Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    იესო მიიღებს და დაიცავს მომნანიებელ სულებს, 28 ივნისი

    „უთხრა უფალმა სატანას: „გიკრძალავს უფალი, სატანავ! გიკრძალავს უფალი, რომელმაც იერუსალიმი აირჩია! განა ეს ცეცხლიდან მოწყვეტილი მუგუზალი არ არის?” (ზაქ. 3:2).ქიმ 182.1

    სატანა ყოველთვის წარმოადგენს თავის უფლებას იმაზე, ვინც ოდესმე მისი შავი დროშის ქვეშ იდგა, მაგრამ შემდეგ მოიქცა ცოდვისაგან ცოცხალი ღმერთისაკენ და თავისი უძლური სული იესოს ჩააბარა. ყველას, ვინც რწმენით ჩასჭიდა ხელი ქრისტეს დამსახურებებს, აქვს აღთქმა უფლის სიტყვაში, რომ უფალი შეირიგებს მას...ქიმ 182.2

    უფლის რჩეულ შვილთა შორის დაშვებულია მათი გამოცდა. ჩვენ ვხვდებით ასეთ გამონათქვამებს: „ღმერთმა გამოსცადა აბრაამი”, „ღმერთი სცდიდა ისრაელის შვილებს”. ეს ნიშნავს, რომ ღმერთმა დაუშვა, სატანას ეცადა, ეცდუნებინა ისინი, რადგან მათი რწმენა მათ ღირსებასა და პატივს შესძენდა, როცა მსაჯულნი დასხდებიან და ყოველი განისჯება იმისდა მიხედვით, რა გააკეთა, როცა ხორცში ცხოვრობდა. ღმერთმა იცის ყოველი გულის შესახებ, ყოველი მოტივი, ყოველი გულისწადილი, მაგრამ იგი უშვებს სატანას, რათა გამოსცადოს, აცდუნოს და შეამოწმოს მორწმუნენი, რადგან გაცხადდეს უფლისადმი მათი სასოება და ნდობა...ქიმ 182.3

    ღმერთს სძულს ცოდვა, მაგრამ უყვარს მომნანიებელი ცოდვილი და მისი მიტევება, თავისი მფარველობის ქვეშ აყვანა. სატანა დევნის ყოველ სულს, მაგრამ ყოველ ცდუნებასთან ერთად, რომელიც დაშვებულია ღვთის შვილთათვის უფლის ყოვლადმიმტევებელი სიყვარულით, მათ ეცხადება ხსნის გზა, რადგან უფალი აკვირდება, რომ ცდუნებები დაუძლეველი არ იყოს...ქიმ 182.4

    „დამანახვა მან იესო მღვდელმთავარი, უფლის ანგელოზის წინაშე მდგარი, და სატანა, მის ხელმარჯვნივ მდგარი მის მოსაყივნებლად”. სატანის შრომა განსაზღვრულია როგორც ქრისტეს შრომის, რომელიც მის დამსახურებებს ეფუძნება, საწინააღმდეგოდ... როდესაც ქრისტე ცდუნების ქვეშ მყოფთა და სატანას შორის დგება, განრისხებული მტერი ქრისტეს მისამართით გინებისა და ბრალდებების კორიანტელს აგზავნის, ცრუობს, თითქოს უსამართლოა იგი, როცა იცავს ამ სულებს და მის წინააღმდეგ აღმართავს ალამს...ქიმ 182.5

    უცოდველი სამყაროების, მთელი ზეცის და აგრეთვე განრისხებული მტრის წინაშე, რომელიც ცდუნების ზეგავლენის ქვეშ მყოფთ ზნეობრივი სიბილწის შავ სამოსელში ხატავდა და დაჟინებით ითხოვდა, რომ ისინი მას უნდა გადაეცნენ, იესომ უპასუხა სატანის ბოროტ ბრალდებებს, რომლებითაც ის დღედაღამ ცდილობდა ღმერთის წინაშე შეერცხვინა ისინი. იესომ, ყურადღებით ადევნებდა რა თვალს ამ ურთიერთდაპირისპირებას და აღნიშნავდა სატანის მედგარ მცდელობას მართალთა დასაღუპავად, თქვა: „გახადეთ წვირიანი სამოსელი! უთხრა მას: აჰა, წარგხოცე უკეთურება და საზეიმო სამოსელით შეგმოსავ”.ქიმ 182.6