Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    გალობა განდევნის სატანის ძალებს, 25 აგვისტო

    „უფალი ბურჯია ჩემი და ფარი ჩემი; მისით სასოებს ჩემი გული, და დამეხმარა, და გაიხარებს ჩემი გული, და ჩემი სიმღერით ვიტყვი მის ქებას” (ფსალმ. 27:7).ქიმ 240.1

    უფალი იესო ამ ქვეყნად მოვიდა, რათა მიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანის ინტერესებით ეცხოვრა. იგი ღმერთის მოშიში და მორჩილი იყო. მათ, ვისაც ქრისტემ გამოსაცდელი ვადა დაუწესა ისეთი ხასიათის ჩამოყალიბებისათვის, რომელიც საჭიროა იმ სავანეებში ცხოვრებისათვის, რომელთა მოსამზადებლადაც იგი წავიდა - უნდა მიბაძონ ქრისტეს ცხოვრებას. თუ ისინი ნამდვილად ქრისტეს სკოლაში სწავლობენ, თავს საკუთარი მიწებითა და სახლებით არ მოიწონებენ, ვინაიდან ღმერთმა თავისი განგებით ეს სიმდიდრე მათ მიანდო, რათა შეძლონ მისი ბრუნვაში მოყვანა...ქიმ 240.2

    ქრისტემ მიიღო ადამიანის ბუნება, რათა თანაეგრძნო ყოველი ადამიანისათვის... იგი არ იტვირთავდა თავს მიწიერი საზრუნავით ისე, რომ ზეციურ ჭეშმარიტებებზე სულიერი ფიქრისათვის დრო აღარ დარჩენოდა. მისი სიხალისე ვლინდება ფსალმუნების, სასულიერო სიმღერების გალობისას. ნაზარეთის მკვიდრთ ხშირად ესმოდათ მისი ღმერთისადმი მიმართული მადლიერებისა და ხოტბის შესხმის ხმა. იგი ზეცას ხშირად გალობით უკავშირდებოდა. და მასთან ურთიერთობაში მყოფთაც, რომლებიც ხშირად ზედმეტი ჯაფისაგან იღლებოდნენ, მისი ბაგეებიდან მოწყვეტილი სასიამოვნო მელოდია ამხნევებდა. თითქოსდა მისი მადლიერება განდევნიდა ბოროტ ანგელოზებს და, კეთილსურნელების მსგავსად, ავსებდა სახლს.ქიმ 240.3

    გალობა იყო გაკვეთილი და ხალხს ასწავლიდა, რომ ღმერთთან ურთიერთობა ფსალმუნების მეშვეობითაც შეიძლება. ქრისტე თავისი მსმენელების გონებას მიწიერი ტანჯვიდან მომავალი სამარადისო სახლისაკენ მიმართავდა... ღმერთის სახლი სოლომონის ტაძართან შედარებით შეიძლება უფრო უბრალო იყოს, მაგრამ ღმერთს სულაც არ მიაჩნია იგი პატარად. მასში მლოცველებისათვის ეს სამოთხის კარია, თუ ისინი თაყვანს სცემენ ღმერთს სულით, ჭეშმარიტებითა და მოწიწებით. როდესაც ისმის ქების საგალობელი, ზეცისკენ მიმართული მხურვალე, გულწრფელი ლოცვები, როდესაც ღმერთის საოცარ საქმეებზე მეორდება გაკვეთილები, როცა გული მადლიერების გრძნობითაა სავსე ლოცვებსა და გალობაში, მაშინ ზეციური ანგელოზებიც უერთდებიან და ჰანგებში ადიდებენ და მადლობას უხდიან ღმერთს.ქიმ 240.4

    ეს სულიერი ვარჯიშები დევნიან სატანურ ძალებს. ისინი გამოდევნიან წუწუნსა და ჩივილს, სატანა კი ფეხქვეშ ნიადაგს კარგავს. ღმერთი მის სახლში თავმოყრას გვასწავლის და სრულყოფილი სიყვარულისკენ გვიბიძგებს. ეს დედამიწის მცხოვრებთ ამზადებს იმ სავანეებისათვის, რომლებსაც ქრისტე მის მოყვარულებს უმზადებს. იქ, ახალ დედამიწაზე, ყოველ თვეს და ყოველ შაბათს მოვლენ ისინი საწმიდარში, რათა ერთად უგალობონ ტახტზე მჯდომარესა და კრავს.ქიმ 240.5