Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღმერთი თავისი დაპირების ერთგულია, 12 მაისი

    „და თქვენ იხილეთ ყველაფერი, რაც უყო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მთელ ამ ხალხს თქვენს წინაშე, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, თავად იბრძოდა თქვენთვის” (იესო. 23:3).ქიმ 135.1

    დაპყრობითი ომები დამთავრდა და თიმნათსერახში განმარტოვდა იესო ნავეს ძე... უფალმა შთააგონა თავისი ერთგული მონა, გაეკეთებინა ის, რასაც მანამდე მოსე აკეთებდა, - განეზოგადებინა ხალხის ისტორია და შეეხსენებინა აღთქმის პირობების შესახებ უფალთან, რომელმაც მათ ანდო შესანახად თავისი ვენახი.ქიმ 135.2

    მას შემდეგ, რაც ისრაელიანნი ახალ სამფლობელოებში დასახლდნენ, რამდენიმე წელი გავიდა, მაგრამ უკვე შესამჩნევი გახდა იმ მანკიერების ყლორტები, რომლებიც ისრაელზე უფლის სამსჯავროს იწვევდა. როცა იესო ნავეს ძემ სიბერის მოახლოება და დაუძლურება იგრძნო, თავისი ხალხის მომავალზე ფიქრმა მოსვენება დააკარგვინა. როდესაც ებრაელები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ მის გარშემო, მან კვლავ მიმართა მამობრივი ინტერესით... თუმცა ქანაანელები დამორჩილებული იყვნენ, ისინი მაინც ფლობდნენ იმ მიწის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც ისრაელიანთათვის იყო შეპირებული და იესომ მოუწოდა ხალხს, არ შეჩერებულიყვნენ მიღწეულზე და არ დავიწყებოდათ უფლის ბრძანება: მთლიანად ამოეძირკვათ ამ მიწიდან წარმართნი.ქიმ 135.3

    იესომ შეკრებილები დაიმოწმა და შეახსენა ყველას, რომ ვიდრე იუდეველნი აღთქმის პირობებს ასრულებდნენ, ღმერთი ერთგულად ასრულებდა თავის დაპირებას... სატანა მრავალთ ატყუებს სიმართლის მსგავსი თეორიებით იმის შესახებ, რომ, ვინაიდან ღმერთის სიყვარული თავისი ხალხის მიმართ ძალიან დიდია, ის აპატიებს მას ყველა ცოდვას და თუმც უფლის სიტყვის მუქარა ღმერთის ზნეობრივ მმართველობაში განსაზღვრულ მიზანს ემსახურება, ის არასოდეს არ იქნება ზუსტად აღსრულებული. მაგრამ თავის ქმნილებასთან ურთიერთობისას, ღმერთი მოქმედებს სიმართლის პრინციპით, უცხადებს მათ ცოდვის ჭეშმარიტ ხასიათს და იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ მისი გარდაუვალი შედეგი ტანჯვაა და სიკვდილი. ცოდვის უპირობო პატიება არასოდეს არ იყო და არც იქნება. ასეთი პატიება სიმართლის იმ პრინციპების უარყოფა იქნებოდა, რომლებიც ღვთიური მმართველობის საფუძველს წარმოადგენს...ქიმ 135.4

    ღმერთი კეთილსინდისიერად მიუთითებდა ცოდვის შედეგებზე და, თუკი ეს გაფრთხილება ჭეშმარიტი არაა, როგორ შეგვიძლია მისი სხვა აღთქმების აღსრულება გვჯეროდეს? ე.წ. კეთილმოსურნეობა, რომელიც უარყოფს მართლმსაჯულებას, კეთილმოსურნეობა კი არა, სისუსტეა...ქიმ 135.5

    გამოუცხადა რა ისრაელს უფლის სიკეთე, იესო ნავეს ძემ ღმერთის სახელით მოუწოდა ხალხს, ამოერჩიათ, ვის სურთ ემსახურონ... იესოს სურდა, რომ მათ ღმერთისათვის ემსახურათ საკუთარი სურვილით და არა ძალდატანებით. ღმერთისადმი სიყვარული რელიგიის საფუძველია. თუკი ვემსახურებით მას იმ იმედით, რომ მივიღებთ ჯილდოს ან გვეშინია სასჯელის, ასეთი რელიგია ვერავითარ სიკეთეს ვერ მოიტანს. ღია განდგომილება ღმერთისათვის ნაკლებად შეურაცხმყოფელი იქნებოდა, ვიდრე პირფერობა და ფორმალური თაყვანისცემა,ქიმ 135.6