Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    აპრილი

    მოსეს მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია რწმენით ვიზარდოთ, 1 აპრილი

    „რწმენით უარი თქვა მოსემ, როცა წამოიზარდა, ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო. და ღვთის ხალხთან ტანჯვა ამჯობინა წარმავალ, ცოდვიან განცხრომას” (ებრ. 11:24, 25).ქიმ 94.1

    ეგვიპტემ, იმ დროისათვის მსოფლიოს უძლიერესმა სამეფომ, შესთავაზა მოსეს ყველაზე დიდი თანამდებობა. მაგრამ მან არ მიიღო ეს მაცდუნებელი წინადადება, „ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო”.ქიმ 94.2

    მოსეს ძალა ყოველივე ძალის წყაროსთან, ცაბაოთ უფალთან კავშირში მდგომარეობდა. ის დიდებულად ამარცხებს ყველა მიწიერ ცდუნებას და მთლიანად ღმერთის სასოებას მიმართავს. ის თვლის, რომ უფალს ეკუთვნის. თუმცა მოსე უშუალოდ იყო დაკავშირებული ეგვიპტის მეფის სახელმწიფო ინტერესებთან, ის მუდამ იკვლევდა ღვთიური მმართველობის კანონებს და ამგვარად მისი რწმენა იზრდებოდა. მოსე დიდად აფასებდა იმ რწმენას, რომელიც ფესვებით მისი ბავშვობიდან მოდიოდა. მთელი მისი ცხოვრება ამზადებდა მას ისრაელის მონობიდან გამოყვანის დიადი საქმისათვის...ქიმ 94.3

    როდესაც ეგვიპტელი მოკლა, მოსე მიხვდა, რომ ვერ ჩაწვდა ღმერთის გეგმას. მაშინ იგი გაიქცა ეგვიპტიდან და მწყემსობას მიჰყო ხელი. ის უკვე აღარ გეგმავდა დიდი საქმეების აღსრულებას, მაგრამ გახდა ძლიერ მოკრძალებული; მისი დაბინდული გონება განათდა და მოსემ ისწავლა ღმერთის, როგორც თავისი თავშესაფრის მოძიება. მას არ უჭირდა მის ირგვლივ ღმერთის სუფევის აღმოჩენა. გრძნობდა, რომ ბუნება აღვსილი იყო უხილავის სუფევით. მოსე იცნობდა ღმერთს, როგორც პიროვნებას და ფიქრობდა რა მის ხასიათზე, სულ უფრო და უფრო გრძნობდა მის სუფევას. ებრაელთა მომავალმა ბელადმა თავშესაფარი მის მარადიულ გაშლილ მკლავებში ჰპოვა. ღმერთი მოსეს პირისპირ ესაუბრებოდა, როგორც კაცი თავის მეგობარს. სიმართლის მზის კაშკაშა სხივები მოსეს გულისა და სულის იდუმალ კუნჭულებში აღწევდა. ღმერთი იყო მისი თავშესაფარი და საცხოვრისი...ქიმ 94.4

    რწმენით შეძლებთ, თითქოსდა უხილავი იხილოთ და კვლავ მტკიცენი დარჩეთ. უფალს სურს, მოგცეთ ძვირფასი გამოცდილება. ღმერთს თქვენთან საქმე აქვს. თქვენ შეგიძლიათ ეძიოთ მარადიულ ჭეშმარიტებათა უზენაესი აზრი. ღმერთი იმათ გვერდითაა, ვინც მოუხმობს მას წრფელი გულით. განა რა უნდა იყოს ის უპირატესობა და პატივი, რასაც გთავაზობთ წუთისოფელი, უფლის ძეთა უპირატესობებთან შედარებით?..ქიმ 94.5

    შავბნელი ჩრდილები გაიფანტება, დადგება დილა და ბრძოლაც დასრულდება. სიცოცხლის გვირგვინი ელის ყველას, ვინც ქრისტეს ტანჯვაში მონაწილეობს.ქიმ 94.6