Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ნურასოდეს დაივიწყებთ, რომ ღმერთი მეგზურობას გვიწევდა წარსულში, 13 მაისი

    „აირჩიეთ დღეს, ვის ემსახუროთ... მე და ჩემი სახლი კი უფალს ვემსახურებით” (იესო. 24:15).ქიმ 136.1

    თუკი ადამიანები, რომელთაც საკუთარი თვალით იხილეს, თუ როგორ იწყებდა და აგრძელებდა თავის საქმეს ღმერთი, და რომელნიც კვლავაც ავანსცენაზე იმყოფებიან, კვლავ იდგებიან იესო ნავეს ძის მსგავსად, განამტკიცებენ უფლის ხალხის რწმენას და შეაჯამებენ წარსულის კურთხევასა და წყალობას, თავად მიიღებენ კურთხევას და კურთხევად იქცევიან მათთვის, ვისაც ეს გამოცდილება არ ჰქონია. პიონერებს რომ მოეთხროთ იმ მსხვერპლის შესახებ, რომლის გაღებაც უწევდათ უფლის საქმის ხელმძღვანელებს იმ დღეებში და რომ მიეთითებინათ ხალხის პირველ მსახურთა უბრალოებასა და ღმერთის ძალაზე, რომელმაც დაიცვა მისი საქმე ტყუილის, ცდუნებისა და გადაჭარბებულობისაგან, ისინი შეძლებდნენ თანამედროვე მსახურებზე გარდამქმნელი გავლენის მოხდენას.ქიმ 136.2

    როცა ღმერთის მიერ წარსულში თავისი ხალხისათვის გაკეთებულ საქმეებს ვივიწყებთ, მხედველობიდან გვრჩება ისიც, თუ რას აკეთებს იგი ჩვენთვის ამჟამად. ვინც დღეს იწყებს საქმიანობას, თითქმის არაფერი იცის იმ ადამიანთა თავგანწირვისა და თავდადების შესახებ, რომელთაც ღმერთმა დასაბამიდანვე დააკისრა ამ საქმის ტვირთი. მათ კვლავ და კვლავ სჭირდებათ ამის შეხსენება...ქიმ 136.3

    სიცოცხლის მთავარსა და ბნელეთის მთავარს შორის მკაცრი ბრძოლა მიმდინარეობს. და ეს ბრძოლა მუდმივ სიფხიზლეს მოითხოვს ხელდასმულ მსახურთა მხრიდან... თუ ადამიანები უარს ამბობენ უფლის გზების მიღებაზე, თუ ისინი რაიმე მიზეზით ეწინააღმდეგებიან ზეციდან მათთვის დაშვებულ სინათლეს, აუცილებლად სიცრუის მკეთებელთა შორის აღმოჩნდებიან... თუკი ისინი ამჩნევენ თავის შეცდომებს და ხვდებიან, რომ გაუკუღმართებული იყო მათი სული, მაგრამ ცდილობდნენ გაენადგურებინათ ის, რისი შენახვაც სურდა უფალს, მათ უნდა პატიოსნად და გულწრფელად აღიარონ თავისი შეცდომა... თუ ისინი გულს მოიდრეკენ ღმერთის წინაშე, როგორც ეს დავითმა გააკეთა და მოინანიებენ თავის შეცდომას, ღმერთის ერთგული სიტყვა აუცილებლად მიუტევებს მათ...ქიმ 136.4

    ამჟამად სატანას ხელს უწყობენ განსაკუთრებული საქმის კეთებაში. ადამიანები, რომლებიც წარსულში ცდებოდნენ და არ მოინანიეს, რათა ბოლომდე ეღიარებინათ თავიანთი შეცდომები და გამოესწორებინათ ისინი, კვლავაც ყველაფერს თავისებურად გააკეთებენ. ისინი შეცდომას კვლავაც ჭეშმარიტებას უწოდებენ, ხოლო ჭეშმარიტებას - შეცდომას. ბოლოს და ბოლოს, ეს მსახურები დიად ბრძოლაში სატანის მხარეზე აღმოჩნდებიან...ქიმ 136.5

    ღმერთი არა მარტო თავისი დაპირებების ერთგულია, არამედ თავისი მუქარისაც. ძმებო და დებო, მე შეიძლება სამარეში ჩავიდე და ჩემი ხმა დადუმდეს მანამდე, ვიდრე ღმერთის ეს გაფრთხილება ჩვენს გონებასა და გულებზე საჭირო ზემოქმედებას მოახდენს, მაგრამ მინდა მოგმართოთ პავლეს სიტყვებით: „და რაკი უფლის შიში ვიცით, ადამიანებს შთავაგონებთ” ყველგან, რომ მოინანიონ.ქიმ 136.6