Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    განრისხების გამო შეიძლება ღვთიური კურთხევა დავკარგოთ, 12 ივნისი

    „და მიეახლნენ მისი მსახურნი, ელაპარაკნენ და ასე უთხრეს: ჩემო მამავ! საძნელო რამე რომ მოეთხოვა შენგან მაგ წინასწარმეტყველს, ხომ შეასრულებდი? მით უფრო, როცა გეუბნება: ‘იბანე და განიწმიდები’” (4 მეფ. 5:13).ქიმ 166.1

    ხშირად ვფიქრობ იმაზე, თუ რა შეემთხვა ნაყამანს. მას სურდა განსაკუთრებული კურთხევა მიეღო: განკურნებულიყო კეთრისაგან. წინასწარმეტყველ ელისეს ძალის შესახებ რომ შეიტყო, მივიდა მასთან და შეეკითხა, რა უნდა გააკეთოს, რომ განიკურნოს. ელისემ ნაყამანს თავისი მსახური გაუგზავნა და შეუთვალა: „წადი, შვიდგზის იბანე იორდანეში და გაგიახლდება ხორცი, და გაწმედილი იქნები.ქიმ 166.2

    და გაბრაზდა ნაყამანი, წავიდა და თქვა: აჰა, ვიფიქრე, გარეთ გამოვა, დადგება და უფლის, თავისი ღვთის, სახელს ახსენებს, ადგილზე დამადებს ხელს და კეთრისაგან განმკურნავსმეთქი. განა დამასკოს მდინარეები აბანა და ფარფარი ისრაელის მთელს მდინარეებს არ სჯობია? განა იქ ვერ ვიბანებ და ვერ გავსუფთავდები? და გატრიალდა და წავიდა ბრაზმორეული.ქიმ 166.3

    და მიეახლნენ მისი მსახურნი, ელაპარაკნენ და ასე უთხრეს: ჩემო მამავ! საძნელო რამე რომ მოეთხოვა შენგან მაგ წინასწარმეტყველს, ხომ შეასრულებდი? მით უფრო, როცა გეუბნება: „იბანე და განიწმიდები”.ქიმ 166.4

    და ჩავიდა, და შვიდგზის ჩაყვინთა იორდანეში ღვთისკაცის სიტყვისამებრ და ჩვილი ბავშვივით განუახლდა ხორცი და განიწმიდა”.ქიმ 166.5

    ყველა ადამიანს მემკვიდრეობით ერგება ხასიათის არაქრისტიანული თვისებები. მთელი ცხოვრების დიადი და კეთილშობილური საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მოითოკოს ეს ბიწიერი გადახრები. ხშირად ვკარგავთ წონასწორობას სრულიად უბრალო და უმნიშვნელო რამის გამო, რაც გზაზე გვხვდება.ქიმ 166.6

    უფალი პატივს მიაგებს ყველას, ვინც ერთგულია მცირედშიც კი... ისინი მსუბუქი არ აღმოჩნდებიან, როცა მათი ცხოვრების გზაზე სერიოზული წინააღმდეგობები შეხვდებათ. ისინი, ვინც პატივს სცემს ღმერთს ყოველდღიური ცხოვრების მცირე მოვალეობების შესრულებისას, ჯანსაღი აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს. და რაოდენ დიდი განსაცდელიც არ უნდა შეხვდეთ ცხოვრებაში, მტკიცედ დადგებიან სიმართლის მხარეს.ქიმ 166.7

    ღმერთი გაგიგებთ, თუ გაუხსნით მას გულს. მან იცის ჩვენი საჭიროებების შესახებ. ის აუცილებლად მოგცემთ იმის უნარს, რომ წინ აღუდგეთ ბოროტებას, თუკი თქვენ სთხოვთ ამის შესახებ. ეს რწმენა გამრავლდება და თქვენ დაამოწმებთ სხვებისათვის, რომ ღმერთს ძალუძს თქვენი დაცვა ბოროტებისაგან.ქიმ 166.8