Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    „ის დაჭრილი იყო ჩვენს დანაშაულთა გამო”, 29 სექტემბერი

    „მაგრამ ის დაჭრილი იყო ჩვენს დანაშაულთა გამო, დალეწილი - ჩვენი ურჯულოების გამო; ჩვენი სასჯელი მასზე იყო; და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ” (ეს. 53:5).ქიმ 275.1

    ღმერთი ეჯიბრება წუთისოფლის მცხოვრებთ. სატანა მიდის მათთან სინათლის ანგელოზად შენიღბული და მისი ხელმძღვანელობით ქრისტიანთა უმეტესობა ეთაყვანება კერპებს და ემსახურება უცნობ ღმერთებს...ქიმ 275.2

    ადამიანმა დაარღვია ღვთის რჯული და უარყო მისი ნება. რჯული წუთისოფელს ამცნობს ღვთიური ხასიათის თვისებებს და მისი მცირედი ნაწილის შეცვლაც კი არ შეიძლება დაცემული კაცობრიობის საამებლად. მაგრამ ღმერთმა მამაკაცებსა და დედაკაცებს მისცა თავისი სიყვარულის შეუმცდარი დამოწმება. მან დაამოწმა, რომ უყვარს ისინი და მართლმსაჯულება მისი ტახტის საფუძველია. სასჯელი ურჯულოების გამო დაეკისრა მის წარმოგზავნილს. მან სასჯელი დაადო თავის მხოლოდშობილ ძეს.ქიმ 275.3

    ღმერთს არ შეეძლო ადამიანის მოდგმის გადასარჩენად რჯულის გაუქმება, რადგან მაშინ ურჯულოება დამყარდებოდა სამარადჟამოდ და მთელი წუთისოფელი სატანის ძალაუფლებაში მოექცეოდა. მაგრამ მან „იქამდე შეიყვარა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე”. ამ მშვენიერ ძღვენში ნაჩვენებია ღვთიური მადლის სიღრმე. მან ისე შეიყვარა ცოდვილი ადამიანები, რომ საკუთარი თავი გაიღო ძის სახით და ადამიანებს მისცა კიდევ ერთი საშუალება, ერთი საგამოცდო ვადა, ერთი შესაძლებლობა მორჩილებისა. მან ისე შეიყვარა ადამიანები, რომ მათი ხსნისათვის წუთისოფელს მისცა ძე და ამ ერთადერთი ძღვენით უძღვნა მთელი ცა! მხოლოდ ეს შეეძლო ღმერთს, მოემოქმედა. მისმა ძღვენმა ცოდვილთ საშუალება მისცა მორჩილებაში დაბრუნებულიყვნენ.ქიმ 275.4

    ღმერთი ყველას მოუწოდებს უმზირონ ღვთის კრავს, რომელმაც იტვირთა წუთისოფლის ცოდვა. ქრისტე ათავისუფლებს ცოდვილს ცოდვის დანაშაულისაგან და თავად ექცევა რჯულმდებლის სამსჯავროს ქვეშ. იესო ხორცში მოვიდა წუთისოფელში, რათა დამორჩილებოდა რჯულს და ეჩვენებინა სატანის ბრალდების სიცრუე, თითქოს ადამიანებს არ შეუძლიათ ღვთის რჯულის დაცვა.ქიმ 275.5

    ქრისტემ ხორცში მყოფმა დაიცვა რჯული და როცა ფარისევლებმა ტყუილუბრალოდ დაადანაშაულეს, მათ მიმართა თავისი მბრძანებლური და ძლიერი ხმით: „რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო?” იგი მოვიდა რათა მთელი ზეცისთვის, უცოდველი სამყაროებისთვის და ცოდვილი ადამიანებისთვის ეჩვენებინა, რომ ღმერთმა ადამიანისთვის ყველაფერი გაითვალისწინა და რომ ქრისტეს სიმართლით ყველა მის მორწმუნეს შეუძლია წარმოაჩინოს მორჩილება რჯულის დაცვით. როცა მომნანიებელი ცოდვილნი ქრისტეს თავის პირად მაცხოვრად თვლიან, ისინი ღვთიური არსის თანამონაწილენი ხდებიან. ქიმ 275.6