Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ყველგან ღმერთთან ერთად, 10 თებერვალი

    „თუმცა სარდეში გყავს რამდენიმე კაცი, რომელთაც არ წაუბილწავთ თავიანთი სამოსელნი და ჩემთან ერთად ივლიან თეთრებში, ვინაიდან ღირსნი არიან” (გამოცხ. 3:4).ქიმ 43.1

    ყველაზე უფრო დაკავებულ და საქმიან ადამიანებს სხვებზე მეტად სჭირდებათ, რომ ყოველთვის ხედავდნენ თვალწინ ღმერთს. როდესაც სატანა საკუთარი აზრების თავს მოხვევას შეეცდება, ისინი მაინც შეძლებენ უფლის იდუმალ კარავს შეაფარონ თავი, თუ გულში შემდეგ პრინციპს დაიმკვიდრებენ: „ასე ამბობს უფალი”. მისი აღთქმები იქნება მათი საფარი. საქმიან ფაციფუცსა და ციებცხელებაში ისინი აუცილებლად იპოვიან მშვიდ ადგილს დასასვენებლად. თუ ღმერთის სასოებით იცხოვრებენ, ის მათთვის სიმშვიდის სავანედ იქცევა.ქიმ 43.2

    ყოველთვის თან წაიყვანეთ ღმერთი. კარი ღიაა ღმერთის ყველა შვილისათვის. უფალი სულ ახლოა, მისი ყოველი მაძიებლის გვერდით. ბევრი იქცევა, როგორც სურს ცდუნების ადგილებში იმ მიზეზით, რომ თვალწინ ღმერთს ვერ ხედავენ ყოველ დროს. სიცოცხლის ლამპარი იქ უნდა მივიტანოთ, სადაც ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ ღმერთზე. თუ თვალთახედვის არედან დავკარგავთ ღმერთს, თუ ჩვენი რწმენა და მასთან ურთიერთობა დარღვეულია, სულს გარდაუვალი დაღუპვა ელის. ასე ვერ შევინარჩუნებთ პიროვნების სიწმინდესა და მთლიანობას.ქიმ 43.3

    უფალი ჩვენი თანაშემწე და ჩვენი ფარია. ღმერთმა იზრუნა, რათა ვერავინ, ვისაც მისი სასოება გააჩნია, ვერ დაამარცხოს მტერმა. ქრისტე ზუსტად ასევეა თავის მორწმუნეთა გვერდით, როცა ისინი იძულებულნი არიან, წუთისოფელთან შეხება იქონიონ, ასევე ღვთისმსახურების დროსაც, როცა ისინი უფლის სახლში თაყვანისცემისათვის მოდიან. ჩაუფიქრდით გამოცხადების წიგნში ჩაწერილ სიტყვებს: „თუმცა სარდეში გყავს რამდენიმე კაცი, რომელთაც არ წაუბილწავთ თავიანთი სამოსელნი და ჩემთან ერთად ივლიან თეთრებში, ვინაიდან ღირსნი არიან. გამარჯვებული შეიმოსავს თეთრ სამოსლებს და მის სახელს არ ამოვშლი სიცოცხლის წიგნიდან, და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამის წინაშე და მისი ანგელოზების წინაშე”.ქიმ 43.4

    ეს სიტყვები იმათთვის დაიწერა, ვინც იძულებით ურთიერთობს წუთისოფელთან და განიცდის ვერაგი და ცრუ ცდუნებების გავლენას. ვიდრე მათი გონებრივი მზერა მთლიანად მიმართულია მისკენ, ვინც მათი მზე და ფარია, წყვდიადი მათ ირგვლივ ვერანაირ ლაქას ვერ დატოვებს მათ სამოსელზე. ისინი ივლიან ქრისტესთან ერთად, ისინი ლოცვითა და რწმენით იშრომებენ, რათა გადაარჩინონ დაღუპვის პირას მდგარნი. ეს ადამიანები ცდილობენ, დაგლიჯონ ის თოკები, რომლითაც სატანამ დააბა და თავს არ შეირცხვენენ, თუ რწმენით აქცევენ ქრისტეს თავის მუდმივ თანამგზავრად. დიდი მატყუარა მუდამ შეეცდება, თავს მოახვიოს მათ თავისი ცდუნებები, რათა უნაყოფო შეიქნეს უფლის ერთგულთა ყველა ძალისხმევა, მაგრამ თუ ისინი ღმერთს ენდობიან, თუ გულით მორჩილნი არიან, თუ უფლის გზებით დადიან, მაშინ გაიხარებს ზეცა, რადგან ისინი გამარჯვებას მოიპოვებენ.ქიმ 43.5