Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    აუცილებლად უნდა დავაფასოთ და გავუფრთხილდეთ უფლის დარიგებებს, 19 მაისი

    „როდემდის უნდა წუხდე საულის გამო? ხომ მოვიძულე იგი ისრაელზე მეფობისაგან? აავსე შენი რქა ზეთით და წადი. ბეთლემელ იესესთან გგზავნი, რადგან მის შვილთა შორის დავინახე ჩემთვის მეფე” (1 მეფ. 16:1).ქიმ 142.1

    როდესაც ღმერთმა დავითი მოიხმო მწყემსობიდან, რათა ისრაელის მეფედ ეკურთხებინა, მან დაინახა მასში ის, ვისაც სულიწმიდით აღავსებდა. დავითი მგრძნობიარე იყო სულიწმიდის ზეგავლენის მიმართ და უფალი თავისი წინასწარხედვით ამზადებდა მას თავის მსახურად და მისი ჩანაფიქრის აღმსრულებლად...ქიმ 142.2

    რა სიხარულით ზეიმობს დავითი ღმერთში და როგორ უფრთხილდება მასთან თავის ურთიერთობებს! „უფალი კლდეა ჩემი, ციხესიმაგრეა ჩემი, მხსნელია ჩემი! ღმერთი კლდეა ჩემი, რომელსაც ვესავ. ფარია ჩემი და თავშესაფარი”. ჩემი ძალა და ციხესიმაგრეა. ისაა ჩემი ყველა კურთხევის წყარო და სათავე. ის დიდი კლდის ჩრდილია უწყლო მიწაზე. ჩემი ძალაა, ჩემი საყრდენი, დამიცავს მე უსაფრთხოდ. მისი იმედი მაქვს მე...ქიმ 142.3

    როდესაც დავითი ისრაელის მეფე გახდა, ღმერთმა გადაწყვიტა არ მიელოცა მისთვის მაღალი მდგომარეობა და არც საქებარი სიტყვები ეთქვა მისი ღირსებების და დიდი ძალაუფლების თაობაზე, მან დაარიგა იგი მასზე დაკისრებულ მოვალეობებთან დაკავშირებით. ყველას, ვინც შეცვლიდა დავითს სამეფო ტახტზე, პატივი უნდა ეცა და გაფრთხილებოდა ამ დარიგებებს, როგორც ღვთის სიტყვას. ღმერთის სიტყვები მომავალი თაობებისათვის აუცილებელ გაკვეთილად უნდა გამხდარიყო...ქიმ 142.4

    რაც უფრო სერიოზულია პასუხისმგებლობა, რომელიც ადამიანს აკისრია, მით უფრო მოკრძალებული და მომთხოვნი უნდა იყონ ისინი საკუთარი თავისადმი, რათა ღმერთისადმი ნდობა შეინარჩუნონ და არ იქცნენ ამპარტავან, თვითდაჯერებულ და თვითკმაყოფილ ადამიანებად. ეს საფრთხე ემუქრება ყველას, ვინც ღმერთმა განსაკუთრებული პატივის ღირსად ცნო. თუკი ისინი ღვთიური სიბრძნით არ აღივსებიან და არ ეცდებიან ღვთიური ხასიათის თვისებების გამოვლენას, საკუთარი თავის ყოვლისშემძლეობის წარმოდგენის საფრთხის წინაშე დადგებიან...ქიმ 142.5

    მაღალი საპასუხისმგებლო თანამდებობის პირნი ღვთისმოშიშნი უნდა იყვნენ და უნდა ესმოდეთ, რომ მხოლოდ ადამიანები არიან და არა ღმერთები. მათ უნდა მართონ უფლის შიშში და ღმერთის სადიდებლად. გამოაცხადებენ თუ არა ისინი ღმერთის ნებას მის ხალხთან დამოკიდებულებაში? ნუთუ ეგოიზმი დააბინძურებს მათ სიტყვებსა და საქციელს? ნუთუ ბელადები, რომლებმაც ხალხის ნდობა მოიპოვეს, როგორც ბრძენმა და ღვთისმოშიშმა, უფლის მცნებების დამცველმა ხელმძღვანელებმა, ვერ შეაფასებენ იმ მაღალ მდგომარეობას, რომელიც უფლის ხალხმა უნდა დაიკავოს ამ საშიშ დღეებში? ნუთუ თვითდაჯერებულობის გამო ისინი ცრუ მეგზურები აღმოჩნდებიან და, იმის ნაცვლად, რომ ხალხს გზა უჩვენონ ზეცისაკენ, ურჩევენ მას წუთისოფელთან დამეგობრებას?!ქიმ 142.6