Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    დეკემბერი

    იკვლიეთ წერილები, რათა დამკვიდრდეთ ჭეშმარიტებაში, 1 დეკემბერი

    „ეცადე შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად” (2 ტიმ. 2:15).ქიმ 338.1

    ამჟამად უფალი არ დაუშვებს იმ ჭეშმარიტების უარყოფას, რასაც სულიწმიდის ძალით ქადაგებენ მისი მორჩილნი. მრავალნი დაიწყებენ წერილებში ნათელის ძიებას, მსგავსად ბიბლიის ძველი მკვლევარებისა და დაინახავენ ნათელს სიტყვაში. მაგრამ მათ ჯერ არ გააჩნიათ ის გამოცდილება, რომელიც მიიღეს პირველი გამაფრთხილებელი უწყების გამცხადებლებმა. რადგან მათ ეს გამოცდილება არ გააჩნიათ, არ აფასებენ ნიშანსვეტად ქცეულ ჭეშმარიტებებს, რომელთა წყალობითაც გავხდით განსაკუთრებულნი. ისინი მცდარად იყენებენ წერილებს, ამიტომ იგონებენ მცდარ თეორიებს. დიახ, ისინი ხშირად იშველიებენ წერილებს და ასწავლიან ჭეშმარიტებას, მაგრამ მათ ცნობიერებაში ჭეშმარიტება და სიცრუე ისეა არეული, რომ მცდარი დასკვნები გამოაქვთ...ქიმ 338.2

    სატანა მოქმედებს ისე, რომ ებრაელი ხალხის ისტორია შეიძლება განმეორდეს სიტყვით ჭეშმარიტების მოწმეთა ცხოვრებაში. იუდეველებს ჰქონდათ ძველი აღთქმის წერილები და ეგონათ, რომ კარგად ერკვეოდნენ მათში, მაგრამ მათ სამწუხარო შეცდომა დაუშვეს. ის წინასწარმეტყველებანი, რომლებიც ებრაელებს ცის ღრუბლებზე ქრისტეს სახელოვანი მეორედ მოსვლის შესახებ ამცნობდა, მის პირველ მოსვლას მიაკუთვნეს. რადგან მესია არ მოსულა ისე, როგორც ხალხს უნდოდა, ებრაელებმა ზურგი აქციეს მას...ქიმ 338.3

    დღეს სატანა შრომობს ღვთის ხალხის რწმენის შესასუსტებლად. ზოგი ადამიანი იტაცებს ნებისმიერ ახალ იდეას. დანიელისა და გამოცხადების წიგნის წინასწარმეტყველებანი მცდარად იქნა გაგებული... ეს უწყებანი, მიღებული და ცხოვრებაში გატარებული, ამზადებენ ხალხს ღვთის დიადი დღისათვის, რათა სიმტკიცით იდგნენ. თუ ჩვენ ვიკვლევთ წერილებს და ვმკვიდრდებით ჭეშმარიტებაში, რომელიც ღმერთმა გადასცა მორჩილთ წუთისოფელში გასავრცელებლად, მაშინ უცილობლად ვიქადაგებთ ანგელოზთა პირველ, მეორე და მესამე უწყებას.ქიმ 338.4

    მართალია, რომ ზოგიერთი წინასწარმეტყველება ჯერ არ შესრულებულა და შესრულდება მხოლოდ მომავალში. მაგრამ უკიდურესად მცდარი სამუშაო სრულდება და კვლავ შესრულდება იმ ხალხისაგან, ვინც წინასწარმეტყველებაში ეძიებს ახალ ნათელს და უარყოფს ღვთისგან უკვე მინიჭებულს. წუთისოფელი უნდა გამოიცადოს უწყებებით, რომლებიც მოხსენიებულია გამოცხადების წიგნის მეთოთხმეტე თავში; ესაა მარადიული სახარება და იგი უნდა ვაუწყოთ ყველგან.ქიმ 338.5