Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მიზანმიმართულობა, 27 თებერვალი

    „სხეულის სანთელი თვალია. ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება” (მათ. 6:22).ქიმ 60.1

    აქ ნათქვამია „შენი თვალი” და არა სხვა ადამიანის. ჩვენ მდიდარ გამოცდილებას ვკარგავთ, რომლის შეძენაც ჩვენს უპირატესობას წარმოადგენს, თუკი ველოდებით, რომ ვიღაც სხვა დაინახავს ჩვენ ნაცვლად და წარმართავს ჩვენსსავე სულიერ ცხოვრებას, თითქოს უსინათლონი ვიყოთ. ჩვენი მზერა ღმერთის დიდებისაკენ მივაპყროთ, დავისახოთ ერთადერთი და მტკიცე მიზანი - ყურადღება არ მივაქციოთ საკუთარ „მე”ს და სხვების უპირატესობებს და არ დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა: „თუკი ამ გზით წავალ, გამრავლდება თუ შემცირდება ჩემი პირადი ქონება?”ქიმ 60.2

    უფლის სიბრძნის მაძიებელნი უნდა მიისწრაფვოდნენ მაქსიმალური უბრალოებისაკენ, მაშინ არ წაიბორძიკებენ. „მართალთა კვალი განთიადივითაა, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება შუადღემდე. უკეთურთა გზა წყვდიადივითაა, არ იციან, რაზე წაიბორძიკებენ”...ქიმ 60.3

    ღვთისმოშიში კაცი, ღმერთის ჭეშმარიტად მოყვარული, მთელი გულით ისწრაფვის მისი ნების აღსრულებისაკენ, შესწირავს თავის სხეულს, ჭკუას, სულსა და გულს მის მსახურებას. ასე იყო ხანოქის ცხოვრებაში. ის დადიოდა ღმერთთან. მისი გონება არ წაუბილწავს უწმინდურ ხედვას. ადამიანები, რომლებმაც მტკიცედ გადაწყვიტეს ღმერთის ნება საკუთარ ნებად აქციონ, ემსახურებიან მას და ყველაფერში მისი გულის მოგებას შეეცდებიან. მაშინ მათი ხასიათი ჰარმონიული და გაწონასწორებული, თანმიმდევრული, ხალისიანი და ჭეშმარიტი გახდება.ქიმ 60.4

    „ხოლო თუAშენი თვალი ბოროტია”, თუ ანგარებაა თქვენი მიზანი და მხოლოდ მათ მისაღწევად იღწვით, მთელი თქვენი ხასიათი ბოროტი იქნება და სხეულს სიბნელე მოიცავს. ასეთები არ უცქერენ იესოს, მის ხასიათს და არც იცვლებიან, რათა მას დაემსგავსონ. ბოროტია მათი სულიერი თვალი და მათი გზა დედამიწიდან ზეცისკენ სატანის ჯოჯოხეთური ჩრდილითაა დაბნელებული. სატანას ეს აწყობს, რადგან მას შეუძლია ასეთი დაბრმავებული კაცის დაღუპვამდე მიყვანა.ქიმ 60.5

    „თუკი ნათელი, რომელიც შენშია, სიბნელეა, სიბნელე რამდენად დიდი იქნება?” სინდისი - ეს არის მარეგულირებელი ორგანო და თუ ადამიანები მიდიან კომპრომისზე საკუთარ სინდისთან, მათ არ შეუძლიათ სწორად ემსახურონ ღმერთს. მათ წინაშე დასახული მიზანი უჩვენებს წუთისოფელს, არიან ისინი ქრისტიანები, თუ ეწინააღმდეგებიან ღმერთს. მთელი მათი ცხოვრება - ეს წარუმატებლობა და მარცხია. ის გარყვნილია და ორპირი, მთელი მათი ნიჭი ცრუ კალაპოტშია მოქცეული. გარეგნულად აღმსარებლობა თითქოს წესრიგშია, მაგრამ მათი რწმენა მცდარია, რაც მათ საქმეებში ვლინდება და აკვირვებს ადამიანებს. „არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს, ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც”.ქიმ 60.6