მიერ აღმართული ბარიერები, რომლებიც მის ხალხს კერპთაყვანისმცემლობისაგან იცავდა. უფალმა ისრაელი გამოყო, როგორც ხალხი, რომელსაც უნდა დაეცვა წმინდა ჭეშმარიტება და ემცნო იგი ქვეყნიერებისათვის. მაგრამ სოლომონი ამაყობდა თავისი პოლიტიკური ხელისუფლებით და წარმართ სამეფოებთან დაამყარა კავშირები...ქიმ 155.2

    სოლომონი თავისი მეფობის დასწყისში ინახულა შებას დედოფალმა. ის ჩამოვიდა, რათა ეხილა და მოესმინა მისი სიბრძნე და როცა მოუსმინა მეფეს, ჩათვალა, რომ მას ნახევარიც კი არ ეთქვა. თუმცა მისი სიბრძნე და უმწიკვლო სამართლიანი მმართველობა გადაგვარდა. ის, ვინც იცნობდა ღმერთს და იცოდა ჭეშმარიტება, ფლანგავდა სიმდიდრეს და ცდილობდა თავისი უღმერთო ცოლების გულის მოგებას. სოლომონმა გააშენა ძვირფასი ბაღები. ღვთის ფული, რომელიც ისეთ წმინდა მიზნებს უნდა მოხმარებოდა, როგორიცაა უქონელთათვის დახმარება, მეფური ამპარტავნული პროექტების განხორციელებაზე იხარჯებოდა. ისინი კანონიერი გამოყენებიდან იყო ამოღებული. გაჭირვებულები ვერ იღებდნენ სახლებს, სამოსსა და საკვებს, როგორც ეს ღმერთის მიერ იყო განსაზღვრული. უფლის სახსრების ფლანგვით სოლომონი ცოლების სიამოვნებასა და საკუთარი თავის განდიდებას ცდილობდა. ამრიგად, ქვეშევრდომებისაგან უზომოდ დიდი ხარკის ამოღების შემდეგ, ამ ხარკებს უნიჭოდ ფლანგავდა...ქიმ 155.3

    სოლომონის ზნეობრივი სიმწიფე ისევე ქრებოდა, როგორც დამბლადაცემული ადამიანი კარგავდა ძალებს. ის შეეცადა სინათლის სიბნელესთან შერწყმას, ღმერთისა და მამონის ერთდროულად მსახურებას. ის თავს უფლებას აძლევდა, ჩაეტარებინა ნებისმიერი ექსპერიმენტი და ეკეთებინა ყველაფერი, რაც კი მოესურვებოდა. მაგრამ ბელიარი ვერანაირად ვერ შეერწყა ზნეობრივ სიწმინდეს და გზამ, რომლითაც მეფე ვიდოდა, იგი სასჯელამდე მიიყვანა. ის დაშორდა ღმერთს და ღვთიურმა ცოდნამაც მიატოვა იგი...ქიმ 155.4

    ის ადამიანები, ვინც დიდ ფულს ხარჯავს, სოლომონის ისტორიიდან კარგ გაკვეთილს მიიღებენ. განათლებული ადამიანები იმ დასკვნის გაკეთების მუდმივი საფრთხის წინაშე დგანან, თითქოს ფული და მდგომარეობა უზრუნველყოფს მათდამი პატივისცემას და ამასთან ერთად სულაც არ არის საჭირო დაკვირვება. მაგრამ თვითგანდიდება - ეს ცარიელი ბუშტია. ბოროტად გამოიყენა რა მისთვის ბოძებული ნიჭი, სოლომონი განუდგა ღმერთს. როდესაც ღმერთი კეთილდღეობას უძღვნის ადამიანებს, ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ და არ იხელმძღვანელონ საკუთარი გულისთქმით, რათა არ დაკარგონ რწმენის უბრალოება და არ აღმოჩნდნენ სულიერი დაცემის მდგომარეობაში.ქიმ 155.5