Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ფილიპე - მახარებელი, 28 ოქტომბერი

    „ეთიოპელი კაცი, საჭურისი... დიდებული... უკან ბრუნდებოდა და, თავის ეტლში მჯდომი, კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველს. უთხრა სულმა ფილიპეს: მიდი და ახლოს დაუდექი მაგ ეტლს” (საქმე. 8:27-29).ქიმ 304.1

    ზეციური მაცნე გაეგზავნა ფილიპეს (ერთერთ არჩეულ დიაკვანს) იმის საჩვენებლად, თუ რა უნდა გაუკეთოს ეთიოპელს. მახარობელმა მიიღო განკარგულება: „ადექი და წადი სამხრეთისაკენ, იმ გზაზე, რომელიც იერუსალიმიდან ღაზაში ჩადის. უკაცრიელია იგი”...ქიმ 304.2

    დღეს ანგელოზები წინანდებურად უძღვებიან დამოძღვრისა და გზის ჩვენების მსურველთ. ანგელოზს თავად შეუძლია ამ სამუშაოს შესრულება, მაგრამ ღმერთი სხვაგვარად მოქმედებს. მორწმუნენი ღვთის იარაღია და მათ ერთად უნდა იშრომონ გზააბნეულთა დასახსნელად.ქიმ 304.3

    ფილიპე მიხვდა, რას ელოდნენ მისგან. ეს წარჩინებული დიდებული მაცხოვარმა მოიხმო და იგი არ ეწინააღმდეგებოდა ძალას, რომელიც იზიდავდა. მას მაღალი მდგომარეობა არ უქცევია ჯვარცმული ქრისტეს მიუღებლობის საბაბად. მახარებელმა ჰკითხა საჭურისს: „თუ გესმის, რასაც კითხულობ? მან უთხრა: როგორ გავიგებ, თუ არავინ განმიმარტავს? და სთხოვა ფილიპეს, ასულიყო და მის გვერდით დამჯდარიყო” და აეხსნა ღვთის სიტყვა...ქიმ 304.4

    „გახსნა ფილიპემ ბაგეები, დაიწყო ამ წერილით და ახარა იესოს შესახებ. როცა გზა განაგრძეს, მოადგნენ ერთ წყალს და თქვა საჭურისმა: აჰა, წყალი. რა მაბრკოლებს რომ მოვინათლო? უთხრა მას ფილიპემ: თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება... და ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპე და საჭურისი, და მოინათლა იგი”...ქიმ 304.5

    როცა ზეციური ანგელოზები თავის საქმეს აკეთებენ, ბოროტი ძალები მუშაობენ გონების დასაბნევად. სატანა ქმნის დაბრკოლებებს, რათა დააბნიოს ჭეშმარიტების გულწრფელი მაძიებელი, ვისაც სურს ღვთის სიტყვის გაგება. ასე მოექცა ქრისტესაც ცდუნების უდაბნოში. ქრისტეს გამოცდილება ჩაწერილია იმ მიზნით, რომ შევიცნოთ სატანისეული ხერხები და გეგმები. თუ ფილიპე საჭურისს გაურკვეველ მდგომარეობაში დატოვებდა, იგი ალბათ ვერასოდეს ვერ იწამებდა მაცხოვარს. ბოროტი ანგელოზები უცდიდნენ შესაძლებლობას - თავს მოეხვიათ სიცრუე და განერიდებინათ ახლად გაღვიძებული გონება ჭეშმარიტების ძიებისაგან. ღვთისმსახურები ბოლომდე უნდა ემსახურებოდნენ ღმერთს, რომ კარგად შეიცნონ ბოროტ ძალთა ქმედება. როგორც ბრძენმა მმართველებმა, ბოლომდე უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რათა მოუთხრონ ადამიანებს ღვთის მადლზე და აზიარონ ქრისტეს.ქიმ 304.6