Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ჯიუტი წინააღმდეგობა აღმოუფხვრელია, 18 აპრილი

    „და როცა დაინახა ხალხმა, რომ აყოვნებს მოსე მთიდან ჩამოსვლას, შეიკრიბა აარონთან, და უთხრა მას: ადექი გაგვიკეთე ჩვენ ღმერთი, რომელიც ჩვენი წინამძღოლი იქნება, რადგან იმ კაცს, მოსეს, რომელმაც ამოგვიყვანა ჩვენ ეგვიპტის ქვეყნიდან, არ ვიცით, რა შეემთხვა” (გამ. 32:1).ქიმ 111.1

    ყველას აქვს უფლება გააკეთოს არჩევანი, ვის მხარეზეა: ამბოხებულთა თუ მათ მხარეზე, ვინც დგას ღმერთისა და ჭეშმარიტების მხარეზე. ვინც გულმოდგინებით, კეთილსინდისიერად და უანგაროდ ასრულებს ამ დიად საქმეს, მოთმინებით იტანს დევნასა და სიძნელეებს და მედგრად დგას უფლის ბრძოლებში.ქიმ 111.2

    ჯიუტი წინააღმდეგობა აღმოუფხვრელია. მისი სულისჩამდგმელი ზეციური ანგელოზი იყო, რომელზე მაღლაც თავისი მდგომარეობით მხოლოდ იესო ქრისტე იყო. ამ მაღალი რანგის ანგელოზმა შემოიკრიბა მომხრეები, რომლებიც ამბოხებას შეუერთდნენ. იგი, სატანა, დიდი მეამბოხე, ზეციდან გააძევეს; მისმა თანამგრძნობელებმა იგივე ბედი გაიზიარეს. მას შემდეგ მისი საქმიანობაა: ამბოხებისკენ უბიძგოს ყველას, ვინც მისი გავლენის ქვეშ მოექცევა.ქიმ 111.3

    ანგელოზმა თქვა: „ამბოხებას ადგილი ექნება მანამ, სანამ მესამე ანგელოზის უწყების საქმე არ დასრულდება. ნუ გაოცდები და სულით ნუ დაეცემი. ამ დიად საქმეს ხელმძღვანელობს ის, ვინც დაამარცხა ამბოხების წინამძღოლი. თუმცა სატანას ზოგჯერ უხარია და ზეიმობს, დიდი მძლეველი ფრთხილად ადევნებს თვალს მას და არ დაუშვებს, რომ მან გადალახოს მისთვის შემოსაზღვრული ზღვარი. მას მიეცა გარკვეულ დრომდე თავის ძალის გამოვლენის უფლება, რათა გამოვლენილიყო ღმერთის გულწრფელი და ერთგული ადამიანები, რათა ერთგულნი გამოცდილიყვნენ, ხოლო თვალთმაქცნი გამოაშკარავებულიყვნენ და გულწრფელთაგან გამოყოფილიყვნენ. თავის დროზე მეამბოხენი განიდევნებიან ჭეშმარიტ და ერთგულ ადამიანთა წრიდან, ვინაიდან ჭეშმარიტება მოიცავს ყველა ჯურის ადამიანებს”.ქიმ 111.4

    შემდეგ მე მეჩვენა ისრაელიანთა მოგზაურობა. გულისწყრომა და ურჩობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ძველ ისრაელში. მოსე დაშორდა ბანაკს სულ რაღაც ორმოცი დღით, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მომხდარიყო ერთერთი ყველაზე დიდი განდგომა ღმერთისაგან, რომელმაც უჩვენა მათ თავისი დიდი წყალობა და რომლის ხმაც მათ სულ ცოტა ხნის წინ სინაის მთიდან ესმოდათ. შიშის მომგვრელი სიდიადით გამოაცხადა მან ათი მცნება მთელი ხალხის გასაგონად. ამან ძალზე შეაშფოთა ებრაელები და ისინი მუდარით მიმართავდნენ მოსეს, რათა ღმერთს აღარ ელაპარაკა მათთან, რომ თავად მოესმინა მისი სიტყვები და შემდეგ ეთქვა მათთვის. მათ ჩამოასხეს ოქროს ხბო, ზურგი შეაქციეს ღმერთს და მიმართეს ყველაზე მდაბალ კერპთაყვანისცემას — თაყვანი სცეს ადამიანის მიერ ხელქმნილ საგანს.ქიმ 111.5