Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღვთის ხალხი არ უნდა იმალებოდეს, 11 დეკემბერი

    „თქვენ სოფლის ნათელი ხართ. მთის მწვერვალზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება” (მათ. 5:14).ქიმ 348.1

    დანიელი სახელმწიფო მოღვაწე იყო ბაბილონში... კეთილსინდისიერად მოძღვრავდა ბაბილონის მცხოვრებთ, რომ ღმერთი არის ცოცხალი ღმერთი და არა კერპი, რომელსაც ეთაყვანებიან. ღვთის ჩანაფიქრით ბაბილონელებს უნდა დაენახათ, რომ ბაბილონის მეფეზე მეფობს ღმერთი, რომელსაც ებრაელები ეთაყვანებიან. ეს ჭაბუკები ღმერთს განადიდებდნენ. მათ იცოდნენ, რომ ჭეშმარიტების პრინციპები უნდა დაეცვათ და ამიტომაც უარი თქვეს ეჭამათ ხორცი სამეფო სუფრიდან და შეესვათ ღვინო სამეფო მარნიდან. ამ საჭმელზე უარის თქმის წყალობით ისინი გარეგნულად უკეთ გამოიყურებოდნენ, ვიდრე ჭამასმას მიძალებული ჭაბუკები.ქიმ 348.2

    ბევრი მისცემდა მათ შენიშვნას, მაგრამ ებრაელი ჭაბუკები მცირედშიც კი ღვთის ერთგულნი იყვნენ. სამეფო სუფრასთან მსხდომ ბაბილონელ ჭაბუკებზე მეტი ძალა ჰქონდათ. უბრალო საჭმლის წყალობით საღ აზროვნებას ინარჩუნებდნენ. ისინი უკეთ იყვნენ მომზადებული გონებრივი შრომისათვის, რადგან ცხიმიანი და ცხარე საჭმლით არ იყვნენ დამძიმებული. უკეთ იყვნენ მომზადებული ქანცგამომცლელი შრომისათვის, რადგან არასოდეს უავადმყოფიათ. ისინი ემორჩილებოდნენ ღმერთს და სწორი საქციელით სრულყოფდნენ აზროვნებასა და მეხსიერებას. ღმერთმა გაითვალისწინა, რომ დანიელს და მის ამხანაგებს ურთიერთობა ჰქონოდათ ბაბილონის გამოჩენილ მოღვაწეებთან, რათა ისინი გასცნობოდნენ ებრაელთა რელიგიას და ესწავლათ, რომ ღმერთი მართავს წუთისოფლის სამეფოებს...ქიმ 348.3

    ღმერთს სურს მეშვიდე დღის ადვენტისტებმაც დაამოწმონ მისი არსებობა. ისინი არ უნდა ემალებოდნენ წუთისოფელს, უნდა იცხოვრონ წუთისოფელში, მაგრამ წუთისოფლისანი არ იყვნენ. უნდა განსხვავდებოდნენ წუთისოფლისაგან თავიანთი საქმეებით, უნდა გააჩნდეთ სულის სიწმინდე, რათა წუთისოფელმა გაიგოს, რომ მათ მიერ აღიარებული ჭეშმარიტება მათივე პატიოსნების საწინდარია. მათთან დაკავშირებულმა ადამიანებმა უნდა დაინახონ, რომ ჭეშმარიტების აღმსარებელნი განიწმინდებიან ამ ჭეშმარიტებით და გულით მიღებული და ცხოვრებაში აღსრულებული ჭეშმარიტება მის მიმდევრებს აქცევს ღვთის ძეებად და ასულებად, ზეციური მეფის შვილებად, სამეფო ოჯახის წევრებად, ერთგულ, პატიოსან, ჭეშმარიტ და მოუსყიდველ ადამიანებად, როგორც წვრილმანებში, ისე დიდ საქმეებში...ქიმ 348.4

    საქმე კარგად უნდა გაკეთდეს. ვიყოთ ერთგული დიდსა და პატარა საქმეებში. ყველას, ვინც დანიელის მაგალითს ბაძავს, აღიარებს და მისდევს ჭეშმარიტებას, იცავს თავშეკავების პრინციპებს, ღმერთი აჯილდოებს იმედითა და სასოებით, მსგავსად დანიელისა.ქიმ 348.5