Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ამცნეთ წუთისოფელს გაფრთხილების უკანასკნელი უწყება, 17 დეკემბერი

    „ბოლომდე დამთმენი კი გადარჩება. ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული” (მათ. 24:13, 14).ქიმ 354.1

    შემოწმებისა და გამოცდის დღეებში არ არის საკმარისი ჭეშმარიტების ცოდნა და გონებით გააზრება. საჭიროა გულიც... უფალი ვერ გამოიყენებს მუშაკს, რომელმაც არ გამოსცადა ჭეშმარიტი მოქცევა... ღვთიური ძალები სატანურთან შეუთავსებადია. ბევრი კითხულობს: ვინ არის უფალი, რომ მას ვემსახურო? მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ურწმუნოება ჭარბობს, მესამე ანგელოზის უწყების მოქადაგე ძმებმა იმოქმედონ როგორც მოქცეულმა ადამიანებმა... ვიმედოვნებ, მალე სიამოვნებით ვნახავთ ეგოიზმის გარეშე შესრულებულ სამუშაოს და მისიონერთა სწრაფად მზარდ ქადაგებას მთელ წუთისოფელში...ქიმ 354.2

    თუ ოდესმე მეშვიდე დღის ადვენტისტების ისტორიაში ყოფილა ისეთი დრო, როდესაც ისინი უნდა აღდგნენ და ანათონ, ეს დრო სწორედ ახლაა. არც ერთს არა აქვს უფლება თავი აარიდოს მესამე ანგელოზის უწყების ქადაგებას. დაე, სახელის დაკარგვის შიშმაც ვერ შეაფერხოს ნათლის წყაროდან გამომავალი ვერც ერთი სხივი. საჭიროა ზნეობრივი სიმამაცე, რათა ღვთის საქმე შესრულდეს ბოლო ჟამს, მაგრამ ადამიანური სიბრძნით არ უნდა ვიხელმძღვანელოთ. ჭეშმარიტება ყველაფერია. დაე, სახელის მოხვეჭის მსურველები წუთისოფელთან დარჩენ.ქიმ 354.3

    ჩვენ ვიმყოფებით დიადი დაპირისპირების წინაშე რომელიც ორ ფრონტად გაყოფს ყველას. ამ ბრძოლაში ჩაებმება მთელი ქრისტიანული სამყარო. ყოველდღე და ყოველ საათს აღვფრთოვანდეთ ღვთის სიტყვის პრინციპებით. ჩვენი „მე” უნდა განვწმიდოთ ღვთის სიწმინდის, მოწყალებისა და სიყვარულის პრინციპებით. მერყეობის ჟამს ილოცეთ და გულმოდგინედ აღავლინეთ კითხვა: ეს არის უფლის გზა? ბიბლიის საშუალებით ღმერთს შეეკითხეთ, რის გაკეთებას დაგავალებთ. ღვთის სიტყვაში გაცხადებულია წმინდა პრინციპები. გოლგოთის ჯვარზე ვპოულობთ ჭეშმარიტი სიბრძნის წყაროს.ქიმ 354.4

    ყველგან ვაწყდებით მოწმობას, რომ ღვთისგან მიღებული ბოლო უწყება უკანასკნელად გააფრთხილებს ეკლესიებს. მაგრამ წლები მიდის მარადისობაში, ეკლესიები კი გაფრთხილების გარეშე რჩება. ნაბრძანები მაქვს ვესაუბრო დებსა და ძმებს და ვკითხო: შეგნებული გვაქვს თუ არა ჩვენი დაუდევრობა? ჩვენი ხელმძღვანელებისთვის ზედიზედ მომდის უწყებები, რომლებიც შეაგულიანებს მათ იშრომონ იქ, სადაც შესაძლებელია. თუ მუშაკები საქმეს დაიწყებენ, ღმერთი დალოცავს მათ და მუშაობა ნაყოფიერი იქნება. როცა ადამიანები გაიგებენ ჩვენი სარწმუნოების საფუძვლებს, დაინტერესდებიან და მოიქცევიან. ბევრი დიდი ქალაქი გახსნილა მათთვის, ვინც შრომობს სულთა დასახსნელად.ქიმ 354.5