Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მორჩილება სიყვარულით, 11 მარტი

    „ვინც ამბობს: შევიცანიო იგი და მის მცნებებს არ იცავს, ცრუა და არ არის მასში ჭეშმარიტება” (1 იოან. 2:4).ქიმ 73.1

    თქვენ გეცნობათ იმის შესახებ, რომ ვერ გადარჩებით, თუ შაბათს არ დაიცავთ. ნუთუ მეოთხე მცნების მოთხოვნები თქვენ მართლაც უაზროდ გეჩვენებათ? ნუთუ ჩვენი ზეციერი მეუფისადმი ჩვეული მორჩილება არ უბიძგებს მის მორჩილთ მუდმივად სერიოზულად იფიქრონ არა მხოლოდ მათთვის სასიამოვნოს და მოსახერხებლის და მათ ირგვლივ მყოფთათვის სასიამოვნოს შესახებ, არამედ იმაზეც, რას ითხოვს უფალი და როგორია მისი ნება მათ ცხოვრებასთან დაკავშირებით?ქიმ 73.2

    ნუთუ უცნაურია ის, რომ ადამიანი სწორედ ასე უნდა იქცეოდეს ან ის, რომ სულიწმიდა მიიყვანს ადამიანს იმ ფაქტის გაცნობიერებამდე, რომ მოვალეობაზე უარის თქმა ან ამ მცნების უგულებელყოფა საფრთხის წინაშე დააყენებს ჩვენს გადარჩენას? ნუთუ ასე რთულია იმის გააზრება, რომ უფლის კანონისადმი ჩვენი მორჩილება აუცილებელია საუკუნო სიცოცხლის მისაღწევად? ნუთუ ქრისტიანისათვის მიუწვდომელ საიდუმლოდ რჩება ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ საჭიროა სულის ხსნის მოპოვება ნებისმიერ ფასად, მათ შორის საკუთარ ანგარებიან ინტერესებზე უარის თქმის ფასადაც? განა ღვთის სიტყვა გვიტოვებს იმედს იმის თაობაზე, რომ ზეცაში მოხვედრა შეგვეძლება როგორც უფლის კანონის დარღვევის, ასევე მისი აღსრულების შემთხვევაში? თუ პასუხი დადებითია, მაშინ შეცდომა იქნებოდა აღგვექვა ღმერთის ნებისმიერი მოთხოვნა ხსნის პირობად.ქიმ 73.3

    განა წარღვნის წყლებში დაღუპული ძველი მსოფლიოს მკვიდრნი არ დაისაჯნენ ღმერთის მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო? თუ ღმერთის სადიდებლად წარღვნის წყლებით განიბანნენ, რადგან ჩვენი მოწყალე ღმერთი ძალზე კეთილია, რომ სასჯელის უმაღლესი ზომით დასაჯოს ხალხი მისი კანონის დარღვევის გამო? განა არ დაისაჯნენ ურჩობისათვის სოდომის მკვიდრნი, რომელთაგანაც გადარჩა მხოლოდ ლოტი? ან, იქნებ, ციდან დაცემულმა ცეცხლმა უმალ გადაასახლა ისინი ღმერთის სადიდებლად?ქიმ 73.4

    ღმერთმა მოგვცა თავისი მცნება? დიახ! ე. ი. ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე და არ ვეძებოთ რომელიმე შემოვლითი გზა, რათა მივიღოთ ხსნა მორჩილების გარეშე; ეს იქნებოდა სიარული უკუღმართი გზებით. „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე”, „მე დავიცავი ჩემი მამის მცნებები”, - ამბობს ზეცის დიდება...ქიმ 73.5

    ჩვენ გვმართებს მცნებების დაცვა არა მხოლოდ იმის გამო, რომ მოვხვდეთ ზეცაში, არამედ იმიტომაც, რომ მოვიგოთ იმის გული, ვინც მოკვდა ცოდვილთა გადასარჩენად სასჯელისაგან, რომელიც მამა ღმერთის კანონის დარღვევამ გამოიწვია. ცოდვილის ხსნა დამოკიდებულია... მის გადაწყვეტილებაზე: მიატოვოს ცოდვა და შეუდგეს მის მიერ უგულვებელყოფილი კანონის აღსრულებას. ვერავინ, ვინც თვლის, რომ აქვს უფლება, შესცოდოს იმდენჯერ, რამდენჯერაც მოესურვება, ვერ გაბედავს, გააჩნდეს პრეტენზია ღმერთის წყალობაზე. სამწუხაროა იმის ხილვა, თუ როგორ შორდებიან ქრისტეს ისინი, ვინც გადაწყვიტა, მისდიოს მას; როგორ უახლოვდებიან ისინი დამღუპველ უფსკრულს და მასში ჩავარდნის საფრთხეში იგდებენ თავს.ქიმ 73.6