Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მათი ნაყოფით, 8 იანვარი

    „ასე, მათი ნაყოფით იცნობთ მათ” (მათ. 7:20).ქიმ 10.1

    როდესაც ღმერთის სამსახურში მყოფნი მიმართავენ ბრალდებას, ამით ცდილობენ, განდევნონ სატანა მისივე პრინციპების მეშვეობით. და მარცხდებიან. სატანა ეცდება ადამიანს მოახვიოს თავს თავისი ცრუ პრინციპები. და ისინი, ვინც ღვთიური მმართველობისადმი თავის ერთგულებას და თავდადებას ამტკიცებს, ამ პრინციპებით შეიარაღდება. როგორ გავიგოთ, რომ ეს ადამიანები ღმერთის ერთგული და მორჩილი არ არიან? „მათი ნაყოფით იცნობთ მათ”.ქიმ 10.2

    უფალი ხედავდა, როგორ იყენებდა სატანა მის ძალას და მის სიცრუეს ჭეშმარიტება დაუპირისპირა. დიადი ბრძოლის განმავლობაში მრავალჯერ მიუახლოვდა სატანა იმ ზღვარს, სადაც უნდა ეღიარებინა, რომ ტყუის და მხოლოდ ღმერთია სამართლიანი. მაგრამ მის მიერ მოტყუებულნიც მზად იყვნენ, რათა იგი დეზერტირობაში დაედანაშაულებინათ. რის გაკეთება შეეძლო სატანას: დამორჩილებოდა ღმერთს თუ ცდუნების გზით გაეგრძელებინა სვლა? მან ჭეშმარიტებაზე უარის თქმა არჩია და ტყუილსა და ცილისწამებას შეაფარა თავი. უფალმა ნება დართო სატანას, კვლავაც მოეხდინა თავისი პრინციპების საჯარო ჩვენება.ქიმ 10.3

    ღმერთმა მართლაც დაამკვიდრა საკუთარი მმართველობა და შეინარჩუნა თავის გვერდით ქვეყნები და სამყარო, რომელიც არ დაეცა, მაგრამ საშინელ ფასად, მისი მხოლოდშობილი ძე სატანის მსხვერპლი გახდა. იესო ქრისტემ გამოავლინა სატანის ხასიათის საპირისპირო ხასიათი. როგორც მღვდელმთავარი იხდიდა დიდებულ საეპისკოპოსო სამოსელს და მსახურებას ეწეოდა უბრალო მღვდლის სელის სამოსელში, ასევე ქრისტემაც განიძარცვა თავი, მიიღო მორჩილი მონის სახე და მსხვერპლი გაიღო, იყო რა ერთდროულად მღვდელიცა და მსხვერპლიც.ქიმ 10.4

    ზეცის მბრძანებლის მოკვლით სატანამ საკუთარი გეგმები დაამსხვრია. უფლის ძის სიკვდილმა გარდუვალი გახადა სატანის სიკვდილიც. სატანას ნება მიეცა ევლო საკუთარი გზებით მანამ, სანამ მისი მმართველობა არ გამოაშკარავდებოდა წუთისოფლისა და მთელი სამყაროს წინაშე, უფლის ძის სისხლის დაღვრით ის ზეცის ბინადართა თანაგრძნობას გამოემშვიდობა. ყველა დარწმუნდა, რომ სატანა ცრუ, მპარავი და მკვლელია.ქიმ 10.5

    ღმერთი ხედავს, რომ წუთისოფელი იგივე გზით მიდის. ადამიანები გზის გასაყართან მიდიან და ორიდან ერთი გზა უნდა აირჩიონ: მართალი ან ცრუ. ათასობით ადამიანი, როგორც მათ ჰგონიათ, ოსტატურად ნიღბავს თავის ჭეშმარიტ ზრახვებს და ირჩევს ცრუ გზას... ღმერთი არავის აიძულებს, ყველას ეძლევა არჩევნის უფლება, მაგრამ იგი გვაფრთხილებს: „მათი ნაყოფით იცნობთ მათ”. უფალი თვლის, რომ სულაც არაა ბრძენი ის, ვისაც ერთმანეთისაგან ვერ გაურჩევია ეკალი იმ ხისაგან, რომელიც ზეთისხილის ნაყოფს იძლევა.ქიმ 10.6