Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მოსე ჭეშმარიტი მორჩილების მაგალითს აძლევდა ყველას, 19 აპრილი

    „და ახლა, თუ შეუნდობ მათ ცოდვას, შეუნდე, და თუ არა, ამომშალე მეც შენი წიგნიდან, შენ რომ დაწერე” (გამ. 32:32).ქიმ 112.1

    სინაის მთაზე ათი მცნების მოსმენის შემდეგ ისრაელის ძენი კერპთაყვანისცემამ მოიცვა, რითაც ღმერთის რისხვა გამოიწვიეს. მან უთხრა მოსეს: „ახლა მიმიშვი, რათა აღეგზნოს ჩემი რისხვა მათზე და მოვსპო ისინი, შემდეგ კი გაქცევ შენ დიდ ხალხად”. მაგრამ, არა, კაცს, რომელმაც ისწავლა უდაბნოში დაკარგული ცხვრების მოძიება და სიცივისა და უამინდობის მედგრად გადატანა, არ სურდა, რომ დაღუპულიყო თუნდაც ერთი პირუტყვი, არ შეეძლო უარი ეთქვა იმ ხალხზე, რომელიც მიენდო მას. ის ემუდარებოდა ღმერთს, უარი არ ეთქვა მათზე, მიეტევა მათთვის ურჯულოება...ქიმ 112.2

    მოსემ განაცხადა: „თუ შენ თავად არ წამოხვალ, ნუ გაგვიყვან აქედან”. ის უკვე აღარ ენდობოდა საკუთარ თავს. მისი დევიზი იყო სიტყვები: ისრაელის ღმერთია ჩემი ძალა და ჩემი ბელადი. მოსეს არ მიუღია არანაირი პატივი, როგორც ამას სხვა ხალხების მეფეები აკეთებდნენ. კვლავ და კვლავ ეუბნებოდა იგი ხალხს, რომ ის ისეთია, როგორიც გახადა ისრაელის ღმერთმა. ის ასწავლიდა მათ, არ მიესაკუთრებინათ პატივი და დიდება ბრძოლებში გამარჯვებისათვის, რადგან გამარჯვებას მათთვის თვით ისრაელის ღმერთი აღწევდა.ქიმ 112.3

    როდესაც უფალმა უთხრა მოსეს: „მე წავალ შენს წინ”, ჩვენი თვალთახედვით ის ამით უნდა დაკმაყოფილებულიყო. მაგრამ მოსემ ღმერთს სხვა თხოვნით მიმართა: „მაჩვენე შენი დიდება”. გაუწყრა ღმერთი მოსეს მისი თვითდაჯერებულობის გამო?.. ღმერთმა რწმენის დიდი ადამიანი კლდის ნაპრალში დააყენა და იქ გაუცხადა თავისი დიდება...ქიმ 112.4

    როდესაც მოსე ხალხთან დაბრუნდა, ისრაელიანნი მის სახეს ვერ უსწორებდნენ თვალს, რადგან ის ელაპარაკა ღმერთს და სახე ღვთის დიდებას ირეკლავდა, რომელიც მას გამოეცხადა. „ასხივებდა მისი სახე”. ხალხთან ლაპარაკისას იძულებული იყო სახეზე რიდე აეფარებინა.ქიმ 112.5

    უფლის თვალში დიდია არა ბაქია და ურწმუნო, არამედ მორჩილი და ერთგული ადამიანი. უფალს სურს, რომ მისმა შვილებმა პირადი გამოცდილება შეიძინონ, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს უპასუხოს მათ ლოცვებს. რაც უფრო ახლოს არიან ისინი იესო ქრისტესთან, მით უკეთ შეუძლიათ იხილონ მისი მოწყალე ხასიათი და ცხოვრება და მით უფრო მოკრძალებული იქნება მათი აზრი საკუთარ თავზე. ხოლო რაც უფრო თავმდაბალია ადამიანთა შეფასებები საკუთარი შესაძლებლობების თაობაზე, მით უფრო ნათელია მათი წარმოდგენები ღმერთის დიდებასა და ძლევამოსილებაზე. როდესაც ადამიანებს სიწმინდის პრეტენზია გააჩნიათ, საჭირო აღარაა იმის დამტკიცება, რომ ისინი არ არიან წმინდა.ქიმ 112.6