Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    იესო ყველა ბავშვისა და მოზარდისათვის სამაგალითოა, 5 აგვისტო

    „ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ტანი, და მადლი ღვთისა და ადამიანთა წინაშე” (ლუკ. 2:52).ქიმ 220.1

    როცა იესო ტაძარში მოყვანილ მსხვერპლს ხედავდა, სულიწმიდამ გამოუცხადა მას, რომ მისი სიცოცხლე მსხვერპლად უნდა შეწირვოდა წუთისოფლის სიცოცხლეს... ბავშვობიდან მას ზეციური ანგელოზები მფარველობდნენ, მაგრამ მისი სიცოცხლე მაინც ბნელეთის ძალებთან მუდმივი ბრძოლა იყო. სატანა ყველანაირად ცდილობდა მის ცდუნებას და გამოცდას. მაცდურ ადამიანებს შთააგონებდა იესოს სიტყვების არასწორად გაგებას, რათა ვერ მიეღოთ ხსნა, რომელიც მას მოჰქონდა მათთვის. ქრისტე აწყდებოდა წინააღმდეგობას სახლშიც და საზოგადოებრივ ადგილებშიც. ეს იმიტომ კი არ ხდებოდა, რომ ავაზაკი იყო, არამედ იმიტომ, რომ მისი ცხოვრება თავისუფალი იყო ყოველგვარი მწიკვლისა და ცოდვისაგან და გმობდა ყოველგვარ სიბილწეს...ქიმ 220.2

    მისი უბიწო ცხოვრება ბევრისათვის საყვედურად იქცა და ისინი გაურბოდნენ მას; ამავე დროს სამართლის მაძიებელნი მიილტვოდნენ მისკენ, რადგან იქ, სადაც ის იყო, სუფევდა მშვიდობა. ის მოკრძალებული იყო და არასოდეს დაჟინებით არ აცხადებდა თავის უფლებებს; მაგრამ მის ძმებს სძულდათ იგი და ცდილობდნენ გამოევლინათ ის, რომ მისი არ სწამთ... ის თითქოს მაღლდებოდა თავის ცხოვრებისეულ სიძნელეებზე და ცხოვრობდა უფლის სახის ნათელში. ის მოთმინებით იტანდა შეურაცხყოფას და თავის ადამიანურ ბუნებაში ყველა ბავშვისა და ახალგაზრდისათვის მაგალითად იქცა...ქიმ 220.3

    მისი ცხოვრება ადამიანთა საზოგადოებაში საფუარს ჰგავდა. უცოდველი და უბიწო, ის ცხოვრობდა ფუქსავატ, უგნურ, უხეშ და ბილწ ადამიანებს შორის. ის ტრიალებდა ქურდებსა და მეძავებს, ურწმუნო სამარიელებსა და წარმართ მეომრებს, უხეშ გლეხებსა და სხვადასხვა ჯურის ბრბოს შორის... ის ყოველ ადამიანს ეპყრობოდა, როგორც ძვირფას შენაძენს. ასწავლიდა ადამიანებს, ეპოვათ ღმერთის მიერ ბოძებული ძვირფასი ტალანტები. თუკი ადამიანები სწორად გამოიყენებდნენ მათ, ისინი აღამაღლებდნენ და გააკეთილშობილებდნენ თავის ხასიათს, შეიძენდნენ მარადიულ სიმდიდრეს. თავისი მაგალითითა და ხასიათით ის ასწავლიდა, რამდენად ძვირფასია სიცოცხლის ყოველი წამი, რადგან ამ დროს მარადიული თესლის თესვის ჟამია.ქიმ 220.4

    იესო გულით ატარებდა კაცობრიობის ხსნის ტვირთს, მან იცოდა, რომ თუკი ადამიანები არ მიიღებენ მას და არ შეცვლიან თავის ცხოვრებასა და მიზნებს, სამუდამოდ დაიღუპებიან. ეს ამძიმებდა მის სულს, რადგან მარტო ატარებდა ასეთ მძიმე ტვირთს... სიყრმიდან მხურვალედ სურდა წუთისოფლის ლამპარი გამხდარიყო და მიზნად დაისახა „სოფლის ნათელი” ყოფილიყო. სწორედ ასეთი იყო და მისი ნათელი კვლავაც უნათებს სიბნელეში მყოფთ. ვიაროთ იმ ნათელში, რომელიც მან მოგვიძღვნა...ქიმ 220.5