Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღმერთის წყალობის გამტარებლები, 8 თებერვალი

    „ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია” (მათ. 5:16).ქიმ 41.1

    სულიწმინდა ეძებს იმათ, ვისი მეშვეობითაც ის შეძლებს მოქმედებას. ყველა რომ მათ დავალებას ასრულებდეს, ათასობით ადამიანის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი. სატანის ზეობა მარადიული არ არის. ღვთის სული გადმოიღვრება ეკლესიაზე მაშინვე, როგორც კი მომზადდება ჭურჭელი მის მისაღებად... რატომ არ უნდა განვითარდეს რწმენა იმის შესახებ, რომ სულიწმინდის ღვთიური მადლი მნიშვნელოვნად გამრავლდება და გააძლიერებს ადამიანისათვის ხელმისაწვდომ საშუალებებს, რათა უფლის დიდება გაცხადდეს?ქიმ 41.2

    ჩემო საყვარელო შვილო ედისონ (ჯეიმს და ელენა უაითის მეორე ვაჟი ედისონ უაითი, 1849-1928), რაც უფრო მოკრძალებული იქნები, მით უფრო ახლოს აღმოჩნდები ღმერთთან და რაც უფრო მეტად მიენდობი მას, როგორც პატარა ბავშვი - თავის მშობლებს, მით უფრო მტკიცედ ივლი მის წინაშე. შენი ძალა მხოლოდ ღმერთშია, უბრალო და აბსოლუტურ სასოებაში მის მიმართ. მეშვიდე დღის ადვენტისტთა ეკლესიებისათვის საჭიროა, რომ უფრო მეტად იცხოვრონ რწმენით და ნაკლებად დაეყრდნონ გრძნობებს.ქიმ 41.3

    ღვთის სულის შემარბილებელი, ყოვლისმომცველი გავლენა ადამიანთა გულებსა და გონებაზე აიტაცებს უფლის შვილებს ზეცაზე იესო ქრისტეში. ყველას, ვინც იესოს უცქერის, მოიცავს ნაზი, რბილი სული. იესოს სიყვარული წარმოშობს ქრისტიანულ და სუფთა მეტყველებას, რაც მოწმობს იმაზე, თუ როგორ საზოგადოებაში ვტრიალებთ. ის ამბობს, რომ ხანოქის მსგავსად, ჩვენც დავდივართ ღმერთთან. ჩვენი მეტყველება და შინაგანი ბუნება გადმოაფრქვევს სასიამოვნო სურნელებას და არ დარჩება ადგილი არანაირი სიფიცხისა და სიმკვეთრისათვის.ქიმ 41.4

    სიტყვა უნდა იყოს ჩვენი კვლევის საგანი. ისაა ძვირფასი მადანის საბადო, ბევრი რამ უკვე აღმოჩენილია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი უნდა თხარო და თხარო, რომ მოიპოვო მეტი განძი. ბევრი ადამიანი კმაყოფილდება სიბრძნის ამ საბადოს მხოლოდ ზედაპირული და უდიერი დათვალიერებით, მაშინ როცა სხვები ეძებენ უფრო მონდომებით, გულდასმით, ლოცვით და ჰპოვებენ დაფარულ, უძვირფასეს საგანძურს.ქიმ 41.5

    ნუ მოექცევი ვიღაცის სიტყვის ან აზრის ქვეშ, რაც შემდგომში ქცევაში ვლინდება, შენ ქრისტე გჭირდება, შენს გულში დამკვიდრებული. მას უყვარხარ. მან მოგიხმო თავისი სიყვარულით. დაე, ყველამ დაინახოს, რომ შენი ცხოვრება ღმერთშია დაფარული ქრისტესთან ერთად. შეეცადე არ წარმოთქვა დაუფიქრებელი, იაფი და ვულგარული ფრაზები. გამოავლინე, რომ გაცნობიერებული გაქვს იმ მეგზურის გვერდში დგომა, რომელსაც პატივს სცემ და არ გინდა, რომ მას შენს ნაცვლად შერცხვეს. ძვირფასო შვილებო (ედისონი და მისი მეუღლე ემა), მხოლოდ დაფიქრდით, რომ ჩვენ იესო ქრისტეს წარმომადგენლები ვართ და აჩვენეთ მას საკუთარი ხასიათი თქვენს სიტყვებსა და მანერებში, რათა გარშემომყოფებმა, იხილავენ რა თქვენს კეთილ საქმეებს, განადიდონ უფალი.ქიმ 41.6