Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    შევისწავლოთ წმინდა ისტორიის გაკვეთილები, 30 ივნისი

    „ყოველივე ეს მათ დაემართათ სამაგალითოდ და აღწერილია ჩვენს დასარიგებლად, რომლებმაც მივაღწიეთ სოფლის აღსასრულს” (1 კორ. 10:11).ქიმ 184.1

    ძველი აღთქმის წერილებში მოცემული დარიგებანი ქრისტეს ისეთივე სიტყვას წარმოადგენს, როგორც ახალი აღთქმის დარიგებანი. ქრისტე ისევეა კაცობრიობის გამომსყიდველი ძველი აღთქმის დაწერის ჟამს, როგორც მაშინ, როცა ის მოვიდა დედამიწაზე ადამიანის ბუნებაში. მან ძველ ისრაელსაც ხსნის იგივე კეთილისმყოფელი შესაძლებლობა მისცა, როგორც მათ, ვინც მის სიტყვებს ისმენდა.ქიმ 184.2

    ღვთისნიერი ხასიათის ჩამოყალიბება - ეს ერთადერთი განძია, რომელსაც ადამიანები წაიღებენ წუთისოფლიდან მომავალ სამყაროში. წუთისოფელში ჩამოყალიბებული ხასიათი განსაზღვრავს ჩვენს საუკუნო ხვედრს. ის, რაც ფასეულია ამჟამინდელ ცხოვრებაში, ფასეული დარჩება მომავალ საუკუნეშიც. ადამიანის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი გავლენის ქვეშ აღმოჩნდება იგი. თუკი ადამიანი ელოლიავება და განავითარებს ბოროტებისადმი შთამომავლურ მიდრეკილებას, ხორციელ ვნებებს, გემოვნებას აჰყვება, ეს ნიშნავს, რომ ის ვერ შევა ღვთის სასუფეველში. მაგრამ ის, ვინც მიისწრაფვის ჩააქროს ბოროტი მიდრეკილებები და სურვილი აქვს, რომ მას იესო ქრისტეს სული მართავდეს, შეიცვლება...ქიმ 184.3

    ქრისტეს ხასიათი გამოვლინდა აბელის, ნოეს, შეთის, ხანოქის, აბრაამის, იოსების, მოსეს, იესო ნავეს ძის, სამუელის, დავითის და მრავალი იმ ადამიანის ხასიათში, რომელიც ღმერთის მოსაწონი იქნებოდა ბიბლიური მოწმობის თანახმად. საპირისპირო მაგალითისათვის მოვიყვანთ კაენსა და ყველა იმას, ვისი ხასიათიც ყალიბდება ჭეშმარიტებასთან, ერთგულებასთან, მორჩილებასა და სიმართლესთან შეუთანხმებლად. ყველას მიეცა შესაძლებლობა, რომ გამოევლინა თავი ან, როგორც კაენის ოჯახის წევრს, ან მეფის ოჯახის წევრს... სიწმინდისა და უბიწოების შეძენა მხოლოდ ქრისტეს მეშვეობითაა შესაძლებელი...ქიმ 184.4

    ყური მივუგდოთ ქრისტეს ხმას, რომელიც გაისმის სამყაროს შექმნისას და ღრუბლის სვეტიდან, რადგან მარადიული კეთილდღეობა უფლის ხმისადმი მორჩილებაზეა დამოკიდებული. მოვიქცეთ მოკრძალებულად და ნუ ჩავუვლით გვერდით იმ დარიგებებს, რომლებიც ქრისტემ წარსულის წმინდა ადამიანების მეშვეობით გადმოგვცა ყოველი მომავალი თაობის საკეთილდღეოდ.ქიმ 184.5

    ღმერთის ყოველი ჩანაფიქრი, ყოველივე, რასაც მისი ხელი შეეხო - ეს დასამოძღვრად შექმნილი გაკვეთილებია ჩვენთვის, ვინც უკანასკნელ საუკუნეებს მივაღწიეთ. რაც იყო, ის იქნება. ქრისტეს მოწონებისა თუ საყვედურის სიტყვები აღწევს ჩვენამდე საუკუნეთა წყვდიადის მიღმა. მოთხრობილი ფაქტების აღქმაზეა დამოკიდებული ჩვენი სულიერი და მარადიული ინტერესები. უფალს მხედველობაში აქვს ის, რასაც ამბობს და ამბობს იმას, რაცა აქვს მხედველობაში.ქიმ 184.6