Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    საყვარელი იოანე ხდება იოანე ღვთისმეტყველი, 31 ოქტომბერი

    „გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავის მსახურთათვის, რაც უნდა მოხდეს მალე და აუწყა და გაუგზავნა თავისი ანგელოზის მეშვეობით თავის მსახურს იოანეს” (გამოცხ. 1:1).ქიმ 307.1

    ქრისტეს ცად ამაღლების შემდეგ იოანეს მოწმობამ მასზე შეაშფოთა ხელისუფალნი. დიდი ძალით ამოწმებდა იგი, რომ ქრისტე არის აღმდგარი მაცხოვარი. იუდეველებისთვის რომ ესიამოვნებინათ, რომაელებმა ჯვარს აცვეს ქრისტე და ახლა ცდილობდნენ მეტად ესიამოვნებინათ და გაგზავნეს იოანე იქ, სადაც მის ხმას ვერ გაიგებდნენ ვერც იუდეველები, ვერც წარმართები. იოანე გადაასახლეს კუნძულ პატმოსზე.ქიმ 307.2

    ერთი შეხედვით ისე ჩანდა, თითქოს უფალმა მტრებს გამარჯვების ნება დართო. მაგრამ ღმერთის ხელი უხილავად ხელმძღვანელობდა მოვლენებს. ღმერთმა ერთგული მორჩილი მოახვედრა იქ, სადაც ნახავდა ქრისტეს საოცარ გამოცხადებას, რათა შემდეგ წუთისოფლისთვის გადაეცა... იოანე გადაასახლეს უდაბურ კუნძულზე და იქ ეწვია ქრისტე, გაუგზავნა თავისი დიდების ყველაზე საკვირველი ხილვა და გამოუცხადა ის, რაც მალე უნდა მომხდარიყო დედამიწაზე...ქიმ 307.3

    იოანეს აკლდა ძმებთან ურთიერთობის სიხარული, მაგრამ ვერავინ წაართმევდა ნათელს და ქრისტეს გამოცხადებას. ქრისტეს უნდოდა თავისი მორჩილი გაებრწყინებინა დიადი ნათელით. საყვარელ მოწაფეს დიდი წყალობა ხვდა. სხვა მოწაფეებთან ერთად დადიოდა ქრისტეს მხარდამხარ, სწავლობდა მისგან და აღივსებოდა მისი სიტყვებით... აღმდგარი მაცხოვარი წმინდა შაბათ დღეს მოვიდა იოანესთან; იოანესთვის მაშინ მიცემული მოწმობა ჩვენთვისაც იყო განკუთვნილი. ღმერთს სურს შევისწავლოთ წერილები და შევიტყოთ, რა გველის წუთისოფლის ისტორიის უკანასკნელ დღეებში...ქიმ 307.4

    წაიკითხეთ გამოცხ. 1. ეს ყველაზე ძლიერი მოწმობაა, მაგრამ მისი ჭეშმარიტი აზრი დღეს ძალზე ბუნდოვანია. დაე, წერილთა მკვლევარნი ღრმად ჩაუფიქრდნენ თითოეულ სიტყვას გამოცხადების წიგნის პირველ თავში, რადგან ყოველი გამონათქვამი და სიტყვა მნიშვნელოვანია.ქიმ 307.5

    ქრისტეს გამოცხადებამ უნდა დაუმტკიცოს ყველას, მორწმუნესაც და ურწმუნოსაც, რომ გვყავს აღმდგარი ქრისტე. ეს ჭეშმარიტება ეკლესიისათვის მაცოცხლებელი ძალა იქნება. ზოგჯერ შავი ღრუბლები იქუფრება ღვთის ხალხის თავზე. გვეჩვენება, რომ ჩაგვრა და დევნა მას საბოლოოდ გაანადგურებს. მაგრამ სწორედ ასეთ ჟამს გვეძლევა ყველაზე ჭკუის სასწავლი გაკვეთილები. რაც უფრო ბნელია ცა, მით უფრო ძლიერ კაშკაშებენ ვარსკვლავები, სწორედ ასევე, უფლის დიდების ყველაზე ნათელი სხივები ყველაზე შავ წყვდიადს ფანტავენ. რაც ბნელია ცა, მით კაშკაშა და გამომსახველია სიმართლის მზის, აღმდგარი მაცხოვრის სხივები.ქიმ 307.6