Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღმერთი გვაფრთხილებს ეგოცენტრიზმისა და ამპარტავნობის საფრთხის შესახებ, 21 ივნისი

    „მოიკვეთები კაცთაგან და მინდვრის მხეცებთან იქნება შენი ბინა... და შვიდი ჟამი გაივლის შენს თავზე, ვიდრე მიხვდებოდე, რომ უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე” (დან. 4:25).ქიმ 175.1

    ერთგული დანიელი მეფის წინაშე წარსდგა არა იმისათვის, რომ ეთვალთმაქცა ან მეფის გულის მოსაგებად არასწორად განემარტებინა მისი სიზმარი. მას დაეკისრა დიდი მოვალეობა, ეთქვა ბაბილონის მეფისათვის სიმართლე. მან თქვა: „ჩემო ბატონო, შენს მოძულეთ ეს სიზმარი და შენს მტრებს მისი ახსნა. ის ხე, რომელიც შენ ნახე... ეს შენ ხარ, მეფეო!”.ქიმ 175.2

    ხომ არ გვეჩვენება ზოგჯერ, რომ ღმერთისათვის ბაბილონის სამეფო უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ის საშუალებები და მოვალეობები, რომელიც მან მიანდო თავის რჩეულ ხალხს, რომელმაც უკანასკნელ ჟამამდე მიაღწია? აქ ჩვენ ვხედავთ, რომ დიდი მე ვარ ძლევამოსილია თავისი ქმედებებით, რომელთაც წარმართი მეფის გულის შეცვლაც კი ძალუძთ. არის ზეცის შემოქმედი, რომელიც ნამდვილად ამჩნევს ყველა ადამიანის საქმეს, მაგრამ განსაკუთრებით იმათ, ვინც მისი წარმომადგენელია დედამიწაზე, ვინც გულით აღიარებს წმინდა ჭეშმარიტებას და უცხადებს მათ წუთისოფელს...ქიმ 175.3

    ნაბუქოდონოსორის სიზმარში მმართველობის ჭეშმარიტი მიზანი ლამაზადაა წარმოდგენილი დიდი ხის სიმბოლოს მეშვეობით: „მშვენიერი ფოთლები, მრავალი ნაყოფი და ყველასათვის საზრდო რომ ჰქონდა, რომლის ქვეშაც ველის მხეცები იყვნენ და რომლის ტოტებზეც ცის ფრინველები ბუდობდნენ”.ქიმ 175.4

    დანიელ წინასწარმეტყველმა ახსნა მეფის სიზმარი და დაუმატა განსაკუთრებული დარიგება: „ამიტომ, მეფეო, მოსაწონი იყოს შენთვის ჩემი რჩევა და შენი ცოდვები სიმართლით ჩამოიცალე, შენი უსამართლობანი კი - ღარიბებისადმი გულმოწყალეობით. ვინძლო გახანგრძლივდეს შენი სიმშვიდე”... თორმეტი თვე ამოწმებდნენ და ცდიდნენ მეფეს და მთელი ეს დრო მისი საქციელი ზეციური საწმიდრის სასწორზე იწონებოდა.ქიმ 175.5

    ერთხელ, დილით, როცა მეფე სასახლეში დასეირნობდა, „ალაპარაკდა მეფე და თქვა: ეს ის დიდებული ბაბილონი არ არის, რომელიც სამეფო სახლად ავაშენე ჩემი ხელმწიფების ძალით, ჩემი სიდიადის საქებრად?” ნაბუქოდონოსორი სიამაყით იყო აღვსილი საკუთარი სიდიადის შექმნის გამო, მაგრამ „მეფეს ჯერ კიდევ პირზე ჰქონდა სიტყვა, რომ ზეციდან ხმა ჩამოისმა: შენ გეუბნებიან, მეფე ნაბუქოდონოსორ, გაგშორდა სამეფო!”ქიმ 175.6