Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    როცა უიმედობა შეგიპყრობთ, ეძიეთ კიბე ზეცაში, 20 მარტი

    „და როცა გაიღვიძა იაკობმა ძილიდან, თქვა: ჭეშმარიტად უფალია ამ ადგილზე და მე არ ვიცოდი!” (დაბ. 28:16).ქიმ 82.1

    ანგელოზები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ იდუმალ კიბეზე და გაღვიძებულმა იაკობმა თქვა: „ჭეშმარიტად უფალია ამ ადგილზე და მე არ ვიცოდი!” სწორედ ასეა ჩვენი საქმეც. თვალები რომ აგვეხილა, ჩვენს ირგვლივ უფლის ანგელოზებს დავინახავდით. ბოროტი ანგელოზებიც აქვე არიან და ცდილობენ ჩვენს დაღუპვას, მაგრამ კეთილი ანგელოზები მათგან გვიცავენ.ქიმ 82.2

    იაკობმა პირმშოობის უფლების მოპოვება ტყუილის გზით ჩაიფიქრა, მაგრამ იმედები გაუცრუვდა. ლტოლვილად გადაქცეულს ეჩვენებოდა, რომ ყველაფერი დაკარგა: კავშირი ღმერთთან, სახლთან და ყველაფერთან, რაც ძვირფასი იყო მისთვის. მაგრამ რა ქნა ღმერთმა? უფალმა დაინახა მისი უმწეობა, იმედგაცრუება, აგრეთვე ისიც, რომ მის გულში ღმერთის განდიდებისათვის კეთილი სურვილები ცოცხლობდა. როგორც კი იაკობის მდგომარეობა შეამჩნია, ღმერთმა მაშინვე უჩვენა იდუმალი კიბე, რომელიც იესო ქრისტეს სიმბოლოს წარმოადგენს. ჩვენს წინაშეა კაცი, რომელმაც ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა ღმერთთან, მაგრამ ზეციერი მამა ღმერთი არ ტოვებს მას და თანახმაა, ქრისტემ შეავსოს ის უფსკრული, რომელიც ცოდვის შედეგად გაჩნდა.ქიმ 82.3

    ჩვენ შეგვეძლო აგვეხედა ზემოთ და გვეთქვა: მე ზეცისაკენ მივისწრაფი, მაგრამ როგორ მივაღწიო იქამდე? ვერ ვხადავ გზას. ასე მსჯელობდა იაკობიც, მაგრამ ღმერთი მას სიზმარში აჩვენებს კიბეს, რომელიც დედამიწას ზეცასთან, იესო ქრისტესთან აკავშირებს. კაცს შეუძლია მასზე ასვლა, რადგან მისი ძირი მიწაზეა, ხოლო ბოლო საფეხური ზეცას აღწევს. მაშინ ადამიანი უმალ ადის ზეცაში, მაღლდება და უკან იტოვებს მიწიერ წესჩვეულებებს, ტრადიციებს და მოდას. უფლის ნათელი და დიდება აცისკროვნებს ამ იდუმალი კიბის ყოველ საფეხურს. ვისი წყალობით ადიან ადამიანები მაღლა? იესო ქრისტეს წყალობით. ვის ჩასჭიდებიან? იესო ქრისტეს. ვისთან ერთიანდებიან ერთ მთლიან არსებად? იესო ქრისტესთან.ქიმ 82.4

    ამრიგად, აღმოვაჩენთ, რომ შესაძლებელია ყველაზე მაღალი მწვერვალების დაპყრობა, რომ ღმერთი დგას კიბის ზემოთ და დახმარების ხელს უწვდის თითოეულს, ვისაც სურს ჩვენი უფლის მარადიულ სამეფოში შესვლა. ადიდეთ მისი წმინდა სახელი! განადიდეთ იგი, დედამიწის მკვიდრნო! რატომ უნდა ვქნათ ეს? იმიტომ რომ იესო ქრისტე, რომლის ხორციელი ხელი ხელს ხვევს ადამიანთა მოდგმას, ხოლო ღვთიური ხელი ყოვლადძლიერის ტახტს ჩასჭიდებია, თავისი სხეულით ავსებს უფსკრულს, რომელიც ღმერთისგან გამოგვყოფს. და ჩვენი წუთისოფელი, სამყაროს მცირე ნაწილი, რომელიც ცოდვამ ზეციურ კონტინენტს ჩამოაცილა და კუნძულად აქცია, კვლავ აღიდგენს თავის უფლებებს, რადგან ქრისტე შეავსებს უფსკრულს და გადებს მასზე ხიდს!ქიმ 82.5

    ჩვენს წინაშეა ადამიანი, რომელსაც საფრთხე ემუქრება, მაგრამ ღმერთი მუდამ მზადაა, დაეხმაროს მას. ყველა ზეციერი ანგელოზი მის დასახმარებლად გაიგზავნება.ქიმ 82.6