Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    იესომ მოგვცა „ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა” , 13 ივლისი

    „ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა” (იოან. 1:12).ქიმ 197.1

    ჩვენ ღმერთს ვეკუთვნით. ქრისტემ ჩვენში გამოსასყიდის ისეთი თანხა გადაიხადა, რომელიც დათვლას არ ექვემდებარება. მან საკუთარი თავი ცოცხალ მსხვერპლად შესწირა ღმერთს. თავის თავზე აიღო დამნაშავეთა ცოდვები, რათა წარმოეჩინა ღმერთი, როგორც მართალი და გამმართლებელი მომნანიებელი, მორწმუნე ცოდვილისა. ცდუნების უდაბნოში მან დაძლია საჭმელით ცდუნება, როცა ორმოც დღეს და ორმოც ღამეს მარხულობდა. და როდესაც დასუსტდა მარხვისაგან, თავს სატანა დაესხა. მაგრამ ქრისტემ არ უპასუხა მას საკუთარი სიტყვებით, რათა სატანას არ ეკამათა მასთან... მიუახლოვდა მას მაცდური და უთხრა: „თუ შენ ღვთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ”. მაგრამ ქრისტემ არ მიიღო სიტყვა „თუ” და პოლემიკის საფუძველიც აღარ დარჩა...ქიმ 197.2

    ადამიანურ ბუნებაში მყოფმა იესომ დაამტკიცა, სატანის მიერ ცოდვილ ადამიანებზე თავს მოხვეული ნებისმიერი ცდუნებისას, მათ შეუძლიათ ღმერთში ჰპოვონ თანადგომა, თუკი მის ძალას მიმართავენ და მორჩილების გზით თანხმობაში იქნებიან მასთან...ქიმ 197.3

    მთელი ზეცა აკვირდებოდა, როგორ ცდილობდა მტერი ქრისტეს დაძლევას, როცა იგი ცოდვილი კაცობრიობის მოდგმის სახელით იცდებოდა. და მთელი ზეცა უთვალთვალებს თითოეული იმ ადამიანის მისწრაფებებს, ვინც ცდუნების ქვეშ იმყოფება მრავალ სხვა ადამიანთან ერთად დედამიწაზე. თუკი ისინი წინ აღუდგებიან ცდუნებას და არ დაუთმობენ სატანას არც ერთ პოზიციას, გაიმარჯვებენ. ზეციურ წიგნებში ჩვენი სახელის გასწვრივ დაიწერება: ამა და ამ დღეს სატანა შეეცადა დაეძლია და თავის ბადეში გაეხვია ერთერთი ჩემი გამოსყიდული, მაგრამ იგი მე, გამარჯვებულს, მიცქერდა და მე გავუგზავნე მას ანგელოზები დასახმარებლად, რათა ჩამოეშორებინათ მისგან ძლიერი მტერი...ქიმ 197.4

    მაგრამ რას უპასუხებენ ისინი, ვინც ზურგი შეაქცია სინათლეს და ცოდნას და ფუქსავატობაში, თავისი ვნებების და სურვილების დაკმაყოფილებისათვის ცხოვრობდა? მათი საუკუნო ხვედრი განისაზღვრება იმით, თუ რა მოცულობის მოწმობა მიიღეს სხვა ადამიანებისაგან, რა ნიჭითა და უნარით დაჯილდოვდნენ და რა გასცეს უფლის საქმისათვის.ქიმ 197.5

    ვინც მრავალ შესაძლებლობასა და უპირატესობას, აგრეთვე დიდ სინათლეს ფლობდა, შედარებული იქნებიან იმ ადამიანებთან, ვისაც რელიგიური განათლების სფეროში არ ჰქონდა დიდი უპირატესობა, მაგრამ გულმოდგინებითა და თავდადებით იღწვოდნენ, რათა მარადიულ სიცოცხლეს ჩასჭიდებოდნენ. ასეთებისათვის უფალი სიხარულით იგალობებს.ქიმ 197.6