Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ერიდეთ განხეთქილებას, ესწრაფეთ თანხმობას, 19 ნოემბერი

    „მხოლოდ ამპარტავნობისაგან წარმოიშვება განხეთქილება, მრჩეველთ კი სიბრძნე აქვთ” (იგავ. 13:10).ქიმ 326.1

    რეფორმაციას ძალზე აფერხებდა რწმენის საკითხებთან დაკავშირებული არსებითი უთანხმოება პროტესტანტებში, რადგან ყოველი მხარე ჯიუტად იცავდა ჭეშმარიტების თავისეულ გაგებას. მალე ერთმანეთს პირდაპირ თვალებში შევხედავთ, მაგრამ შეცდომა იქნებოდა, ჯიუტად გადმოგვეცა რწმენისა და ჭეშმარიტების საწინააღმდეგო საკუთარი შეხედულებები. ასეთი პოზიცია მხოლოდ გვავნებს, როგორც მარტინ ლუთერის დროს. თუ თქვენ დაიწყებთ დამოუკიდებელ მოქმედებას და თავს უფლებას მისცემთ ამხანაგების აზრის გაუთვალისწინებლად გამოხატოთ შეხედულებები, ამას წარმოუდგენელი სიტუაციები მოჰყვება.ქიმ 326.2

    ჩემს ქმარს ზოგი საკითხისადმი თანამოძმეთაგან განსხვავებული აზრი ჰქონდა. მე განმემარტა, რომ ღმერთმა აუკრძალა თუნდაც სწორი შეხედულებების გამოთქმა თანამოძმეთა წინაშე, რათა განხეთქილება არ წარმოშობილიყო...ქიმ 326.3

    არ უნდა გავრცელდეს გონებისმიერი იდეები, რადგან არსებობს თავისებური ხალხი, მათ უყვართ სხვისთვის მიუღებელი რომელიმე საკითხის წამოწევა, კამათი და საყოველთაო ყურადღების მიპყრობა, გაზვიადება, თუმცა მოცემულ საკითხს პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს და ადამიანებს სხვადასხვაგვარად ესმით. ორჯერ განმემარტა, რომ საჭიროა უკუვაგდოთ ყოველივე, რაც ჩვენი დროისთვის დიდმნიშვნელოვანი საკითხებისგან აშორებს ჩვენს მსახურებს.ქიმ 326.4

    ქრისტეს არ გამოუცხადებია ჭეშმარიტების მრავალი მუხლი, რადგან მათ შეეძლო გამოეწვია კამათი და უთანხმოება. მაგრამ ახალგაზრდები, რომელთაც ჩვენი გამოცდა არ გაუვლიათ, დიდი მონდომებით უწყობენ ხელს კამათს. მათ ძალზე აღაგზნებს ასეთი კამათი...ქიმ 326.5

    ჩვენ ვცხოვრობთ დიადი განწმენდის დღეს, როცა საჭიროა ღვთის წინაშე სულის მორჩილება, ცოდვების აღიარება, გულის თვინიერება და დიადი შეტაკებისათვის მზადება. როცა კამათი საჯაროდ ხდება, მსმენელი ფიქრობს, რომ ერთერთ ძმას აქვს ღირებული საბუთი, ხოლო მეორე უარყოფს მას. საწყალი ხალხი იბნევა და ამგვარ შეკრებას ზიანი უფრო მოაქვს, ვიდრე სარგებელი. სჯობს ისინი საერთოდ არ გაიმართოს.ქიმ 326.6

    როცა დაპირისპირება იწყება, საჭიროა ძალისხმევა, რათა მოგვარდეს უთანხმოებანი, წერილობით და ზეპირად გადმოიცეს ჭეშმარიტებანი, რომლებიც მიგვიყვანს საყოველთაო თანხმობამდე.ქიმ 326.7