Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღმერთს სურს, ატაროს თავისი ხალხი, თუკი ხალხი ამის ნებას დართავს, 15 მაისი

    „არ დაუჯერა ხალხმა სამუელს, თქვეს: არა და არა, მეფე უნდა გვეჯდეს” (1 მეფ. 8:19).ქიმ 138.1

    უფალმა უბრძანა სამუელს, დაეკმაყოფილებინა მათი [ისრაელიანების] თხოვნა, მაგრამ მკაცრად უნდა დაემოწმებინა მათ წინააღმდეგ, რადგან შესცოდეს მათ, როცა მიწიერი მმართველი აირჩიეს ღვთიურის ნაცვლად... ებრაელებმა მოითხოვეს მეფე იმ ხალხთა მსგავსად, რომლებიც არ იცნობდნენ და არ აღიარებდნენ ღმერთს. უფალს კი არასოდეს განუზრახავს ისრაელში მონარქიული მმართველობის შემოღება...ქიმ 138.2

    სამუელის სიტყვების მოსმენის შემდეგ ისრაელიანნი მაინც თავისას ითხოვდნენ და სამუელიც დაეთანხმა მათ. ხალხი კვლავინდებურად გადაჭრით მოითხოვდა მეფეს... თავისი სულიერი სიბრმავის გამო მათ არ შეეძლოთ დაენახათ ის, რაც გამოეცხადა სამუელს და არ ესმოდათ, რომ ის უფლის სიტყვას აუწყებდა მათ.ქიმ 138.3

    ღმერთი უხილავად ატარებდა თავის ხალხს მრავალი გზებით და იღწვოდა მისთვის. ისრაელიანთა მტრები ვერ ხვდებოდნენ, ვინ არის მათი სიბრძნისა და ძალის წყარო და ვინაა დიდების ღირსი მათი სასწაულებრივი გათავისუფლებისა და წარმატების გამო. ღმერთი მოქმედებდა გედეონის მეშვეობით. მაგრამ იუდეველები იმგვარად იყვნენ დახსნილი მონობიდან, რომ არც ერთ ადამიანს არ შეეძლო დიდების მისაკუთრება და რომ საოცარი გამარჯვების შესახებ თხრობისას მოკვდავ ადამიანთა სიბრძნეზე ლაპარაკი არ ყოფილიყო... ძალა, სიბრძნე და ძლევამოსილება ზეციდან მოსდიოდა ებრაელებს, მაგრამ მათ სურდათ, ყველაფერი ეს მიწაზე ჰქონოდათ. ყველა კურთხევა უფლის ძღვენი იყო, მათი ძლევამოსილი მეფისა, მაგრამ მათ სურდათ, რომ ეს ძღვენი განხორციელებულიყო ერთ ადამიანში. ამგვარი განწყობის გათვალისწინებით, უფალმა ისრაელის ცოდვა შეაფასა როგორც მისი წინამძღოლობის უარყოფა. მათი გულები წმინდა, მოწიწებული შიშით რომ ყოფილიყო სავსე ღმერთის, მათი უზენაესი მმართველის წინაშე, ისინი არასოდეს მიანიჭებდნენ სრულუფლებიანობას ადამიანურ ხელისუფლებას და არც მისი კონტროლის ქვეშ ყოფნას მოისურვებდნენ.ქიმ 138.4

    ამასთან, უფალს არ სურდა საულის დატოვება ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ღვთიური განათლების გარეშე. მეფეს ახალი მოწოდება უნდა მიეღო და სულიწმიდა ჩამოვიდა მასზე, რის შედეგადაც იგი გარდაიქმნა და ახალ ადამიანად იქცა. უფალმა საულს ახალი სული, სხვა აზრები, ნათელი მიზნები და სურვილები უბოძა, რომლებიც განსხვავდებოდნენ იმათგან, რაც უწინ ჰქონდა. ამ განათლებას, აგრეთვე ღმერთის სულიერ შემეცნებას საულის ნება ღმერთის ნებისათვის უნდა დაექვემდებარებინა.ქიმ 138.5

    იცოდა რა ღმერთის ნება, რომელიც მან ძალზე მკაფიოდ ჩამოაყალიბა, გაუძლო თუ არა საულმა გამოცდას, გამოავლინა თუ არა მოწიწება ღმერთისადმი? როცა სიძნელეებს წააწყდა, მეფემ არ ისმინა ღმერთის ბრძანება, გამოავლინა ურჩობა და უფლის მცნება დაარღვია.ქიმ 138.6