Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მხოლოდ ჭეშმარიტი რწმენა გაუძლებს გამოცდას, 10 აპრილი

    „და იხილა ისრაელმა ძლიერი ხელი, რომელიც მოავლინა უფალმა ეგვიპტელებზე, და შეეშინდა ხალხს უფლისა და ერწმუნნენ უფალსა და მოსეს, მის მსახურს” (გამ. 14:31).ქიმ 103.1

    ებრაელთა ხმები საზეიმოდ გაისმოდა მეწამული ზღვის ნაპირზე და ღმერთს ადიდებდა. მაგრამ სულ მალე მათი რწმენა გამოიცადა. უფალს სურდა, გაეგო, თუ რამდენად შეუძლია მას ჰქონდეს თავისი ხალხის რწმენისა და მისდამი ერთგულების იმედი. ებრაელები სამი დღე მიდიოდნენ უდაბნოში და წყალს ვერ პოულობდნენ. „და მივიდნენ მარას, და ვერ დალიეს წყალი მარაში, რადგან მწარე იყო ის”... „და დრტვინავდა ხალხი მოსეზე ასე: რა დავლიოთ?” იმის ნაცვლად, რომ ღმერთისადმი ნდობა, შიში და რწმენა გამოევლინათ ყველაზე დიდი იმედგაცრუებების ჟამსაც კი, ებრაელებმა თავის წინამძღოლს დასდეს ბრალი.ქიმ 103.2

    ასე იქცევიან ჩვენი თაობის წარმომადგენლებიც. სატანის მაცდუნებელი გეგმა ყოველთვის უცვლელია. ვიდრე ყველაფერი კარგადაა, ადამიანებს ეჩვენებათ, რომ მათ რწმენა აქვთ. მაგრამ როგორც კი გაუჭირდათ, წარუმატებლობა და იმედგაცრუება ეწვიათ, სულით დაეცნენ. რწმენა, რომელიც გარემოებებზე და გარემოცვაზეა დამოკიდებული და მხოლოდ მაშინ ღვივის, როცა ყველაფერი კარგადაა, ნამდვილად არ არის ჭეშმარიტი რწმენა.ქიმ 103.3

    თავისი უბედობის ჟამს მოსემ უფალს მიმართა. ასევე უნდა მოქცეულიყვნენ ტყვეობიდან დახსნილი ისრაელის ძენი. ღმერთმა ისმინა თავისი მორჩილის ღაღადისი, რომელიც ადამიანებმა საყვედურებით აავსეს. მან უჩვენა მოსეს ძელი. „და მან ჩააგდო იგი წყალში, და გაამტკნარა წყალი”. მწარე წყალი დაატკბო არა ძელმა, არამედ ძალამ იმისა, ვინც ღრუბლის სვეტით შეიმოსა, ვისაც ყველაფერი შეუძლია...ქიმ 103.4

    განა სათანადოდ შეაფასეს ადამიანებმა მაშინ ღმერთის წყალობა? განა გამოთქვეს მის მიმართ სამადლობელი სიტყვები? აივსო თუ არა მათი გულები ქებითა და მადლიერებით? შეასრულეს კი ღმერთის განდიდების ისეთივე მსახურება, როგორიც მეწამული ზღვის პირას სასწაულებრივი გადარჩენისას? ჩვენ არანაირი მტკიცება არ გაგვაჩნია იმისა, რომ ღმერთის წყალობამ, სიკეთემ და სიყვარულმა მათდამი განამტკიცა მათი რწმენა...ქიმ 103.5

    როდესაც გამოცდა გველის, როდესაც ვხედავთ, რომ მომავალში ჩვენი კეთილდღეობა და კომფორტი კი არ გაუმჯობესდება, არამედ გაუარესდება, როდესაც ზეწოლას განვიცდით მსხვერპლის გასაღებად, როგორ აღვიქვავთ სატანის ჩაჩურჩულებას, რომელიც ჩაგვაგონებს იმას, რომ ახლოვდება დაცემის, განადგურებისა და საშინელ უბედურებათა ჟამი?.. ჩვენ მარცვალმარცვალ უნდა შევაგროვოთ ზეციური კურთხევა და კეთილი წინასწარმეტყველებანი და ვთქვათ: „უფალო, მწამს შენი, შენი მორჩილებისა და საქმისა. მარად შენი იმედი მექნება”.ქიმ 103.6